„მოსახლეობას აქვს წყლისა და სანიაღვრე სისტემის, ასევე გზის პრობლემა, რომელიც ძალიან მალე მოგვარდება და ვფიქრობ, ბათუმელები მოხარულები ვიქნებით ახალი ინფრასტრუქტურით,“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, რომელიც დღეს, 2 აგვისტოს, ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან ერთად, პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ ქუჩების რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიას ხელშეკრულება კომპანია „ზიმო 7“-თან აქვს გაფორმებული. სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს და ის მინიმუმ 2 წელი კიდევ გაგრძელდება. 2018 წლის ნოემბრამდე მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიამ „ჭაობის“ დასახლებაში 25 ქუჩაზე 18,9 მილიონზე მეტი ლარის სამუშაოები უნდა შეასრულოს [სანიაღვრე სისტემები, ტროტუარები, მოასფალტება].
ამავე თემაზე: