მთავარი,სიახლეები

128 ათასი ლარი ბათუმში აფეთქების შედეგად გამოწვეული ზიანისთვის

12.12.2017 • 3384
128 ათასი ლარი ბათუმში აფეთქების შედეგად გამოწვეული ზიანისთვის

ბათუმის მერია პირველადი მონაცემების საფუძველზე, 128 ათას ლარს გამოყოფს ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული შენობების აღსადგენად.

მერიის ინფორმაციით, ზარალის ოდენობა ბოლომდე დაზუსტებული არ არის და თანხა შესაძლებელია კიდევ გაიზარდოს.

ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა 10 დეკემბერს, ასევე ძლიერი აფეთქების შედეგად დაზიანდა მიმდებარე სახლების ფასადებიც.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: