მთავარი,სიახლეები

უფასო „ტამიფლუ“ აფთიაქებში ჯერ არ არის – H1N1

12.01.2019 • 2767
უფასო „ტამიფლუ“ აფთიაქებში ჯერ არ არის – H1N1

 საქართველოს ჯანდაცვის სამინიტრომ მოქალაქეებისთვის უფასოდ გადასაცემად აფთიაქებს „ტამიფლუ“  ნაწილობრივ უკვე გადასცა. PSP-ში გვითხრეს, რომ პრეპარატი სამინისტროსგან უკვე მიიღეს, თუმცა ქსელში ჯერ არ გადაუნაწილებიათ, გადაცემული ანტივირუსული პრეპარატის გადანაწილება უკვე დაწყებულია და ხვალ საღამოს წამალი აფთაქებში PSP -ს მომხმარებლისთვის უკვე მისაწვდომი იქნება.

„ავერსისა“ და „ფარმადეპოს“ ინფორმაციით კი, მედიკამენტს სამინისტროსგან ჯერ კიდევ ელოდებიან.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ საქართველოს ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა. ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრეპარატ „ტამიფლუს“ მოსახლეობისთვის სახელმწიფო სუბსიდირებით გაცემაზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.

გარდა აფთიაქებისა ანტივირუსული მედიკამენტი  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და სააფთიაქო ქსელებში გაიცემა. მოქალაქე პრეპარატს ექიმის დანიშნულებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის ფორმა #100-ის წარდგენის შემდეგ, სრულიად უფასოდ მიიღებს. ამ დრომდე, ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ უფასოდ მხოლოდ ასაკით პენსიონერებზე, ორსულებზე, ბავშვებზე, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და სოციალურად დაუცველებზე გაიცემოდა. 

აფთიაქებში კი „ტამიფლუს“ ფასი 50-დან 100 ლარამდე ღირდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის დეფიციტური გახდა.

გარდა ამისა დღეიდან, 12 იანვრიდან, საქართველოს ყველა მოქალაქეს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება სრულად დაუფინანსდება. ამ დრომდე, სახელმწიფო აღნიშნულ სერვისს 100%-ით მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფისთვის აფინანსებდა, სხვა მოქალაქეებისთვის კი თანაგადახდის პრინციპი მოქმედებდა. ინიციატივა მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ხელშეწყობას ემსახურება და გაზრდილი ავადობის პერიოდში იმოქმედებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: