ვინ იქნებიან ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ჟიურის წევრები

საავტორო კინოს ბათუმის მე-12 კინოფესტივალის მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეა მოჰსენ მახმალბაფი [ირანი/საფრანგეთი].  ჟიურის წევრები არიან: ნუცა ალექსი-მესხიშვილი [საქართველო], დიანა აშიმოვა [ყაზახეთი], სიდიქ ბარმაკი [საფრაგენთი] და ბორის შულმანი [შვედეთი].

დოკუმენტური ფილმების კონკურსის ჟიურის თავჯდომარე ალექსანდრე რეხვიაშვილი იქნება საქართველოდან. ჟიურის წევრები არიან: შონ მაკალისტერი [დიდი ბრიტანეთი], მეჰმეტ ალი არსლანი [თურქეთი], ვიქტორ კუფალი [გერმანია]  და სეიფოლა სამადიანი [ირანი].

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე საფარ ჰაქდადოვი [ტაჯიკეთი] იქნება. ჟიურიში არიან:  ჰანა მახმალბაფი [დიდი ბრიტანეთი] და ნინელი ჭანკვეტაძე [საქართველო].

ბათუმის საავტორო კინოფესტივალი წელს მეთორმეტედ იმართება. ფესტივალი 17 სექტემბერს გაიხსნება და 24 სექტემბრამდე გასტანს.

ფესტივალის პროგრამა მოიცავს სამ საკონკურსო სექციას – მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება ( რაც რეზევირების და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF -ის საინფორმაციო ცენტრში.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ბათუმის მერია.

____________________________

ამავე თემაზე:

რა ფილმებს აჩვენებენ ბათუმის საავტორო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com