მთავარი,სიახლეები

ვდგავარ იმ ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ – პრეზიდენტი

09.10.2021
ვდგავარ იმ ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე ეხმიანება 8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამონგევის ფაქტს.

„ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ.

თანავუგრძნობ მათ და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში.

მადლობა თითოეულ მაშველს ამ თავდადებული და დაუღალავი შრომისთვის.

ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება“ – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე.

__________________________________

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოყვანილია 2 ადამიანი, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. მაშველებმა ნანგრევებიდან ამოასვენეს 81 წლის ქალის ცხედარიც.

ამავე თემაზე: 

ჩამონგრეულ კორპუსში სარდაფსა და ბინას აერთიანებდნენ – რა ირკვევა საჯარო რეესტრით

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: