დირექტორი წალკაში, რომელმაც კლასები აკურთხა, სამინისტრომ გააფრთხილა

წალკაში, სოფელ არწივანის საჯარო სკოლის დირექტორი ფრიდონ დავითაძე კლასების კურთხევის გამო სამინისტრომ მხოლოდ გააფრთხილა. „შიდა აუდიტმა და განათლების სამინისტრომ მისცა გაფრთხილება დირექტორს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. ეს ადამიანი არც ყოფილა დირექტორი, მოვალეობის შემსრულებელი იყო. ახლა გამოცხადდა კონკურსი და მონაწილეობას აღარ იღებს ეს ადამიანი“, – ამბობს წალკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, არსენ ჯმუხაძე „ბათუმელებთან“. სოფელ არწივანის საჯარო …

როგორ აგროვებენ ფულს წალკაში სკოლის მოსწავლეები „ციფრული ოთახისთვის“

წალკაში, სოფელ ტბეთის სკოლის მოსწავლეების „ციფრული ოთახის“ მოსაწყობად „ორბელიანი მეტზე“ თანხის შეგროვების კამპანია დაიწყო. ეს სკოლა წალკის მე-2 საჯარო სკოლას მიერთებული სკოლაა, რომელსაც 32 მოსწავლე და 6 მასწავლებელი ჰყავს. აქ მხოლოდ მეექვსე კლასის ჩათვლით ასწავლიან. რა სჭირდებათ ამ სკოლის მოსწავლეებს კიდევ უფრო ნაყოფიერი სწავლისთვის და რა გზებით ცდილობენ მასწავლებლები ამ რესურსების მოძიებას, ამის შესახებ ინგლისური …

„ჩითილს ისე სჭირდება მოვლა, როგორც ჩვილ ბავშვს” – აჭარელი ეკომიგრანტი წალკიდან

39 წლის იამზე შავაძე აჭარელი ეკომიგრანტია წალკიდან. იამზე ჯერ გურიის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა, ბოლო 15 წელია კი წალკაში ცხოვრობს. იამზე ამბობს, რომ წალკაში საცხოვრებლად გადასვლა არ იყო მარტივი და საკმაოდ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობასაც უკავშირდებოდა. მან შეძლო და საკუთარი შემოსავლის ძირითად წყაროდ ჩითილების გამოყვანა აქცია. ჩითილების გამოყვანა იამზეს გურიაში ცხოვრებისას ასწავლა აგრონომმა მამამთილმა. იამზეს წალკაში 14 …

რატომ დაბრუნდა მერი წალკაში – „არსად არ წავალ, ჩვენ უნდა შევქმნათ შესაძლებლობები“

„ჩვენთან შაბათ-კვირასაც ყველა მუხლჩაუხრელი შრომობს, გაუჩერებლივ. დედაჩემი არასდროს მინახავს გაჩერებული, 24 საათი მუშაობს. ევროპაში ვუყურებდი მოხუცებს, რომლებიც შაბათ-კვირას დადიოდნენ პარკებში, სკვერებში, ძაღლებთან ერთად სეირნობდნენ, ხატავდნენ, კითხულობდნენ, ქსოვდნენ… ძალიან საინტერესო, სასიამოვნო იყო ჩემთვის ამის დანახვა. წარმოვიდგენდი ხოლმე დედაჩემს და მამაჩემს, ხელიხელჩაკიდებულები როგორ სეირნობდნენ წალკის ლამაზ პარკში და ვიძახდი, ასეთი დრო როდის დამიდგება-მეთქი. აი, ჩემი მშობლები როდის …

როგორ გახსნა მზეომ სამკერვალო წალკაში, კარტოფილის საწყობში

46 წლის მზევინარ [მზეო] სურმანიძე ხულოს სოფელ ტუნაძეებიდანაა, თუმცა ის ახლა წალკაში, სოფელ არწივანში ცხოვრობს. მზევინარი მკერავია და უკვე მესამე წელია, რაც საკუთარი სახელოსნოც აქვს. მან სახელოსნოს გახსნამდე დიდი გზა გაიარა, თავიდან საერთოდ არ ფიქრობდა, რომ კერვა შემოსავლის წყაროდ შეიძლებოდა ექცია. მზევინარი იხსენებს, რომ ჭრა-კერვა 7-8 წლის ასაკში დაიწყო. დედა და ბებია ყოველთვის კერავდნენ, ქარგავდნენ …

ეკომიგრანტმა ხულოდან როგორ გახსნა საკონდიტრო წალკაში – „ტკბილი ფორთოხალი“

29 წლის რუსუდან ღორჯომელაძე წალკაში ცხოვრობს. ის ეკომიგრანტია ხულოს სოფელ ღურტიდან. რუსუდანი პროფესიით ეკონომისტია, თუმცა მას წალკაში ყველა იცნობს, როგორც კონდიტერს. „ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ტორტის გამოცხობა რთული იყო და ვერ შევძლებდი. ვერ წარმომედგინა, რომ ზრდასრულ ასაკში კონდიტერი შეიძლება გავმხდარიყავი. ბავშვობაში მიფიქრია კონდიტერობაზე. მახსოვს, მე-10 კლასში ვიყავი, როცა სკოლაში მცირე ბიზნესგეგმის მოდელის შექმნა დაგვავალეს. ჩემი ბიზნეს …

„ხანდახან მავიწყდება, რომ იქაური არ ვარ“ – სომხურენოვანი სკოლის ქართულის მასწავლებელი

მირანდა იაკობიძე წალკაში, სოფელ ოზნის სომხურენოვან სკოლაში ათი წელია ქართულ ენას ასწავლის. ამბობს, რომ  დღევანდელი ოზნის სკოლა „ცა და დედამიწასავით“ განსხვავდება იმ პერიოდისგან, როცა აქ პირველად მოვიდა. რა აკლიათ ყველაზე მეტად ოზნის ახალგაზრდებს, რა რესურსებს იყენებს ქართული ენის სასწავლებლად –  სწორედ ამ თემაზე საუბრობს ქართული ენის მასწავლებელი „ბათუმელებთან“. რა იყო თქვენთვის ყველაზე რთული ამ სოფელში გადასვლისას? …

წალკაში მე-16 საუკუნის სამალავი აღმოაჩინეს

წალკაში, სოფელ ახალშენში, 17 მეტრი სიგრძის დარანი ანუ სამალავი აღმოაჩინეს. სამალავის სიმაღლე ზოგან სამი მეტრია, ზოგიერთ ადგილზე კი 7 მეტრს აღწევს. სპეციალისტის თქმით, სამალავი მე-16 საუკუნეში უნდა იყოს მოწყობილი. სამალავი ადგილობრივმა მცხოვრებმა რამდენიმე დღის წინ შემთხვევით აღმოაჩინა – მას ავტომანქანის საბურავი ჩაუვარდა ორმოში. „მტერი რომ შემოესეოდა, ხალხი აქ იმალებოდა. დარანში აღმოჩენილია საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, რომელშიც ინახებოდა …

ბიზნესმენის ოჯახს ხელ-ფეხი შეუკრეს და დააბეს – ყაჩაღობა წალკაში

რამდენიმე საათის წინ წალკაში ბიზნესმენ ჯონ ედვარ ფადნის ოჯახი დააყაჩაღეს. ოჯახის წევრებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს ხელ-ფეხი შეუკრეს, დააბეს და ოჯახიდან ავტომანქანა, ფული, კომპიუტერი და ტელეფონები წაიღეს. დაზარალებულების ოჯახში იმყოფება წალკის მერის წარმომადგენელი ბედიანის თემში ზვიად ხაფავა, რომელიც „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ადგილზე ამ წუთებში [23:3] პოლიცია და კრიმინალისტები მუშაობენ. „ორი ადამიანი იყო და ჰქონდათ ერთი იარაღი. …

„მწვანე ბანაკი“ სკოლის მოსწავლეებისთვის

ქედის, ხულოსა და წალკის მუნიციპალიტეტების სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის გრძელდება განაცხადების მიღება მწვანე ბანაკში მონაწილეობის მისაღებად. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა – 12 მაისი (23:59 საათი). დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება. ბანაკში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონულად უნდა შეავსონ განაცხადი. მწვანე ბანაკში მონაწილეობის მისაღებად საუკეთესო განაცხადის ავტორები გაემგზავრებიან. ბანაკი Bulachauri Green Center – ბულაჩაურის მწვანე ცენტრი გაიმართება 2019 წლის 15-23 ივნისს.  

„ჩავალთ პარლამენტთან და ძროხებსაც მაქ დავაბამთ“ – საპროტესტო აქცია წალკაში

„აღდგომამდე ვაძლევთ დროს მთავრობას. თუ ისევ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, პარლამენტთან ჩავალთ და ძროხებსაც მაქ დავაბამთ, სად წავიდეთ, აბა?“ – კითხულობს ელგუჯა შავაძე. ის წალკაში გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილეა. ელგუჯა შავაძის ოჯახი წალკაში 2003 წლიდან ცხოვრობს. მისი თქმით, ის და წალკის სხვა მაცხოვრებლებიც მესაკუთრეებმა გააფრთხილეს და აღდგომამდე სახლების დაცლა მოსთხოვეს. ელგუჯა ამბობს, რომ წასასვლელი არსად …

„მესაკუთრეები სახლის დაცლას გვთხოვენ“ – ეკომიგრანტების აქცია წალკაში

„მთავრობა გვეუბნება, რომ რიგია და ჩვენც მოგვცემენ სახლს, მაგრამ როდემდე? რამდენ ხანს შეიძლება ელოდო რიგს? ჩემთან უკვე მოვიდა ბერძენი მესაკუთრე და სახლის დაცლას მთხოვს,“ – ამას წალკაში, სოფელ ქვემო ხარებაში მცხოვრები ნუგზარ პაქსაძე ამბობს. ის ერთ-ერთი ეკომიგრანტია, ვინც დღეს წალკაში საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. „ვითხოვთ ყურადღებას. 20 წლის წინ წამოვედი აჭარიდან, ჩემი სახლი მეწყერმა წაიღო. მას …

Exit mobile version