ქედაში ,,საქართველოს დამოუკიდებლობის“ 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა

,,საქართველოს დამოუკიდებლობის“ 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული ქედაში დღეს, სიმბოლურად, ქედის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, თემატური პუბლიკაციებისა და ნახატების გამოფენით გაიხსნა.

მოეწყო სემინარი – ,,ყადირ შერვაშიძე”, რომლის ფასილიტატორი ქედის კულტურის ცენტრის რეჟისორი, ლია მახარაძე იყო. სემინარში მონაწილეობდნენ ქედის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები.

ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო პირველი აჭარელი ექიმის, თამარ მეფის ორდენის კავალერისა და საზოგადო მოღვაწის – ყადირ თუფანის ძე შერვაშიძის ბიოგრაფია აღმოჩნდა.

ქედის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, თემატური პუბლიკაციებისა და ნახატების გამოფენით გაიხსნა.

,,საქართველოს დამოუკიდებლობის“ 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული ქედის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში თემატური პუბლიკაციებისა და ნახატების გამოფენით გაიხსნა.

გთავაზობთ აქტივობების ჩამონათვალს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა დღეს გაიმართება.
  • ღონისძიებები მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრებსა და კლუბებში
  • საჯარო სკოლებში
  • საბავშვო ბაღებში
  • კონფერენცია ქედის საჯარო ბიბლიოთეკაში

სპორტული ღონისძიებები: მარათონი, ბირთვის კვრა, კალათბურთი, ფრენბურთი; (მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქედის სასპორტო სკოლისა და საჯარო სკოლების გუნდები, ასევე ნებისმიერ მსურველს შეეძლება სპორტულ აქტივობებში ჩართვა). გამარჯვებულებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.

  • ხატვა თემაზე „დამოუკიდებელი საქართველო“
  • ჰიმნი – ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ბავშვები (ბიჭები); ფლეშმობი – ,,ხორუმი“
  • გამოფენების მოწყობა
  • მოზარდების მსვლელობა ქედის ქუჩებში დროშებით, ჩოხებითა და სამხედრო ფორმებით
  • დროშის ფერებში ფრანების გაშვება
  • ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ღია ცის ქვეშ

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კულტურულ-საგანმანათლებლო, ასევე სპორტული ღონისძიებების კვირეული, 21 მაისიდან – 26 მაისამდე გაგრძელდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი