მთავარი,სიახლეები

ევროპის დღეები ბათუმში – რას ნახავთ ანბანის კოშკთან

06.10.2018 • 2015
ევროპის დღეები ბათუმში – რას ნახავთ ანბანის კოშკთან

ევროპის დღეების ფარგლებში, ბათუმში ანბანის კოშკთან  13 ოქტომბერს, სხვადასხვა სახით ღონისძიებები გაიმართება.

„ერთი დღით, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია „ევროსოფლად“ გადაიქცევა და მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციული და გასართობი აქტივობებით ევროკავშირში გამოგზაურებთ.“

ევროპის დღის ღონისძიება დატვირთული იქნება საოჯახო გასართობი აქტივობებით, თამაშებით და წარმოდგენებით.

ღონისძიება დასრულდება საღამოს კონცერტით ღია ცის ქვეშ.

ღონისძიებაზე გაგაცნობენ ევროკავშირის პროგრამებს და წარმოგიდგენენ იმ აქტივობებსა და შესაძლებლობებს, რომლებსაც ისინი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ.

ევროპის დღე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივაა და ხორციელდება ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: