ბათუმის კინოფესტივალის გრანპრი სლოვაკი რეჟისორის ფილმს გადაეცა

დღეს, 22 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიალზე ფესტივალის გამარჯვებული ფილმები დაასახელეს. კინოფესტივალის მთავარი პრიზი საუკეთესო ფილმისთვის გადაეცა სლოვაკურ ფილმს „და იქმნა ნათელი“, რეჟისორი – მარკო სკოპი. ფილმი გვიამბობს კაცზე, რომელიც გერმანიაში მშენებლობაზე მუშაობს, რათა სლოვაკეთში ოჯახი არჩინოს. საშობაოდ სახლში დაბრუნებული მილანი შეიტყობს, რომ მისი უფროსი ვაჟი პარამილიტარისტული, ახალგაზრდული ჯგუფის წევრია. ბიჭი თანაკლასელის ჩაგვრასა და სიკვდილშია …

გეილ ენნ ჰერდი: თუ ვალდებულების გამო მუშაობ, ვერასდროს იქნები წარმატებული

20 სექტემბერს, ბათუმში, სასტუმრო „რადისონ ბლუში“, გაიმართა პანელი, – „წარმატების ფორმულა“, შეხვედრა ცნობილ ამერიკელ პროდიუსერთან გეილ ენნ ჰერდთან, რომელმაც საკუთარ პროფესიულ გამოცდილებასა და კარიერაზე ისაუბრა. გეილ ენნ ჰერდი ისეთი ცნობილი ფილმებისა და სერიალების პროდიუსერია, როგორიცაა „ტერმინატორი“, „მოსიარულე მკვდრები“, უცხოპლანეტელები“, „არმაგედონი“ და „ჰალკი“. კითხვაზე, – როგორ შეძელით მიგეღწიათ წარმატებას იმ ინდუსტრიაში, სადაც ძირითადად კაცები დომინირებენ, პროდიუსერმა …

„სეზონის დასასრული“, „ბატონი ჯონსი“ და სხვა ფილმები – ბათუმის კინოფესტივალის აფიშა

დღეს, 19 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგ ფილმებს აჩვენებენ: 12 საათზე –„როცა ხურმები იზრდება“, ჰილალ ბაიდაროვი, აზერბაიჯანი/ავსტრია, 2019; 118 წთ. სახლში, სადაც დროის ქვიშა აზერბაიჯანის სოფლის ხმათა რიტმში იყრება, დედა თავის ვაჟს ელოდება. შვილის მოსვლის შემდეგ მათი დიალოგი ეგზისტენციური საკითხებისა და შორეული სიახლეების გარშემო ტრიალებს. დედა-შვილი ერთმანეთს უახლოვდება, დუმილს სიტყვები არღვევს …

ცნობილ ამერიკელ პროდიუსერთან, გეილ ენნ ჰერდთან შეხვედრა ბათუმში

20 სექტემბერს ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუში“, გაიმართება პანელი: „წარმატების ფორმულა“, სადაც ამერიკელი პროდიუსერი, გეილ ენნ ჰერდი აუდიტორიასთან საკუთარ პროფესიულ გამოცდილებასა და კარიერულ გამოწვევებზე ისაუბრებს. გეილ ენნ ჰერდი პროდიუსერია ისეთი ცნობილი ფილმებისა და სერიალებისა, როგორიცაა: „ტერმინატორი“, „მოსიარულე მკვდრები“, „უცხოპლანეტელები“, „არმაგედონი“ და „ჰალკი“. პანელი იმართება ორგანიზაცია „ქალები კინოსა და ტელევიზიაში – კავკასია“, Natura Film-ისა და USAID-ის ეკონომიკური …

რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე – 19 სექტემბრის აფიშა

დღეს, 19 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგ ფილმებს აჩვენებენ: 12 საათზე – „სიყვარულის ავტომობილი“, ელკე მარგარეტ ლერენკრაუზი, გერმანია, 2019; 103 წთ. შებინდებისას გერმანიის სოფლებში ძველი მინივენები მწკრივდებიან გზატკეცილზე, რომელიც კარტოფილის მინდვრებსა და ბნელ ტყეებს შორის გადის. ამ მინივენებში აღმოსავლეთევროპელი და აფრიკელი სექსმუშაკები გამვლელ კლიენტებს ელოდებიან. ფილმი გვიჩვენებს ქალებს, რომლებიც ფულისა და …

რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე

დღეს, 18 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12 საათზე – „სამასთვის“, უაად ალ ქათები/ედუარდ უატსი, დიდი ბრიტანეთი/აშშ, 2019; 95 წთ. „სამასთვის“ ახალგაზრდა ქალის, ვაად ალ კატეაბის ცხოვრების გზას გვაჩვენებს. ის სირიის ქალაქ ალეპოს ხუთწლიანი რევოლუციის განმავლობაში სიყვარულს, ქორწინებასა და დედობას გამოცდის. ომის პერიოდში ქალი არჩევანის წინაშე დგება: გაიქცეს თუ არა ქალაქიდან, რათა თავისი …

დარდენების „ახალგაზრდა აჰმედი“ და სხვა ფილმები – რას ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე

დღეს, 17 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12 საათზე – „ფორმანი ფორმანის წინააღმდეგ“, ელენა ტრეშტიკოვა, ჩეხეთი „ფორმანი ფორმანი წინააღმდეგ“ „ოსკარის“ მფლობელი რეჟისორის, მილოშ ფორმანის პორტრეტია. ფილმი საარქივო მასალებისა და ოჯახისა თუ მეგობრების კოლექციებიდან ამოღებული, უცნობი კადრების ნაკრებს წარმოადგენს. ცნობილი რეჟისორის ავტობიოგრაფიული მოგონებების მთხრობელი მისი ვაჟი, პეტრ ფორმანია. 14 საათზე – „საბჭოთა …

რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე – აფიშა

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 15 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა, დღეიდან, 16 სექტემბრიდან, კი კინოჩვენებები მიმდინარეობს კინოთეატრ „აპოლოში“. რა ფილმებს ნახავთ დღეს? – შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ დღევანდელ განრიგს, ფილმის თრეილერებსა და ფოტოებს. კინოჩვენებებზე დასწრება „აპოლოში“ უფასოა, თუმცა დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ ე.წ. „უფასო ბილეთების“ (რაც კონტროლისა და ადგილების დაჯავშნის მექანიზმია) აღება. იმის გათვალისწინებით, რომ “აპოლოში” მხოლოდ 160-მდე …

Biaff-ის ჩვენებები ღია ცის ქვეშ – ფილმები, რომლებსაც ევროპის მოედანზე ნახავთ

ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალზე Biaff 2019  ფილმების ჩვენება გაიმართება კინოთეატრ აპოლოსა და ევროპის მოედაზე – ღია ცის ქვეშ. ყოველ სექტემბერს Biaff-ის  ღია ცის ქვეშ მოწყობილ ჩვენებებს უამრავი მაყურებელი ჰყავს, წელს კი ევროპის მოედანზე სანახავი ფილმების განრიგი ასეთია:   16 სექტემბერი 20.30 –„აღლუმი“, ნინო ჟვანია, საქართველო, 2018;87 წთ. 22.00 – FILM surprise   17 სექტემბერი 20.30 …

Biaff 2019 – რა ფილმებს აჩვენებენ კინოთეატრ აპოლოში – ყოველდღიური განრიგი

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი Biaff 2019  15-22 სექტემბერს ჩატარდება.  „აპოლოში“ დაგეგმილი საფესტივალო ჩვენებების ყოველდღიური განრიგი ასეთია:   16 სექტემბერი 12.00 –„მაფიის გადაღება“, კიმ ლონგინოტო, ირლანდია, 2019; 94 წთ. 14.00 – „თეთრი ქარავანი“, ელდარ შენგელაია, საქართველო, 1964; 97 წთ. 16.00 –„სიცარიელე“, ალექსი სალმენპერა, ფინეთი, 2018; 97 წთ. 18.00 –„ბიუზჰალტერი“, ვეიტ ჰელმერი, გერმანია / აზერბაიჯანი, 2018; 90 წთ. 20.00 –„ეთერი“, ქშიშტოფ ზანუსი, …

პროდიუსერი ჰოლივუდიდან გეილი ანე ჰურდი, გელა ბაბლუანი და სხვები – Biaff 2019-ის მასტერკლასები

კინოფესტივალი BIAFF-ი ყოველწლიურად  საინტერესო კინოპროგრამას წარუდგენს მაყურებელს როგორც საკონკურსო, ისე არასაკონკურსო სექციებში. ფესტივალს ყოველ წელს ბევრი მნიშვნელოვანი სტუმარი ჰყავს – რეჟისორები, პროდიუსერები, მსახიობები და ა.შ. კინოფესტივალი 2019 წლის 15-22 სექტემბერს ჩატარდება. 2006 წელს დაარსებული კინოფესტივალი წელს მეთოთხმეტედ იმართება და მისი ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი – ქალაქ ბათუმის მერია. უკვე ცნობილია საკონკურსო ფილმების …

BIAFF 2019 – ვინ გამოავლენს გამარჯვებულ ფილმებს კინოფესტივალზე

ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF-ი 2019 წლის 15-22 სექტემბერს გაიმართება. 2006 წელს დაარსებული კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი – ბათუმის მერია. საკონკურსო სექციაში შედის მხატვრული, დოკუმენტური და მოკლმეტრაჟიანი ფილმები.  კინოფესტივალ BIAFF 2019-ის  საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა უკვე ცნობილია. საერთაშორისო მხატვრული ფილმების ჟიური ალექსანდრე მინდაძე, რუსეთი – ჟიურის თავჯდომარე ტატიანა დეტლოფსონი, აშშ …

BIAFF 2019 – მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამა და ჟიური

ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა 2019 წლის საერთაშორისო კონკურსის პროგრამისთვის  ფილმების შერჩევა დაასრულა.  კინოფესტივალის [BIAFF] დამფუძნებელმა ზვიად ელიზიანმა წლევანდელი ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა გამოაქვეყნა. წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში  25 ფილმი იქნება წარმოდგენილი, საიდანაც 6 ქართველი რეჟისორის ნამუშევარია. ეს ფილმებია: [checklist] გაბანა, ნიკოლოზ გუგუშვილი, საქართველო, 2019; 30 წთ კარს მიღმა, ნიკა ქურდაძე, …

Exit mobile version