„ლეოგრანდი“ სახელს იცვლის – სასტუმროში რემონტია

„ველმონდი“ – ამ სახელწოდებით განაახლებს სასტუმრო „ლეოგრანდი“ მუშაობას. გასული წლის 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შემდეგ სასტუმრო აღარ ფუნქციონირებს. როგორც სასტუმროს იურისტი, ირაკლი ჟორჟოლიანი, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ამ დროისთვის სასტუმროს პირველ ფლიგელში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. „ამ დროისთვის მხოლოდ წინა ფლიგელებში მუშაობის შესაძლებლობა გვაქვს, იმ ნაწილში, რომელსაც ხანძარი არ შეხებია. ძირითადად ტექნიკური პერსონალი მუშაობს ამ ეტაპზე, ხოლო …

სასტუმრო „ლეოგრანდმა“ დაღუპულების ოჯახებს ერთჯერადად კომპენსაცია გადაუხადა

სასტუმრო „ლეოგრანდსა“ და ამ სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპული პირების ოჯახებს შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლეოგრანდის“ ადვოკატი ადასტურებს. საქმე ეხება ფულად კომპენსაციის გაცემას დაღუპული ოჯახის წევრებისთვის. ლეოგრანდის ადვოკატის კახა წერეთელი ერთჯერადად გასაცემი თანხის ოდენობას არ ასახელებს. ის მხოლოდ იმას ამბობს, რომ ყველა დაზარალებულისთვის კომპენსაციის ოდენობა ერთი და იგივეა. ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით კი, კომპანია …

„ხელისუფლება იმდენს გიბედავს, რამდენის უფლებასაც აძლევ“ – დისკუსია სახანძრო უსაფრთხოებაზე

„ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარსა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, დღეს, 9 დეკემბერს, ბათუმის დემოკრატიის სკოლაში დისკუსია გაიმართა. დისკუსიაზე მოწვეული იყო ბათუმის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე, არქიტექტორი გია რამიშვილი, საზოგადოება „ბათომის“ წარმომადგენელი შოთა გუჯაბიძე და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. არქიტექტორმა გია რამიშვილმა ისაუბრა ქალაქში უსაფრთხოების პრობლემაზე, რომლის დაცვაც კანონის დონეზე მშენებლებს არ მოეთხოვებათ. „აქამდე უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება …

დისკუსია „ლეოგრანდის“ ტრაგედიისა და უსაფრთხო პოლიტიკის შესახებ

9 დეკემბერს ბათუმის „დემოკრატიის სკოლაში“ დისკუსია გაიმართება. დისკუსიის თემაა „ლეოგრანდის“ ტრაგედია – უსაფრთხოების პოლიტიკის ხარვეზები“. „დისკუსიაზე ვიმსჯელებთ რამ გამოიწვია ტრაგედია, როგორ შეიძლებოდა მისი პრევენცია? რამდენადაა დაცული ბათუმში სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები, უნდა შეიცვალოს თუ არა დღეს არსებული უსაფრთხოების პოლიტიკა? რას გაითვალისწინებენ სახელმწიფო სტრუქტურები მომავალში, თუ გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები? რა როლი აქვს ასეთ დროს საზოგადოებას?“-ნათქვამია „დემოკრატიი სკოლის“ …

„ლეოგრანდმა“ შესაძლოა სახელწოდება შეიცვალოს

სასტუმრო „ლეოგრანდის“ იურისტის, ირაკლი ჟორჟოლიანის განცხადებით, შესაძლებელია სასტუმრო „ლეოგრანდმა“  სახელწოდება შეიცვალოს. იურისტის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა „სავარაუდოდ, გადაწყვეტილება იქნება მიღებული,“-ამბობს ირაკლი ჟორჟოლიანი „ბათუმელებთან“ საუბრისას. სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. ხანძრის გაჩენის ფაქტზე სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის …

ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია: ხილის ფესტივალი აღარ გაიმართება

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის განცხადებით, 30 ნოემბერს დაგეგმილი ხილის ფესტივალი  ბათუმში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო აღარ გაიმართება. 24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. „ბაღის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველა იმ პირს და ორგანიზაციას, რომლებმაც აქტიური მზაობა გამოხატეს აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობასთან დაკავშირებით,“-ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ლეოგრანდში ხანძრის შედეგად დაღუპულებს დღეს კრძალავენ

დღეს, 3 საათზე, ბათუმის საკათედრო ტაძრიდან სასტურო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულებს გამოასვენებენ. საკათედრო ტაძრიდან ხანძრის შედეგად დაღუპულ ხუთ ადამიანს გამოასვენებენ. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სხვა დაღუპულებს სახლებიდან გაასვენებენ. საკათედრო ტაძარში იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და მთავრობის სხვა წევრები. წინასწარი ინფორმაციით, ტაძარში მისვლას გეგმავს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე. სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 24 ნოემბერს, საღამოს გაჩნდა. ხანძრის შედეგად …

„ლეოგრანდის საქმეზე“ დღეს შესაძლოა მეხანძრეები დაკითხონ

სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის საქმეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, სასტუმროს თანამშრომლების დაკითხვა პოლიციამ დროებით შეაჩერა და დღეს შესაძლოა მეხანძრეები დაკითხონ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გამოძიება აპირებს სასტუმროს დოკუმენტაციის [ხელშეკრულებები თანამშრომლებთან, შინაგანაწესი და სხვ.] კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად ამოღებას, რის შემდეგადაც განახლდება თანამშრომლების დაკითხვა. ჩვენი ინფორმაციით, ვინაიდან გამოძიებამ არ იცის კონკრეტულად რომელ თანამშრომელს რა ევალებოდა …

ხანძრის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგეს ხულოსა და ქედაში

დღეს, 27 ნოემბერს, გლოვის დღეს,  ქედაში, კოსტავას ქუჩაზე არსებულ პარკში,  ადგილობრივმა მოსახლეობამ, საჯარო მოხელეებთან ერთად, პატივი მიაგო ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაღუპული 11 ადამიანის ხსოვნას. დაღუპულთა პატივსაცემად სანთლები აანთეს და ყვავილები მიიტანეს სტუდენტებმაც. ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლა საგალობელი შეასრულა. წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულებს ხულოს საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმაც. ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ …

„ლეოგრანდის“ მეპატრონის პირველი კომენტარი ხანძრის შემდეგ

ამ წუთებში სასტუმრო „ლეოგრანდის“  მეპატრონემ, ეროლ ავგორენიმ, სასტუმროში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. „11 ადამიანი დავკარგეთ და მინდა დიდი მწუხარება გამოვხატო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ამ ფაქტიდან გამომდინარე არ გვიძინია, მათ მწუხარებას ჩვენც ვიზიარებთ. დღეს არის გლოვის დღე და გარდაცვლილის ოჯახებს მოვინახულებთ სათითაოდ. რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ მათი ოჯახებისთვის. მათთან ერთად ვიზიარებთ მწუხარებას. მადლობას …

„ლეოგრანდში“ დაღუპული ირანის რესპუბლიკის მოქალაქის ცხედარი ჯერ კიდევ პროზექტურაშია

სასტუმრო „ლეოგრანდში“ გარდაცვლილი ირანის რესპუბლიკის მოქალაქის ცხედარი, „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დრომდე პროზექტურაშია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ უფლება გაასაჯაროონ ინფორმაცია იმის შესახებ, გადაასვენეს, თუ ისევ პროზექტურაში რჩება ხანძრის დროს გარდაცვლილი ირანის მოქალაქის ცხედარი: „ის უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო და დეტალებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართოთ“. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კი …

„ლეოგრანდში“ დაღუპულთა ოჯახებს 10-10 ათასი ლარი გადაეცემა

სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპული საქართველოს მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯებს აჭარის მთავრობა გაიღებს. მთავრობის ინფორმაციით, თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა. გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ გუშინ, 25 ნოემბერს მიიღო. „ყველანი შეძრულები ვართ იმ ტრაგედიით, რაც ჩვენს ქალაქში მოხდა. ეს იყო ურთულესი წუთები, რომლებიც ყოველთვის დარჩება ჩვენი ქალაქის ისტორიაში და ყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს ობიექტური სიმართლე და გავიგოთ, თუ რა გახდა ამ დიდი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა ღრმა მწუხარება და ვუთანაგრძნო დაღუპულთა ოჯახებს“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ. 27 ნოემბერი საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში გლოვის დღედ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 21 ადამიანი კი დაშავდა. გარდაცვლილი პირებიდან ათი საქართველოს, ერთი კი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.

„ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაშავებულები საავადმყოფოებიდან გაწერეს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოებიდან ხანძრის დროს დაშავებული პაციენტები ყველა გაწერილია. ერთ-ერთმა დაშავებულმა, ისრაელის მოქალაქემ, კლინიკა დღეს, 26 ნოემბერს დატოვა, გუშინ კი 7 დაშავებული გაწერეს. გუშინდელი მონაცემებით 21 დაშავებულიდან კლინიკებში 8 პაციენტი რჩებოდა. აქედან ერთი ისრაელის, 4 – თურქეთის და 3 საქართველოს მოქალაქე. სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთა უმრავლესობას, ხანძრის შედეგად, ძირითადად ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ, ორს კი მსუბუქი …

მეხანძრე: ხანძრის კერა ლეოგრანდის საქვაბეში იყო

სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის გაჩენისა და ევაკუაციის დაწყების დროს, თვითმხილველების თქმით, შუქი არ იყო გამორთული და ის მოგვიანებით გაითიშა. სასტუმროს ზოგიერთი პერსონალის თქმით, შუქის გათიშვამ ლიფტისა და ნომრის კარებების პარალიზება გამოიწვია: „ზოგიერთ ნომერში კარს ვერ აღებდნენ და ხალხი შველას ითხოვდა, ყველაფერი ჩაბნელდა“. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბათუმის ფილიალში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომპანიას შუქი ხანძრის გამო არ გამოურთია და …

