სოცმუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე სისტემაში ბიძაშვილ-მამიდაშვილების დასაქმების პრობლემაზე

ყოფილი პატიმრები ციხიდან გათავისუფლების შემდეგ არაერთ პრობლემას აწყდებიან. უმუშევრობასთან, გარემოსთან ადაპტაციასა და ფსიქორეაბილიტაციასთან ერთად, ზოგიერთ ყოფილ პატიმარს თავშესაფრის პრობლემაც აქვს. ყოფილ პატიმრებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა ბენეფიციართა რაოდენობასთან შედარებით ცოტაა. არც ის არის განსაზღვრული, საშუალოდ რამდენ ბენეფიციარს ემსახურება ერთი სოციალური მუშაკი ან ფსიქოლოგი. გ.დ. ციხიდან ახლა გაათავისუფლეს. სახლი არ აქვს და ღამის გასათევი …

ყოფილი პატიმარი: მეც ჩამიდეს ნარკოტიკი, მაგრამ ვინ ვარ? „პეშკა!”

ამირან ცეცხლაძე ქობულეთიდან მოშორებით, სოფელ აჭში ცხოვრობს. როგორც ამბობს, 2008 წელს ნარკოტიკი „ჩაუდეს“ და მოხმარებისთვის შვიდ-ნახევარი წელი მიუსაჯეს. 2 სექტემბერს ამირანი დაიჭირეს, სამ დღეში მისი შვილიც, რომელიც, ახლაც საპატიმროშია და სასჯელს იხდის მეათე წელია. ყოფილი პატიმარი, ამირან ცეცხლაძე: „ნარკოპოლიტიკის შეცვლაზე დიდი ამბებია, ეს დღეებია აქციებიც ტარდება და როცა ხალხს რეაქცია და პროტესტი აქვს, ეს პროტესტი …

100-ლარიანი პენსია, ეტლი და ფეხის პროთეზი – ყოფილი პატიმრის ოცნება და რეალობა

ორივე ფეხის ამპუტაცია, შემდეგ ათწლიანი პატიმრობა მეგობრის მკვლელობის ბრალდებით, ციხეში ყოველდღიურობად ქცეული ცემა, დაკარგული ბინა, დანგრეული ოჯახი, მხოლოდ ცალი პროთეზი ამპუტირებული ფეხისთვის, ოცნება მეორე პროთეზსა და ეტლზე – ეს ყოფილი პატიმრის, კახაბერ ლომთაძის თავსგადამხდარი ამბებია, რომლებზეც არ სდუმს და გვთხოვს ყველაფერი დავწეროთ, რასაც გვიამბობს. ის შარშან, 2017 წლის ივნისში, გათავისუფლდა ათწლიანი პატიმრობის შემდეგ. „ქუთაისში ვცხოვრობდი, …

საახალწლო ღონისძიებები პატიმართა შვილებისთვის

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში პატიმართა შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. იმერეთსა და გურიაში ბავშვები გასართობ ცენტრს ეწვივნენ და მშობლებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატარეს, საღამოს დასასრულს მათ საჩუქრები შეხვდათ თოვლის პაპასგან. ბათუმში მოზარდები ზოოტოპიას ესტუმრნენ და ცხოველები დაათვალიერეს, ბევრი მათგანი პირველად აღმოჩნდა ეგზოტიკურ გარემოში. შემდეგ საღამო …

დამენგრა ოჯახი, რომელიც სიმწრით შევაკოწიწე და მაქვს სულ სხვა, რომელსაც არ ვგეგმავდი

ყოფილი პატიმარი ნინო კ. სამი შვილის დედაა. ბევრი უსიამოვნო თავგადასავლისა და რთული გამოცდილების შემდეგ გადაწყვიტა, ვისთან ერთად გაატარებდა მთელ ცხოვრებას საბოლოოდ. სასჯელი მოიხადა და გათავისუფლებიდან სამ თვეში ახალი ადამიანი გაიცნო. მანამდე კი იყო ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც თელავში ცხოვრობდა: ცოლ-ქმარი სამი შვილი და ბებია-ბაბუა. ნინოს საკუთარი მაღაზია ჰქონდა და ასე უმკლავდებოდა დიდი ოჯახის …

