დღეს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიამ (უსკო) დადგენილებით განისაზღვრა, აჭარის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი, რომლის მიხედვითაც უსკო ვალდებულია, პროპორციული წესით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ უმაღლესი საბჭოდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებისათანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს უმაღლესი საბჭოს წევრობის შესაბამის კანდიდატს მისი ადგილმონაცვლეობის შესახებ.
უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატმა კი კანონით დადგენილ ვადაში განცხადებით უნდა აცნობოს უმაღლეს საარჩევნო კომისიას უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის შესახებ თანხმობის ან უარის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი. ადგილმონაცვლის მიერ თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, უსკოს თავმჯდომარე განკარგულებით ცნობს მას ადგილმონაცვლედ და დაუყოვნებლივ აცნობებს აჭარის ა.რ. უმაღლეს საბჭოს.
გუშინ აჭარის უმაღლესმა საბჭომ, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს, დავით თარხან-მოურავს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტა. „დავით თარხან-მოურავმა უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე შესაბამისი განცხადებით უსკო-ს 28 ნოემბერს მიმართა.