კახა მიქიაშვილი: ვხედავდით, როგორ ითხოვდა ხალხი ნომრებიდან შველას

24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს სასტუმროში იყოფებოდა მსახიობი კახა მიქიაშვილი, რომელსაც „მის საქართველოს“ ღონისძიება უნდა წაეყვანა. ხანძრის გაჩენის დროს იგი სასტუმროს რესტორანში იმყოფებოდა და რამდენიმე ათეულ ადამიანთან ერთად ტერასაზე გავიდა. „ბათუმელებთან“ კახა მიქიაშვილი შემთხვევაზე საუბრობს: „ხვალ უნდა ჩატარებულიყო „მის საქართველოს“ დასკვნითი ღონისძიება, მე უნდა ვყოფილიყავი წამყვანი, გუშინ შევუერთდი ჯგუფს. საღამოს შვიდ საათზე ჩავედით …

მეხანძრე: ლეოგრანდს აქვს ორი საევაკუაციო კიბე და ცეცხლჩამქრობი სისტემაც, თუმცა არასაკმარისად

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მერიის ზედამხეველობის სამსახურს სასტუმრო „ლეო გრანდი“  სახანძრო უსაფრთხოების წესების არ ქონის ან შესაბამისი წესების დარღვევის გამო არ დაუჯარიმებია. „ ეს ჩვენ  არ გვეხება. ადრე  დავაჯარიმეთ პროექტირების დარღვევისთვის, სახანძრო უსაფრთხოების გამართულობას ვინ ამოწმებს არ ვიცი, მეც მაინტერესებს და უნდა გავარკვიო“, – უთხრა მერიის ზედამხეველობის სამსახურის უფროსმა ზაალ მამუჭაძემ „ბათუმელებს“. მუნიციალური …

შსს: გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. ეს მონაცემები შსს-ს ინფორმაციით არ შეცვლილა. სასტუმროში ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, ადგილზეა სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. სასტუმროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. სსკ-ის 243-ე მუხლის …

ილია მეორემ სასტუმრო ლეოგრანდთან პანაშვიდი ჩაატარა

დღეს, 25 ნოემბერს, ბათუმში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე ჩამოვიდა. მან სასტიმრო „ლეოგრანდთან“, სადაც გუშინ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩაატარა. 24 ნოემბერს, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 – საქართველოს და 1 ირანის მოქალაქე დაიღუპა. ხანძარი სასტუმროში საღამოს რვა საათზე გაჩნდა. სამაშველო სამსახურები მთელი ღამის მანძილზე მუშაობდნენ. ხანძრის შედეგად …

ხულოს საკრებულო: ხანძარს ხულოს ოთხი მკვიდრის სიცოცხლე ემსხვერპლა

„24 ნოემბერს ქალაქ ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ განვითარებულ ხანძარს ხულოს მუნიციპალიტეტის მკვიდრის 4 სიცოცხლით სავსე ახალგაზრდის ზაურ აბულაძის, დათო ქამადაძის, მარად შანთაძის და როინ ჯოყილაძის სიცოცხლე შეეწირა.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, მუნიციპალიტეტს და სრულიად საქართველოს. ეს ტრაგედია უსაზღვრო და უმძიმესია თითოეული ჩვენთაგანისათვის“ – ამ განცხადებას, თანდართულ ფოტოებთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო აქვეყნებს. 24 ნოემბერს, …

სამაშველო სამსახური: ლეოგრანდში ხანძარი ლიკვიდირებულია, ყველა ოთახი შემოწმებულია

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი ლიკვიდირებულია და ყველა სასტუმრო ნომერი შემოწმებულია. „მაინც კიდევ დამატებით ვამოწმებთ“, – უთხრეს „ბათუმელებს“ სამაშველო სამსახურში. როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, 3 მეხანძრე-მაშველი გადაყვანილია საავადმყოფოში. ისინი თავს კარგად გრძნობენ. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო  15 სახანძრო სამაშველო ავტოსისტემა და ოთხი სამაშველო კიბე. მუშაობდა დამატებითი ჯგუფები იმერეთიდან, გურიიდან და სამეგრელოდან. ხანძრის ჩასაქრობად სულ 120 …

ხანძარი ლეოგრანდში: საავადმყოფოში გადაყვანილია სამი ადამიანი

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის ზონიდან, ანუ სასტუმრო ლეოგრანდიდან საავადმყოფოში გადაყვანილია სამი პირი. „დაკვამლიანებაა ჯერჯერობით, დამწვრობით არა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა, რომელიც თავადაც სასტუმროს მიმდებარედ იმყოფება. თვითმხილველების თქმით, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი სამზარეულოდან გაჩნდა.  

Exit mobile version