შსს ბათუმში „ზებრაზე“ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ

შსს-ს ინფორმაციით,  ბათუმში ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელზე მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილითით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა …

ბულვარში „მწვანე ბარის“ დაწვის მცდელობის საქმეს შსს იძიებს

27 აპრილს, ღამით, ბათუმის ბულვარში „მწვანე ბარის“ დაწვა სცადეს. ბარის მფლობელის, დავით მამულაძის თქმით, დაცვის პოლიციამ, საღამოს ათი საათიდან თერთმეტის ნახევრამდე დროის შუალედში დაურეკა და აცნობა, რომ ბარში კვამლი და დიდი რაოდენობით წყალი იდგა: „ადგილზე დამხვდა მოლოტოვის კოქტეილებს რომ ამზადებენ იმგვარი ბოთლი, საკუჭნაოში დადებული და უკვე ჩამქრალი. როგორც ჩანს, ვინც იყო, ცეცხლი გაუკიდა და დატოვა საკუჭნაოში, სადაც იქვე …

შსს: ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1997 წელს დაბადებული გოგიტა შ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 91 შეკვრად დაფასოებული, 20,173 გრ მცენარეული მასა ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება. ასევე ამოღებულია 1 შეკვრად …

შსს მონაცემებით, საქართველოში ერთ თვეში 82 609 ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული მასალების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ტურისტთა რაოდენობა გაზრდილია. სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის მარტის თვეში ვიზიტორთა რაოდენობა 450 875 განისაზღვრა და 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 16,7 %-ით მეტია. აქედან,  170 281 პირი ტურისტის სტატუსით შემოვიდა, რაც სამინისტროს ინფორმაციით, …

ავარიის შედეგად ხელვაჩაურში ორი ადამიანი დაიღუპა

ხელვაჩაურში ავარია მოხდა, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. გარდაცვლილია 2 ადამიანი, ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 5 დაშავებული კი გადაყვანილია საავადმყოფოში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 30 მარტს, საღამოს, ბათუმში, საზღვაო აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვანი, 15 წლის ბიჭი ცივი იარაღით [დანით] დაჭრეს. დაჭრილი [რომელსაც ერთი ჭრილობა ჰქონდა ზურგის არეში] ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, გაუკეთდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა, მედპერსონალის თქმით, ამჟამად სტაბილურია; არასრულწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე საქმე აღძრულია სს კოდექსის 117-ე მუხლის …

შსს-მ ბათუმში 492 აბი „ექსტაზი“ ამოიღო

შსს-ს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული თენგიზ დ. ბათუმში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 492 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 24,7306 გრამ მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს. მათივე ცნობით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად თენგიზ დ.-ს ამფეტამინის, მეტამფეტამინის და მდმა-ს მოხმარების ფაქტი …

რა დადგინდა გახმაურებული „ნარუშილოვკების“ საქმეზე

რა დაადგინა გამოძიებამ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის (სუს) უფროსის მოადგილის – ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებული „ნარუშილოვკების“ სკანდალის შემდეგ დაიწყო? – ხელისუფლებას ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს. „ბათუმელებისთვის“ მოწერილ წერილში მთავარი პროკურატურა განმარტავს: „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის  მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე,  …

შსს-მ სარფში 83 აბი „ექსტაზი“ ამოიღო

შსს-ს ინფორმაციით „აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ელნურ ბ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 83 აბი და აბის 3 ნატეხი „ექსტაზი“ ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა …

შსს-მ ბათუმში 49 აბი „ექსტაზი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დორუქან ქ. ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 49 აბი „ექსტაზი“ და 1,4134 გრ გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის …

შსს: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის საქართველოს, ბანგლადეშის, პაკისტანისა და თურქეთის 10 მოქალაქე დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, „სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) და N3 სასაზღვრო სექტორის (ჭარალი) დასაცავ მონაკვეთებზე ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით საქართველოს, ბანგლადეშის, პაკისტანისა და თურქეთის 10 მოქალაქე დააკავეს“. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, …

შსს-ს თანამშრომლებს კიბერდანაშაულის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარეს

შსს-ს ინფორმაციით: „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, შსს-ს აკადემიის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ ფარგლებში, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ლიტველმა ექსპერტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ხუთდღიანი ტრენინგი ჩაუტარეს. სწავლებაზე ციფრული მტკიცებულების ძებნა-ამოღება-დამუშავების, ბავშვთა პორნოგრაფიის და ონლაინ ფინანსური მაქინაციების გამოძიების, ინტერნეტ პროვაიდერებს შორის თანამშრომლობის, სამართალდამცავ ორგანოებს შორის გამოცდილების …

შსს: პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტები ბათუმსა და გონიოში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და უბნის ინსპექტორების სამმართველოების, ბათუმის საქალაქო სამმართველოს და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 4 პირი – 1969 წელს დაბადებული კადირ ა., 1971 წელს დაბადებული ჯემალ თ., 1972 წელს დაბადებული თარიქ ა. და 1974 წელს დაბადებული ქეთევან ბ. ამხილეს. გამოძიებამ …

ქობულეთში 4 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს

17 თებერვალს, ღამით, ქობულეთში 4 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს. იგი ამჟამად ქობულეთის წინასწარი დაკავების საკანშია მოთავსებული. ოთხი წლის ბავშვი საავადმყოფოში სოციალურმა აგენტმა 16 თებერვალს მიიყვანა. ექიმის თქმით, ბავშვს სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა ორივე ბარძაყზე, ყურებსა და საფეთქელზე. მას სამხარაულის ბიუროში, ბათუმში, ექსპერტიზაც ჩაუტარდა. ბავშვთან ფსიქოლოგი მუშაობს და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება …

ერთობლივი წვრთნები ნატო-ს ხომალდების მონაწილეობით

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კატარღებმა და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდებმა ერთობლივი სწავლებები ჩაატარეს. წვრთნები ნატო-ს ტაქტიკური სახელმძღვანელოს გამოყენებით ერთობლივ საზღვაო მანევრებს მოიცავდა. ხომალდებმა ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამაშველო ოპერაციის დემონსტრირება მოახდინეს. შსს-ს ინფორმაციით, ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობას იღებდნენ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სამი და ნატო-ს ტაქტიკური ჯგუფის ოთხი ერთეულისგან შემდგარი ხომალდები: „სწავლება ნატო-ს …

შსს: იანვარში 3183 დანაშაულია რეგისტრირებული

 შს სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის იანვრის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 3183 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1211 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 38.05%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +3.95%. საქართველოდ ყველა საგამოძიებო უწყება (2016 წლის იანვარი) შსს-ს განმარტებით, „საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, …

შსს უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ შსს-ს პოზიცია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროექტთან, კერძოდ, უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით. ბოლო დღეებში მედიაში მიზანმიმართულად ხდება მოსაზრებების ტირაჟირება იმის თაობაზე, რომ შსს ე.წ. „ფარულ თვალთვალს“ იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ არაერთგზის არგუმენტირებულად განმარტა, რომ უკონტაქტო …

ბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

  შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული მირიან მ. დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, გარკვეული თანხის სანაცვლოდ ბათუმში, თავის მფლობელობაში არსებულ სასტუმროში ქალებს პროსტიტუციისთვის ფართობს უთმობდა. „სამართალდამცველებმა სასტუმროს მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს”. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე …

ბათუმში საავადმყოფოს მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოხტა

რამდენიმე საათის წინ ბათუმში, ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” მე-5 სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოხტა. ინფორმაცია “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალებზე შსს კომენტარს არ აკეთებს.  

„ექსტაზის” უკანონოდ შემოტანის მცდელობა სარფში

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული ცირა ღ. დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცირა ღ-ს პირადი ჩხრეკისას 25 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკი თურქეთის რესპუბლიკიდან შემოჰქონდა. …

ბათუმის ნავსადგურში ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე ტანკერი დააკავეს

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ლიბერიის დროშით მცურავი ტანკერი „POULOPOM“ დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის გადახდა – 50 000 ლარის ოდენობით. გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის …

მინისტრის დავალებით ბათუმის ქუჩების გაწმენდაში შს სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობენ

დიდთოვლობის მესამე დღეს, 28 იანვარს, ბათუმის მერიას მოყინული ქუჩების გაწმენდაში შს სამინისტრო ეხმარება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ბათუმის ქუჩების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებში ჩაერთვნენ. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარაში დისლოცირებული დანაყოფის ხელმძღვანელებმა, 60 ვადიან სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, ბათუმის საავტომობილო გზები და ფეხითმოსიარულეთა სავალი …

ნარკოტიკებთან ბრძოლის რეგიონული კონფერენცია ბათუმში

დღეს, ბათუმში, ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონული კონფერენცია გახსნა. რეგიონულ შეხვედრას ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 30-მდე ქვეყნიდან 150-ზე მეტი უფროსი გამომძიებელი და ანალიტიკოსი ესწრება. კონფერენციის მიზანია ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული, დასრულებული და მიმდინარე საქმეების შესახებ ინფორმაციის, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების ამოღების თაობაზე საგამოძიებო მონაცემების ურთიერთგაზიარება – “ინფორმაცი არის ყველაზე მძლავრი იარაღი ჩვენი სისტემისთვის იმისთვის, რომ ვებრძოლოთ ორგანიზებულ და ნარკო …

ხელვაჩაურში წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავეს

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ონტოპოში, ანკარის ინტერპოლის მიერ 18.12.2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1970 წელს დაბადებული ს. ს. დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, ს. ს. დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 53/1-a, 53/1-c, 53/1-b, 53/1-d, …

ავტომანქანა ზღვაში გადავარდა, არის მსხვერპლი

წუხელ, დაახლოებით ღამის სამ საათზე, ბათუმის ნავსადგურში, ერთ-ერთი ნავმისადგომიდან ავტომანქანა ზღვაში გადავარდა. დაიღუპა მანქანის მძღოლი, რომელიც 47 წლის იყო. არაოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცმა განზრახ გადააგდო მანქანა ზღვაში, მანამდე კი საკუთარ ოჯახში დარეკა და მათ აცნობა, რომ თვითმკვლელობას აპირებდა. თუმცა, შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ ამ საკითხს გამოძიება დაადგენს. სამაშველო სამსახურმა ზღვაში გადავარდნილი მსუბუქი ავტომანქანა უკვე ამოიღო. …

შსს-მ ბათუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში, 1985 წელს დაბადებული ბესიკ გ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, „ჩე-ზე“-ს ტიპის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია. შსს-ს ცნობით, დაკავებული აღიარებს …

შსს-მ ბათუმში „ბიო“ ნარკოტიკის რეალიზატორი და მომხმარებელი დააკავა

27 დეკემბერს, შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, თურქეთის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ოზგურ კ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, ხოლო საქართველოს მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ბესიკ ჯ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით სამართალდამცველებმა, ბესიკ ჯ-ს პირადი ჩხრეკისას, ერთ შეკვრად დაფასოებული, 0,716 გრ …

შსს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების გამკაცრებას გეგმავს

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებებია გათვალისწინებული, რომელთა მიხედვით მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მძღოლის მიერ ქვეითებთან მიმართებაში წესების დარღვევაზე. კერძოდ, პირველი დარღვევის შემთხვევაში, მძღოლი დაჯარიმდება – 40 ლარით, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი – 150 ლარით. ასევე, კანონპროექტის თანახმად, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთასა და საპირისპირო მიმართულებით მოძრაობაზე, ადმინისტრაციულ …

შსს-მ სარფში 104 შეკვრა ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

22 დეკემბერს, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე,  1982 წელს დაბადებული პაატა ც. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, დააკავეს.   შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 104 შეკვრად დაფასოებული 20,9625 გრ ნარკოტიკული საშუალება …

შსს სახანძრო მანქანებში 50 მილიონ ლარს გადაიხდის

არაუმეტეს 50 მილიონი ლარის ღირებულების სპეციალური სახანძრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მრავალწლიან (2016-2017 წ.წ) შესყიდვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ელექტრონული ტენდერით განახორციელებს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საჭირო თანხის მობილიზება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა (2016 წელს არაუმეტეს − 30 მილიონი და 2017 წელს − 20 მილიონი ლარის). ძალადაკარგულად გამოცხადდა მთავრობის 2015 წლის 25 …

Exit mobile version