გადასახადის გადამხდელთა გარკვეული კატეგორია საგადასახადო დავალიანებისგან გათავისუფლდა საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად. (ძალაში შესვლის თარიღი – 2014 წლის 25 დეკემბერი) საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა:
ა) 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება;
ბ) 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება;
გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა.
ზემოაღნიშნული 860 017 347 ლარიდან საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის თანახმად ა) ნაწილის შესაბამისად 2479 გადამხდელს ჩამოეწერა 852 376 849 ლარი, ბ) ნაწილის მიხედვით 372 გადამხდელს ჩამოეწერა 2 679 607 ლარი, ხოლო გ) ნაწილის თანახმად 6909 გადამხდელს ჩამოეწერა 4 960 890 ლარი.
შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც საკუთარი ინიციატივით (სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტითგათვალისწინებულ შემთხვევებში), ასევე გადამხდელის მომართვის შემთხვევაში. ჩამოწერის პროცესი გრძელდება.