მთავარი,სიახლეები

შემოსავლების სამსახურის ვებსერვისებთან წვდომა ორი დღით შეიზღუდება

16.05.2017
შემოსავლების სამსახურის ვებსერვისებთან წვდომა ორი დღით შეიზღუდება

 შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 და 21 მაისს შემოსავლების სამსახურის ვებსერვისებთან წვდომა ორი დღით შეიზღუდება. ამიტომ, სამსახური მოუწოდებს შესაბამის პირებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნულ პერიოდში იგეგმება ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის ტრანსპორტირება, დაგეგმილი სამუშაოების დაწყებამდე გამოიყენონ ზედნადების წინასწარ გამოწერის შესაძლებლობა.

„გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურში დაგეგმილია სერვერული ინფრასტრუქტურის განახლებითი  სამუშაოების ჩატარება, რის გამოც 20 მაისს 22:00 საათიდან 21 მაისის 10:00 საათამდე  სრულად შეზღუდული იქნება წვდომა შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების პორტალზე – https://eservices.rs.ge  და ასევე ყველა ვებ-სერვისთან, ხოლო 21 მაისის 10:00 საათიდან 20:00 საათამდე  სისტემები იმუშავებს მცირე შეზღუდვებით.

ამასთან, გაითვალისწინეთ, იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნულ პერიოდში იგეგმება ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის ტრანსპორტირება, დაგეგმილი სამუშაოების დაწყებამდე გამოიყენეთ ზედნადების წინასწარ გამოწერის შესაძლებლობა. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისათვის“ – აღნიშნულია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: