რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს – კალაძის სპეციალური ბრიფინგი

საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის შესვლის შემდეგ, მოქალაქეთა პროტესტის ფონზე ქართული ოცნების სახელით კახი კალაძე  საგანგებო განცხადებას აკეთებს: „ქართული ოცნების“ სახელით მსურს გამოვეხმაურო აღმაშფოთებელ ფაქტს, რომელსაც დღეს ჰქონდა ადგილი საქართველოს პარლამენტში. რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს, ამ ფორმით კონფერენცია არ გაგრძელდება. ჩვენ 17 საუკუნეა მართლმადიდებელი სამყაროს წარმომადგენლები ვართ და ყველა პლატფორმას ვიყენებთ ქვეყნის დეოკუპაციისთვის. …

„რუსეთუმეებო ყარხართ“ – საპროტესტო აქცია ბათუმში

საქართველოს პარლამეტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მისვლას აქციით აპროქტესტებენ ბათუმშიც. საპროტესტო აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე მივიდნენ ტრანსფარანტებით: „ რუსეთუმეებო ყარხართ“, „შველა ევროპაშია“, „სირცხვილია“. See more     გავრილოვმა ასამბლეას დღეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე მიმართა. შესვენების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ დაიკავა ტრიბუნა და თქვა, რომ არ მისცემდა გავრილოვს სხდომის წაყვანის შესაძლებლობას. …

როგორ მუშაობს რუსული რბილი ძალა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურებისთვის – ინტერვიუ 

საქართველოში მეორე დღეა მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეა მიმდინარეობს, რომელიც დღეს, 20 ივნისს, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიმართვით დაიწყო საქართველოს პარლამენტიდან. გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა აუდიტორიას რუსულ ენაზე. საზოგადოება საპროტესტო აქციებით გამოეხმაურა რუსული დელეგაციის ვიზიტს საქართველოში, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა რუს დეპუტატს საშუალება აღარ მისცეს, ისევ ჩამჯდარიყო პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „არ იცოდნენ“, რაც …

პრემიერი გავრილოვის პარლამენტში მისვლაზე: ორგანიზატორებმა განმარტონ მომხდარის მიზეზები

საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე რუსი დეპუტატის პარლამენტში მისვლას ფეისბუქის გვერდზე ეხმიანება, ის სთხოვს შეხვედრის ორგანიზატორებს,  დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები: „უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა! ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს! სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს – დაუყოვნებლივ განუმარტონ …

ირაკლი მელაშვილი გავრილოვის პარლამენტში შეშვებაზე: ღალატი ამიხსენით რა არის?

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილი რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს: „ყველაფერს აქვს საზღვარი, ვისაც გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე წამოსკუპება დიპლომატიად მიგაჩნიათ, ხართ დიპლომატიაში უვიცები, პოლიტიკაში ბეცები, ხოლო როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები უბრალოდ უთავმოყვარეოები [ამაზე რბილი გამოთქმა არ არსებობს, თორემ ისე შინაარსობრივად, ღალატი ამიხსენით რა არის? …. ] Дальнейший …

პაატა შამუგია: გამოხატეთ საჯარო მხარდაჭერა, დაგმეთ ძალადობა

მწერალთა საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს პენცენტრის პრეზიდენტი, პაატა შამუგია განცხადებას ავრცელებს. „ნუ შეუშინდებით სოციალური კაპიტალის შერყევას, დაგმეთ ძალადობა. ჯინი ამოშვებულია. მოძალადეები უკვე არა მხოლოდ ლგბტ საზოგადოების, არამედ ნებისმიერი მათთვის არასასურველი ადამიანის დატერორებაზე გადავიდნენ. დღეს ჰომოფობიურმა დაჯგუფებამ მოქალაქეს სახლში ფერადი ფარდა ჩამოახსნევინა, რადგან ლგბტ დროშა ეგონა. დღესვე მეტრო „რუსთაველში“ ჰომოფობიური დაჯგუფების წევრებმა ახალგაზრდა მუსიკოსებს სცემეს, რადგან მათ …

ხოშტარია: ვეუბნებოდი ქუცნაშვილს, რომ საქართველოს პარლამენტში რუსული დელეგაცია ფეხს ვერ შემოდგამს

პარლამენტარი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატი გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან გააძევეს, მან პარლამენტშივე მიმართა მამუკა მდინარაძეს, რომ რუსული დელეგაცია წასულიყო დარბაზიდან ან მთლიანად ჩაეშალათ ღონისძიება. „ქუცნაშვილი და მდინარაძე წავიდნენ ორგანიზატორებთან ამ თემაზე სალაპარაკოდ, კატეგორიულად ვამბობთ, გამორიცხულია ამ დარბაზში რუსული დელეგაცია შემოვიდეს. ეს ძალიან კარგად ესმის მამუკა მდინარაძეს, თუმცა არ ესმოდა ზაქარია …

„მრცხვენია!“ – ქართული ოცნების დეპუტატი თამარ ხულორდავა რუსი დეპუტატის პარლამენტში ყოფნაზე

პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან თამარ ხულორდავა „ბათუმელების“ კითხვას – რატომ ზის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი გავრილოვი და რატომ მიმდინარეობს რუსულ ენაზე ასამბლეა? გვწერს: „აბა რა გითხრათ…“ ხულორდავამ  საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის  წერს: „ის, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხდება, ჩემთვის სრულიად მიუღებელია. მრცხვენია! ამას არავითარი გამართლება არ აქვს. ალბათ უნდა მცოდნოდა, მაგრამ არ …

სად არიან ქართველი დეპუტატები, როცა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი ზის

მეორე დღეა საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეა მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის დელეგაციაც ესწრება. დღეს რუსი დეპუტატი გავრილოვი, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა, საიდანაც სხდომას რუსულ ენაზე წარმართავდა. რატომ მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში სხდომა რუსულ ენაზე და რატომ ზის რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში? – „ბათუმელები“ ამ კითხვაზე პასუხის მოპოვებას ცდილობს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატებისგან, ასევე, სხვა პარტიების წარმომადგენლებისგან. ამ შინაარსის …

გავრილოვის საქართველოს პარლამენტში მისვლას ბათუმში აქციით გააპროტესტებენ

საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, მისვლას ბათუმში აქციით გააპროტესტებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველოს“  რეგიონული ოფისების მენეჯერმა მალხაზ ჭკადუამ დაანონსა. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, 15:00 საათიდან ბათუმში ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან. დღეს რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომრის სავარძლიდან რუსულ ენაზე წაიყვანა სხდომა. რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის …

არჩილ თალაკვაძე: რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის

„რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის! ეს კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დუმის წევრებმა პარლამენტი და საქართველო უნდა დატოვონ!“ – წერს ფეისბუქის გვერდზე პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. კომენტარის გაკეთებაზე მან უარი გვითხრა. ამ წუთებში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაიკავეს და აცხადებენ, რომ არ შემოუშვებენ რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს, რომელიც …

Exit mobile version