სიახლეები

აჭარის უშიშროების ყოფილ მინისტრს 6 წლით, აბაშიძის დაცვის უფროსს კი – 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

22.09.2014 • 1682
აჭარის უშიშროების ყოფილ მინისტრს 6 წლით, აბაშიძის დაცვის უფროსს კი – 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

 

დავით ხალვაშის სასამართლო პროცესი
დავით ხალვაშის სასამართლო პროცესი / ფოტო ”ბათუმელების” არქივიდან

 

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დავით ხალვაშს მეტსახელად „ქელფეთას“ 2 წლით, შვიდი თვითა და 15 დღით პატიმრობა მიუსაჯა. დავით ხალვაში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი იყო. სახელმწიფო მას და სოსო (იოსებ) გოგიტიძეს, ასლან აბაშიძის მთავრობის უშიშროების მინისტრს, ბრალს სდებდა მასობრივი არეულობასა და უკანონო შეიარაღებული ჯგუფის ფორმირებაში.

 

სასამართლო პროცესი ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას მოსამართლე დავით მამისეიშვილი უძღვებოდა.

 

დავით ხალვაშის ადვოკატი ვაჟა ხახუტაიშვილი ამბობოს, რომ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

 

სასამართლო პროცესზე არ იმყოფებოდა იოსებ გოგიტიძე. ის ძებნილია და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა.

 

იოსებ გოგიტიძის ადვოკატი ირაკლი პირველი განამარტავს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება მხოლოდ მისი დაკავების ან ნებაყოფლობით გამოცხადების შემთხვევაშია შესაძლებელი.

 

იოსებ გოგიტიძე ასლან აბაშიძის ცოლის ძმმა და მის მიმართ, ისე როგორც დავით ხალვაშისა და თავად ასლან აბაშიძის წინააღმდეგ, სისხლის სამართლებრივი დევნა 2004 წლის 6 მაისის ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: