მთავარი,სიახლეები

გავრილოვის საქართველოს პარლამენტში მისვლას ბათუმში აქციით გააპროტესტებენ

20.06.2019
გავრილოვის საქართველოს პარლამენტში მისვლას ბათუმში აქციით გააპროტესტებენ

საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, მისვლას ბათუმში აქციით გააპროტესტებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველოს“  რეგიონული ოფისების მენეჯერმა მალხაზ ჭკადუამ დაანონსა. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, 15:00 საათიდან ბათუმში ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.

დღეს რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომრის სავარძლიდან რუსულ ენაზე წაიყვანა სხდომა.

რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია თბილისში 19-22 ივნისს იმართება.

გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა, თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.

დელეგაციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან მოსახლეობა საპროტესტო აქციით დახვდა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: