მთავარი,სიახლეები

დისკუსია „ლეოგრანდის“ ტრაგედიისა და უსაფრთხო პოლიტიკის შესახებ

08.12.2017
დისკუსია „ლეოგრანდის“ ტრაგედიისა და უსაფრთხო პოლიტიკის შესახებ

9 დეკემბერს ბათუმის „დემოკრატიის სკოლაში“ დისკუსია გაიმართება. დისკუსიის თემაა „ლეოგრანდის“ ტრაგედია – უსაფრთხოების პოლიტიკის ხარვეზები“.

„დისკუსიაზე ვიმსჯელებთ რამ გამოიწვია ტრაგედია, როგორ შეიძლებოდა მისი პრევენცია? რამდენადაა დაცული ბათუმში სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები, უნდა შეიცვალოს თუ არა დღეს არსებული უსაფრთხოების პოლიტიკა? რას გაითვალისწინებენ სახელმწიფო სტრუქტურები მომავალში, თუ გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები? რა როლი აქვს ასეთ დროს საზოგადოებას?“-ნათქვამია „დემოკრატიი სკოლის“ ბათუმის ოფისის განცხადებაში.

დისკუსიის დროს მომხსენებლები იქნებიან გია რამიშვილი, არქიტექტორი, ირაკლი ახალაძე, ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი, შოთა გუჯაბიძე, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი. 

შეხვედრა გაიმართება 14:00 საათზე ახმედ მელაშვილის 20, ბათუმის დემოკრატიის სკოლაში. დასწრება თავისუფალია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: