ხელვაჩაურის გზატკეცილზე, კახაბრის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთის წინ მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ მამაკაცს მრავლობითი დაზიანება ჰქონდა თავის არეში და იგი სასწრაფოს მანქანაში მოთავსების დროს გარდაიცვალა. ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი დაახლოებით 50 წლისაა. დაწყებულია გამოძიება სისხლის …
Tag Archives: შსს
ბათუმის აქციის შემდეგ დაკავებულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა
ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 16 მარტს, 6 პირი დააკავა. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბათუმში, ციალა ქათამიძე ამბობს, რომ მან წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებულები უკვე მოინახულა. მათ შორის არის ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ერთ-ერთი მათგანი ადმინისტრაციული წესით უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში საპროტესტო აქციაზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო. აქამდე სამართალდამცავ …
Continue reading “ბათუმის აქციის შემდეგ დაკავებულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა”
“ხოფის ბაზრობაზე” თამბაქოს მაღაზია გაქურდეს
ბათუმში ე.წ. ხოფის ბაზრობაზე, მაღაზია გაძარცვეს. ადგილზე მომუშავეების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. მათი თქმით, ქურდმა სახურავი ამოჭრა და ისე ჩაიპარა მაღაზიაში. მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ ზარალს ახლა ითვლიან. ადგილზე მოვაჭრეების თქმით კი, მაღაზიიდან 20 ათასამდე ლარია გატანილი. “ხოფის” ბაზრობაზე მომხდარ ქურდობის ფაქტს შსს-ში გვიდასტურებენ. მათი ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით არის დაწყებული.
შს მინისტრი ბათუმში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ბათუმში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში მივიდა. შს მინისტრმა სამმართველოს ხელმძღვანელებისგან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათ დავალებები მისცა. ასევე გიორგი მღებრიშვილი პატრულ-ინსპექტორებს შეხვდა, გაესაუბრა და სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის ვინაობა ზუსტად ისევეა გასაიდუმლოებული, როგორც რომელიმე საიდუმლო სამსახურის …
Continue reading “შს მინისტრი ბათუმში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეხვდა”
შინაგან საქმეთა მინისტრი: ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინ, 13 მარტს, ხულოში მოქალაქეებთან შეხვედრისას ბათუმში პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან გამართული აქცია შეაფასა, როგორც პროვოკაცია. გიორგი მღებრიშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ხულოში იმყოფებოდა. მინისტრი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს სამმართველოში მივიდა, სადაც პოლიციელებს შეხვდა. ამის შემდეგ მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მან მოსახლეობასთან 11 მარტს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის შესახებ …
Continue reading “შინაგან საქმეთა მინისტრი: ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია”
შსს: „კანონიერი ქურდის“ სახელით გამოძალვის ფაქტზე სამი პირია დაკავებული
შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.გ., 1981 წელს დაბადებული ბ.დ. და 1973 წელს დაბადებული გ.ო. თბილისში დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მოქალაქეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი …
Continue reading “შსს: „კანონიერი ქურდის“ სახელით გამოძალვის ფაქტზე სამი პირია დაკავებული”
სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაზე
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით ხაზგასმულია, რომ 2016 წლის განმავლობაში საქართველოს შსს-მ ამოიღო მნიშვნელოვანი ოდენობის არალეგალური ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის, ბათუმში, შავი ზღვის პორტში, 177 კგ ჰეროინი და სხვა ოპიოიდები. „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოძიებების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს წარგზავნილი ჰყავს პოლიციის ატაშეები აზერბაიჯანში, სომხეთში, …
Continue reading “სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაზე”
შსს: დაკავებულია ანკარის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საკონტროლო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ თანამშრომლებმა, ანკარის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე წითელი ცირკულარით ძებნილი, 1967 წელს დაბადებული ჰ.გ. დააკავეს. „ჰ.გ. დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 109/1, 105/1, 53, 43, 63 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც სექსუალურ ძალადობას …
Continue reading “შსს: დაკავებულია ანკარის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი”
შსს: ლომბარდებიდან უსაბუთოდ ჩაბარებული ტექნიკა ამოვიღეთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში მდებარე ლომბარდებში ჩხრეკა ჩაატარეს. „გამოძიებით ამ ეტაპზე დადგინდა, რომ აღნიშნულ ლომბარდებში სხვადასხვა სახის ტექნიკას და მობილურ ტელეფონებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე იბარებდნენ. სამართალდამცველებმა, ლომბარდებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მობილური ტელეფონები, ტელევიზორები და სხვადასხვა სახის ტექნიკა ამოიღეს. გამოძიების მსვლელობისას გამოიკითხება ყველა ის პირი, …
Continue reading “შსს: ლომბარდებიდან უსაბუთოდ ჩაბარებული ტექნიკა ამოვიღეთ”
შსს მილიონი ლარის შოკოლადსა და კარამელს შეისყიდის
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შოკოლადის ნაწარმისა და კარამელის კანფეტის შესყიდვაზე ერთობლივი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა 1 მილიონ 58 ათას 989 ლარია. სამინისტრო, სატენდერო პირობის თანახმად, 104 ტონაზე მეტ შოკოლადსა და 125 კილოგრამ კარამელის კანფეტს შეისყიდის. აქედან: ლოჯისტიკის დეპარტამენტისთვის – 76 260 კგ შოკოლადს და 110 კგ კარამელს; სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისთვის – 5 500 კგ შოკოლადს …
Continue reading “შსს მილიონი ლარის შოკოლადსა და კარამელს შეისყიდის”
ორდღიანი საპოლიციო კონტროლის დროს 60-მდე ადამიანი დააკავეს
21-22 თებერვალს შს სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საპოლიციო კონტროლი ჩაატარა, რომლის დროსაც, სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის 80 დანაშაული გამოვლინდა, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) – 21 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 15 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) – 11 ფაქტი; ჯანმრთელობის დაზიანების (სსკ-ს 117-ე და …
Continue reading “ორდღიანი საპოლიციო კონტროლის დროს 60-მდე ადამიანი დააკავეს”
ბათუმის ქუჩებში ნადირობა განახლდა
დღეს, 17 თებერვალს, თოვლიან ამინდში ბათუმის ქუჩებში ისევ გამოჩნდნენ ფრინველზე მონადირეები. თვითმხილველმა “ბათუმელებს” მიაწოდა ფოტოები, რომელიც აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული და ჩანს, როგორ ნადირობენ ფრინველზე. პნევმატური იარაღიდან სროლა დასახლებულ ადგილას არის სამართალდარღვევა და იწვევს ჯარიმას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით. ქალაქში ფრინველზე ნადირობის ფაქტები წელს პირველი არ არის. „ბათუმელებმა“ პირველ თებერვალს ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელზეც …
შსს: სარფში დაკავებულია „კანონიერი ქურდი“
შს სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი გ.გ., კანონიერი ქურდობის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ. 1981 წლიდან ე.წ. „ქურდულ სამყაროში“ აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. სამართალდამცველებმა იგი იმ …
Continue reading “შსს: სარფში დაკავებულია „კანონიერი ქურდი“”
გონიოში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა
დღეს, 17 თებერვალს, გონიოში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. შს სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, ძალადობის კვალი არ აღინიშნება და მიმდინარეობს ექსპერტიზა. მამაკაცის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. შს სამინსიტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შსს: ბათუმში გოგო მე-5 სართულიდან გადმოხტა
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან, 20 წლის გოგო მეხუთე სართულიდან გადმოხტა. შემთხვევა გუშინ, 15 თებერვალს მოხდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გოგო ცოცხალი გადაიყვანეს „ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, თუმცა ის აგონიურ მდგომარეობაში იყო და მალევე გარდაიცვალა. გადმოხტომის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შსს: საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველებმა 53 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მორიგი სპეციალური საპოლიციო კონტროლი განხორციელდა, რომლის დროსაც სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 78 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) – 21 ფაქტი; ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 23 ფაქტი; სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე მუხლი) – 1 ფაქტი; ძალადობის (სსკ-ს …
Continue reading “შსს: საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველებმა 53 პირი დააკავეს”
აფეთქება ქობულეთში – გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს
10 თებერვალს, ღამით, ძლიერი აფეთქება მოხდა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის თქმით, აფეთქება, სავარაუდოდ, საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა. მსხვერპლი არ არის. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს – სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა …
Continue reading “აფეთქება ქობულეთში – გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს”
ქობულეთში ქალის გაუპატიურებაში ნათესავს ადანაშაულებენ
ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში 40 წლის ქალი, სავარაუდოდ, დეიდაშვილის შვილმა გააუპატიურა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის ნათესავმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანა. პოლიციაში შეტყობინება მას შემდეგ შევიდა, როცა ოჯახის ახლობლებმა 26 წლის მამაკაცს ქალის ცოლად შერთვა კატეგორიულად მოსთხოვეს. “ბათუმელებს” სოფელში უთხრეს, რომ ქალმა არ იცის თვლა, საათის ცნობა და ასე შემდეგ: “რამდენიმე დღის წინ, სახლიდან მოულოდნელად გავიდა და უკან მეორე დღეს დაბრუნდა. …
Continue reading “ქობულეთში ქალის გაუპატიურებაში ნათესავს ადანაშაულებენ”
ბათუმში პოლიცია დაკარგულ ქალს ეძებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 წლამდე ასაკის ქალს ეძებენ. „შეტყობინება შემოვიდა გუშინ და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები,“ – აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, აჭარის რომელი მუნიციპალიტეტიდან შევიდა შეტყობინება.
ბათუმში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს
ბათუმში, თამარის დასახლებაში, გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. შსს -ს პრესსამსახურის ინფორმაციით „ მამაკაცი რამდენიმე დღე არ გამოჩნდა, რის შემდეგაც მეზობლებმა მოძებნეს და გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ ბინაში“. შსს-ში ჯერჯერობით ვერ დაგვიკონკრეტეს რა მუხლითაა საქმე აღძრული. პოლიციამ ბათუმში, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი დედა-შვილი აღმოაჩინა.
შსს: ბათუმის ბულვარში 7 პირი დააკავეს წვრილმან ხულიგნობაზე
გუშინ, 3 თებერვალს, გვიან ღამით ბათუმის ბულვარში 7 პირი დააკავეს – ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირები ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩხუბობდნენ და მათ ადგილზე მოსულ პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს. ისინი დაკავებული არიან ადმისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე [იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით …
Continue reading “შსს: ბათუმის ბულვარში 7 პირი დააკავეს წვრილმან ხულიგნობაზე”
მახინჯაურთან გვირაბში ტრაილერი იწვის [ვიდეო]
ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე მდებარე გვირაბში ტრაილერს ცეცხლი მოედო – ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს” თვითმხილველმა მიაწოდა. შს სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ მსხვერპლი არ არის, მძღოლი არ დაშავებულა. ადგილზე მყოფი თვითმხილველის თქმით, ამ დროისთვის გადაკეტილია ბათუმიდან გამავალი გვირაბი და ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურები მუშაობენ. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.
შსს: ბრალდებულები ბაქო-სუფსის მილსადენიდან ნავთობს სისტემატურად იპარავდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, ხუთი პირი – 1976 წელს დაბადებული ლ.შ., 1980 წელს დაბადებული მ.გ., 1975 წელს დაბადებული ზ.გ., 1968 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1975 წელს დაბადებული ც.მ. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გორის რაიონის სოფელ რეხაში, ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ნავთობს …
Continue reading “შსს: ბრალდებულები ბაქო-სუფსის მილსადენიდან ნავთობს სისტემატურად იპარავდნენ”
სახლის ჩამონგრევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
შს სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, სოფელ ფერიაში საცხოვრებელი სახლის სახურავის ჩამონგრევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა . ადგილზე იმყოფებოდა სამაშველო ჯგუფი. მათი ინფორმაციით, დაახლოებით 45 წლის მამაკაცი სახლში მარტო იყო, მეულე და შვილები სტუმრად იმყოფებოდნენ. „სახლი ძველია, ავარიულ მდგომარეობაში,“ – ამბობენ სამაშველო სამსახურში. როგორც ხელვაჩაურის გამგეობის პრესსამსახურში განაცხადეს, „სახლის სახურავი, სავარაუდოდ, დიდთოვლობის შედეგად ჩამოინგრა“. შსს-ს ინფორმაციით, …
Continue reading “სახლის ჩამონგრევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა”
შსს: გამოძალვისა და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით ორი პირია დაკავებული
შს სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი – 1974 წელს დაბადებული მ.ჯ. და 1990 წელს დაბადებული ი.მ. გამოძალვისა და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის, ასევე, სახელის გამტეხი ცნობების გავრცელების მუქარითა და შანტაჟით მოქალაქეს ფულს სძალავდნენ და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ. გამოძიება …
Continue reading “შსს: გამოძალვისა და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით ორი პირია დაკავებული”
ბათუმში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, ახლახანს ბათუმში, ინასარიძის 14 ნომერში, ორი გარდაცვლილი პირი იპოვეს. “ერთი დღის გარდაცვლილებს არ ჰგავდნენ”, – უთხრეს “ბათუმელებს” სასწრაფოში. მეზობლების თქმით, გარდაცვლილი დედა-შვილია. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შსს: ბათუმში გამოძალვის, ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფი დავაკავეთ
შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ე.ბ., 1988 წელს დაბადებული ს.ბ., 1977 წელს დაბადებული ფ.ე. და საქართველოს მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული მ.მ. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის, ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბათუმის ერთ-ერთ კლუბში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის …
შსს: საპოლიციო კონტროლის დროს ამოღებულია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 26-27 იანვარს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა, რომლის დროსაც სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 57 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) – 9 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 15 ფაქტი; ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა-გატანის (სსკ-ს 262-ე მუხლი) – …
Continue reading “შსს: საპოლიციო კონტროლის დროს ამოღებულია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი”
ბათუმში სუპერმარკეტის ბუღალტრის დაყაჩაღების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
მიმდინარე წლის 3 იანვარს ბათუმში „იალჩინ მარკეტის“ ბუღალტერი დააყაჩაღეს. აღნიშნულ ფაქტზე, შსს-მ 1980 წელს დაბადებული გ.ა. და ამავე წელს დაბადებული ს.ყ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 19 იანვარს დააკავა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ორი დღის წინ ამავე ფაქტზე და ანალოგიური ბრალდებით, პოლიციამ კიდევ ერთი პიროვნება დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მესამე პირის დაკავება დაგვიდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით: „გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე …
Continue reading “ბათუმში სუპერმარკეტის ბუღალტრის დაყაჩაღების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს”
ურეკში მამაკაცს სამგზავრო მატარებელი დაეჯახა
„ბათუმელების“ ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი საგარეუბნო მატარებელი ურეკში მამაკაცს დაეჯახა. მგზავრებით სავსე მატარებელი ამ დრომდე გაჩერებულია სადგურ „ურეკის“ მიმდებარედ. ერთ-ერთი მგზავრის თქმით, ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები: „აქ ამბობენ, რომ მამაკაცი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა 60-65 წლის იქნებოდა და სავარაუდოდ, გარდაიცვალა… მგზავრებს ჯერ გვითხრეს, რომ მატარებელი ნახევარი საათის შემდეგ დაიძვრება ადგილიდან, ახლა …
Continue reading “ურეკში მამაკაცს სამგზავრო მატარებელი დაეჯახა”
ყაჩაღობაში ბრალდებულების დაკავებისას შსს-მ ცივი იარაღი და დიდი ოდენობით თანხა ამოიღო
შსს-ს ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებული გ.ა. – ფოთში, ხოლო 1980 წელს დაბადებული ს.ყ. ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ბათუმელების ინფორმაციით ორი პიროვნება შსს-მ 19 იანვარს დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 3 იანვარს ბრალდებულები იარაღის მუქარით თავს დაესხნენ შპს „იალჩინ მარკეტის“ ბუღალტერს და აღნიშნული შპს-ს კუთვნილი 148 546 ლარი, ასევე, პირადი თანხა და …
ბათუმსა და ქობულეთში ყაჩაღობაში ბრალდებულები დააკავეს
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე წლის 3 იანვარს, ხოლო ქობულეთში 15 იანვარს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტები გახსნილია. 3 იანვარს, ბათუმში სუპერმარკეტ „იალჩინის“ თანამშრომლები დააყაჩაღეს. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ ორი პიროვნება წუხელ, ყაჩაღობის ბრალდებით, აჭარის რეგიონის გარეთ დააკავა. 15 იანვარს კი, ქობულეთის ცენტრში აფთიაქი დააყაჩაღეს. აღნიშნულ ფაქტზე, ასევე ჩვენი ინფორმაციით, ერთი პიროვნებაა დაკავებული. ბრალდებულთა დაკავების შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად „ბათუმელები“ შს …
Continue reading “ბათუმსა და ქობულეთში ყაჩაღობაში ბრალდებულები დააკავეს”
შსს: აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოვიღეთ
შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული მ.ს., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, მ.ს.-ს პირადი ჩხრეკისას, 100 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს“ – აცხადებენ სამინისტროში. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით].
ბათუმში ყაჩაღობაში ბრალდებული „სანტა“ დაკავებულია
შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ჯ.მ., ყაჩაღობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის 31 დეკემბერს, ღამით, სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ბრალდებული ბათუმში, სუპერმარკეტში მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში შეიჭრა და სათამაშო იარაღის მუქარით 8 820 ლარი გაიტაცა. სამართალდამცველებმა ჯ.მ. ბათუმში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“ – …
Continue reading “ბათუმში ყაჩაღობაში ბრალდებული „სანტა“ დაკავებულია”
რეორგანიზაცია აჭარის პოლიციის დეპარტამენტში
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ყოფილი უფროსი ვახტანგ ტერაშვილი ამავე სამმართველოში ერთ-ერთი განყოფილების [ნარკოტიკებთან ბრძოლის] უფროსად დაინიშნა. ვახტანგ ტერაშვილი დეტექტივების სამმართველოს უფროსად მიმდინარე წლის მაისში დანიშნეს და ამ თანამდებობაზე დაახლოებით ოთხი თვე მუშაობდა, რის შემდეგაც ის ბექა გელაშვილით ჩაანაცვლეს. გელაშვილი დღემდე დეტექტივების სამმართველოს უფროსია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში რეორგანიზაცია გასული წლის ნოემბერში …
Continue reading “რეორგანიზაცია აჭარის პოლიციის დეპარტამენტში”
შსს: ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, 1 კი პასუხისგებაში მიეცა
შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 4 პირი: 1975 წელს დაბადებული ვ.ა., 1975 წელს დაბადებული გ.ს., 1983 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1991 წელს დაბადებული ტ.თ. დააკავეს, ხოლო 1982 წელს დაბადებული გ.მ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. „გამოძიებამ …
Continue reading “შსს: ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, 1 კი პასუხისგებაში მიეცა”