შუახევში სამთო სეზონთან დაკავშირებით, მთების მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს.
პროგრამაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28650 ლარი გამოიყო.
მგზავრებს საშუალება ექნებათ, უსაფრთხოდ გადაადგილდნენ კატრიანის, გრძელგორის, ყავრიანის, ჩირუხის, ღომას, თაგინურის, ჯანჯღნარის, მერიაყელის, შედრეკილისა და თეთრობის იალაღებზე.
პროგრამა მუნიციპალიტეტში უკვე მესამე წელია ხორციელდება.