სიახლეები

„ერასმუსის“ ახალგაზრდული პროგრამები – საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში

16.10.2017 • 1860
„ერასმუსის“ ახალგაზრდული პროგრამები – საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში

18 ოქტომბერს, 16.00 საათზე, ბათუმში, მემედ აბაშიძის #48-ში, ბათუმის “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ” საკონფერენციო დარბაზში Erasmus+ Youth-ს საინფორმაციო ცენტრი საქართველოში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“ თანამშრომლობით მართავს ერასმუს+ ახალგაზრდული პროგრამების საინფორმაციო შეხვედრას.

საინფორმაციო შეხვედრა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

• ერასმუს+ პროგრამა, მისი ფილოსოფია, მიზნები და ამოცანები;
• ახალგაზრდული მობილობა, ტრენინგები, სემინარები და სტაჟირების შესაძლებლობები;
• ევროპის მოხალისეობრივი სერვისი /EVS.
• სასარგებლო ბმულები და კონკრეტული ნაბიჯები პროექტების განსახორციელებლად.
• სექტორთაშორისი თანამშრომლობა, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართვის შესაძლებლობები პროგრამის ფარგლებში.

შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს/პირებს: არასამთავრობო ორგანზიაციებს, სათემო კავშირებს, საინიციატივო ჯგუფებს, სამთავრობო ორგანიზაციებს, სტუდენტებს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლს“.  ელფოსტა: sphutkaradze@gmail.com.  მობილური: 591 95 03 95 – სალომე ფუტკარაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: