„კაცი მემუქრებოდა ოჯახის მოსპობით“, – პოლიტიკოსის თქმით, მასზე თავდასხმის საქმეს არ იძიებენ

სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წევრებს – გენრი დოლიძეს, გიორგი გაბაიძეს, მიშა ქავთარაძესა და იზო სურმანიძეს ეგრეთ წოდებულ „ხოფის ბაზრობაზე“, ფლაერების დარიგების დროს, თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მაშინ პარტია “ლელოს” წევრმა, მიშა ქავთარაძემ თქვა, რომ „თავდამსხმელი სტეფანოვკას უბნის ეგრეთ წოდებული „მაყურებელი“ გიორგი გოგიჩაიშვილია“. „კაცი მემუქრებოდა სიცოცხლის და ოჯახის მოსპობით. …

ხოფაზე ტანსაცმლის 2 მაღაზია დაიწვა – ადგილზე საქონლის გადარჩევას ცდილობენ | LIVE

დღეს, 9 თებერვალს, ხოფის ბაზრობაზე ტანსაცმლის მაღაზია დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაიწვა მაღაზიაში არსებული საქონლის დიდი ნაწილი. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ბაზრობის მოვაჭრეები შეეცადნენ მაღაზიის მეპატრონეს დახმარებოდნენ გადარჩენილი საქონლის დახარისხებაში. ხოფის ბაზრობა, ისევე როგორც სხვა ბაზრობები საქართველოში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ გუშინ გაიხსნა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

გაიხსნება თუ არა ხოფის ბაზრობა – მინისტრის კომენტარი

„ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია ხოფის ბაზრობის ადმინისტრაციასთან და იქ მომუშავე მოქალაქეებთან… იქ ახლა მუშაობენ სპეციალისტები, რამდენად დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს ეს ობიექტი,“ – უთხრა ჟურნალისტებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯაბა ფუტკარაძემ ხოფის ბაზრობასთან დაკავშირებით, რომლის მოვაჭრეებმაც დღეს, 24 დეკემბერს, საპროტესტო აქცია გამართეს. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრის გახსნას ითხოვენ. დღეს არსებული რეგულაციებით შეზღუდვა ამ ტიპის …

ხვალიდან „ხოფის ბაზრობა“ სრული დატვირთვით იმუშავებს

10 სექტემბრიდან ბათუმში ე.წ. „ხოფის ბაზრობა“ სრული დატვირთვით იმუშავებს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ბაზრობის ადმინსიტრაციაში დაუდასტურეს. ბაზრობაზე ყველა შემსვლელს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი. ბათუმში „ხოფის ბაზრობაზე“ კორონავირუსი 7 პირს დაუდასტურდა. ბაზრობა 2 დღე დაკეტილი იყო, თანამშრომლებს ჩაუტარდათ PCR კვლევა კორონავისრუსზე. ასევე ხოფის ბაზრობასთან იქნება კარავი, სადაც მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ ტესტირებას კორონავისურზე.

„ხოფის ბაზრობა“ არ გაიხსნება, ბათუმის იუსტიციის სახლი კი იწყებს მუშაობას

დღეს, 9 სექტემბერს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, რუსუდან შავიშვილმა განაცხადა, რომ „ხოფის ბაზრობა“ არ გაიხსნება, სანამ კორონავირუსზე ტესტირების პროცესი არ დასრულდება. შავიშვილის თქმით, ე.წ „ხოფის ბაზრობაზე“ კორონავირუსი ჯამში 7 პირს დაუდასტურდა. კორონავირისზე ტესტირება ისევ გრძელდება. ამ ბაზრობაზე 4 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, კარავი გაიხსნება ხოფის ბაზრობასთანაც, სადაც მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ ტესტირებას. რაც …

ბათუმში „ხოფის ბაზრობა“ ერთი დღით იკეტება

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ბათუმში ხვალ, 8 სექტემბერს, ხოფის ბაზრობა დაიკეტება. „ხოფის ბაზრობას“ აჭარაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამო კეტავენ, ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა სწორედ „ხოფის ბაზრობას“ უკავშირდება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, დღეს ბაზრობა დაკეტილია, რადგან სანიტარული დღეა და დაკეტილი იქნება ხვალაც. „ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეებს კვლევები ჩაუტარდებათ. „ხოფის ბაზრობა“ …

კარვები მთავრობის სახლთან „ხოფის“ ბაზრობის დაბრუნების მოთხოვნით – პროტესტის მე-16 დღე

16 დღეა აჭარის მთავრობის სახლის წინ, სკვერში კარვებია გაშლილი. მოქალაქე დავით ანანიძე აჭარის მთავრობასა და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. დავით ანანიძე ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის ყოფილი მფლობელია. ის ამბობს, რომ 2008 წელს იძულებით დაათმობინეს ამ ბაზრობის წილები და მის დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებს. დავით ანანიძემ და მისმა ახლობლებმა საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით ბათუმში მასშტაბური აქცია 16 დღის …

აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები ისევ გაშლილია

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, ხუთი კარავი ისევ გაშლილია. ეს კარვები ე.წ. ხოფის ბაზრობის ყოფილმა მფლობელებმა, ანანიძეების ოჯახმა და მათმა მხარდამჭერებმა 15  ივლისს, საპროტექტო აქციის შემდეგ გაშალეს. აქციის ორგანიზატორების თქმით, კარვებს მხოლოდ მაშინ დაშლიან, როცა მათი საქმის გამოძიებას პროკურატურა რეალურად დაიწყებს, რასთან დაკავშირებითაც შუამდგომლობის დაპირება მათ აჭარის მთავრობისგან აქციის შემდეგ  მიიღეს. ანანიძეების ოჯახმა ქონების ჩამორთმევის საქმის  …

ულტიმატუმი თორნიკე რიჟვაძეს – ბათუმში მთავრობის სახლის წინ კარვებს შლიან

დღეს, 15 ივლისს, ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვებს შლიან. დღეს ბათუმში ორი აქცია მიმდინარეობს ერთდროულად, ერთსა და იმავე ადგილას, მთავრობის სახლთან. ერთი აქციის მონაწილეები თურქეთში დასაქმებული ქალები არიან, რომლებიც საზღვრის გახსნას ან ყოველთვიურ კომპენსაციას ითხოვენ, მეორე აქციის ორგანიზატორი კი ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის ყოფილი მფლობელები, ანანიძეების ოჯახის წევრებია, რომლებიც აცხადებენ, რომ …

„ხოფის ბაზრობა“ ბათუმში 2 ივნისს გაიხსნება

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრი [ე.წ. ხოფის ბაზრობა] სრულად 2 ივნისიდან გაიხსნება. ბაზრობაზე ამ დრომდე მხოლოდ სურსათის სექციები მუშაობს, რომლებსაც მუშაობა არც საგანგებო მდგომარეობის დროს შეუჩერებიათ. „1-ლი ივნისი თვის პირველი ორშაბათია და ბაზრობა დაკეტილი იქნება სანიტარული დღის გამო. მომდევნო დღიდან კი ბაზრობა გაიხსნება და ყველა სექცია იმუშავებს,“ – გვითხრეს სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაში. ბათუმში პირველ …

“ხოფის ბაზრობაზე” მხოლოდ სურსათის ობიექტები იმუშავებენ – COVID-19

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ხვალ, 18 მარტიდან, ბათუმის “ხოფის ბაზრობა” დროებით დაიხურება. ბაზრობის ხელმძღვანელი ზვიად მელიქაძე ამბობს, რომ პირველი აპრილის ჩათვლით “ხოფის ბაზრობაზე”  მხოლოდ სასურსათო ობიექტები იმუშავებენ. “პირველი აპრილის ჩათვლით იხურება ხოფის სავაჭრო ცენტრი. იმუშავებენ მხოლოდ სურსათის ობიექტები. დაიხურება სავაჭრო ცენტრის ის შესასვლელები, რომლებიც ტანსაცმელების სექციებთან არის დაკავშირებული, დანარჩენი იქნება ღია,” – ამბობს ზვიად მელიქაძე. აუცილებლობის …

“ხოფის ბაზრობაზე” თამბაქოს მაღაზია გაქურდეს

ბათუმში ე.წ. ხოფის ბაზრობაზე, მაღაზია გაძარცვეს. ადგილზე მომუშავეების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. მათი თქმით, ქურდმა სახურავი ამოჭრა და ისე ჩაიპარა მაღაზიაში. მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ ზარალს ახლა ითვლიან. ადგილზე მოვაჭრეების თქმით კი, მაღაზიიდან 20 ათასამდე ლარია გატანილი. “ხოფის” ბაზრობაზე მომხდარ ქურდობის ფაქტს შსს-ში გვიდასტურებენ. მათი ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით არის დაწყებული.

მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი: ხოფის ბაზრობა ხაბაძეებისა და ბალაძეების სამზარეულოდ იქცა

 

დარბაზში, სადაც 70-მდე მოქალაქე იყო თავმოყრილი, აჭარის მთავრობის მიმართ მკაცრი კრიტიკა ისმოდა. სპიკერი დავით ანანიძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი იყო ქედის მუნიციპალიტეტში. სპიკერმა თავისი გამოსვლის დასასრულს მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, “მამა-შვილ ხაბაძეების კლანი მოაშოროს რეგიონს”. ჩამორთმეული ბიზნესის დაბრუნებაზე საუბრისას კი იმედი გამოთქვა, რომ “ბატონი ბიძინა ივანიშვილი მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას”.

ბიზნესმენების დაკავება

სავაჭრო ცენტრ შპს „ბათუმი“-ის (ე.წ. ხოფის ბაზრობა) დირექტორები, ილია ანანიძე და ჯონი ზოიძე ბათუმის #3 საპყრობილეში ერთი კვირის წინ გადმოიყვანეს. ბიზნესმენის ადვოკატის თქმით, დაკავებულებს მოწილეების მიმართ არსებულ დავალიანებას ედავებიან. არაოფიციალურად კი, მათ ბაზრობის წილის დათმობას სთხოვენ. არც იმას გამორიცხავენ, რომ ილია ანანიძე ძმის, თადარიგში მყოფი მოსამართლის, დავით ანანიძის ოპოზიციონერობისთვის ისჯება. ე.წ. ხოფის ბაზრობის 50 პროცენტი …

Exit mobile version