მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ყავის აპარატები განთავსდება

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ბანკომატები, სავაჭრო და ყავის აპარატები განთავსდება. უძრავი ქონების [შესაბამისი ფართობების] სასყიდლიანი სარგებლობით გადაცემაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას თანხმობა უკვე მიეცა. ადმინისტრაცია ხელშეკრულებებს აუქციონის ჩატარების გარეშე გააფორმებს.

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მთავ­რობის ადმინისტრაციას, მიეცა თანხმობა რომ „ადმინისტრაციული შენობის (მდებარე: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №”7) II, III, IV, V, VI, IX, X, XI და XII სართულებზე არსებული წინასწარ განსაზღვრული ფართი (საერთო ფართი: 21 მ 2 ), ბანკომატების, სავაჭრო და ყავის აპარატების განთავსების მიზნით, იჯარის ფორმით, აუქციონის გარეშე, შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის ვადით, ყოველთვიური საიჯარო ქირის 80 (ოთხმოცი) ლარის სანაცვლოდ − ერთი ერთეული პროდუქტის/ყავის აპარატი, ხოლო ყოველთვიური საიჯარო ქირის 90 (ოთხმოცდაათი) ლარის სანაცვლოდ − ერთი ერთეული ბანკომატი, სარგებლობაში გადასცეს შესაბამის პირებს“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


" ბათუმელები"