აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის 5-პროცენტიან ბარიერს უმაღლეს საბჭოში პროპორციული სისტემით შესასვლელად მხოლოდ ოთხი პარტია ლახავს.
ხმათა უმრავლესობით პირველ ადგილზეა “ქართული ოცნება” – 45.03% [5770 ხმა], მეორეზე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” -29.22% [3745 ხმა], მესამეზე “პატრიოტთა ალიანსი” – 6.02% [772 ხმა], მეოთხეზე კი ნინო ბურჯანაძის პარტია – 5.92% [759 ხმა].
ამ დროისათვის აჭარაში დათვლილია 44 უბანი 304 უბნიდან, შესაბამისად, მონაცემები შესაძლოა შეიცვალოს.