ყოველთვიურად 100 და დეპოზიტზე შესატანი 5000 ლარი – შინაპატიმრობის ახალი წესები

2018 წლის პირველ თებერვალს შინაპატიმრობის აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესი განსაზღვრავს: სასჯელის აღსრულების წესსა და პირობებს, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესს, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის ოდენობას, დეპოზიტზე თანხის განთავსების წესსა და პირობებს. ახალი წესი ვრცელდება როგორც არასრულწლოვან, ასევე სრულწლოვან მსჯავრდებულებზე. შინაპატიმრობაში მყოფი პირი სპეციალური ელექტრომოწყობილობით გაკონტროლდება, რაც საშუალებას …

ყოფილი პატიმარი სამუშაო შეკვეთებს ელოდება

36 წლის ოგანეს კირბაშიანი  მშენებელია. თუმცა ოზურგეთში, სადაც ის ცხოვრობს, ახალ სახლს იშვიათად აშენებენ. ხანდახან თუ დასჭირდება ვინმეს რემონტი: შელესვა, შპალერის გაკვრა ან მეტლახის დაგება. „ეს საუკეთესო შემთხვევაა, 100-200 ლარის საქმე რომ გამოჩნდეს ხანდახან, მაგრამ ოზურგეთი პატარა რაიონია, ყველა ყველას იცნობს, ყველა ახლობელია. თითქმის არასდროს აქვთ ხოლმე კლიენტებს სრული თანხა და ნაწილ-ნაწილ მიხდიან, ან ნახევარს …

საოჯახო სასტუმრო, კაკლის ბაღი და გურია-აჭარის ტურები – რას გეგმავს ყოფილი პატიმარი

ყოფილი პატიმრების შესახებ მომდევნო ისტორიის მოსამზადებლად 32 წლის გიორგი უნგიაძე შევარჩიეთ. გიორგი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჯვარცხმაში ცხოვრობს, მაგრამ ინტერვიუს ჩაწერის დღეს დაემთხვა და ბათუმში აღმოჩნდა. მორიდებით და ხშირ-ხშირად დაჰყურებს საათს – ინტერვიუს  შემდეგ ბუღალტერიის კურსებზე მიდის და არ უნდა დააგვიანდეს. კურსებზე დასასწრებად გიორგი ჩოხატაურიდან ბათუმში კვირაში რამდენჯერმე ჩამოდის. მომავლის კონტურები გიორგისთვის უკვე გამოკვეთილია და თითქმის …

ყოფილ პატიმარს აშანტაჟებენ: 1000 ლარს თუ არ ჩამირიცხავ, ცოლი გაგიფრინდება

ყოფილი პატიმრის ცოლი ამბობს, რომ 10 დღის წინ მის ფეისბუქგვერდზე გაჩნდა კომენტარი, რომელიც თავისი ქმრის შეურაცხმყოფელ ტექსტს შეიცავდა. ამის შემდე პირად ჩათში იმავე მისამართიდან მიიღეს შეტყობინება – უცნობი ადამიანი ფულს ითხოვდა, 1000 ლარს. ქალი ამბობს, რომ პირველი შოკის შემდეგ უცნობს სთხოვეს წაეშალა საჯარო შეურაცხმყოფელი ტექსტები ფეისბუქში, რომელზეც ქალის ნათესავებიც ჰყავდა მონიშნული. „მოვშლი, თუ 1000 ლარს …

ოზურგეთის მერი პატიმრის დედის მხარდაჭერაზე, რომელსაც C ჰეპატიტის გამოკვლევა სჭირდება

50 წლის ნინო ჩ. პატიმრის დედაა. ოზურგეთში ცხოვრობს, სახელდახელოდ შეჭედილ პატარა ქოხში, რომლის დაზიანებული, დამსხვრეული სახურავიდანაც ისევე წვიმს, როგორ გარეთ. 58 წლის მეუღლე ჰყავს, ნასამართლევი, ომის ვეტერანი. შვილი პატიმარია, ოთხი წელია სასჯელს იხდის და ორ წელიწად-ნახევარში გათავისუფლდება. პატიმრის ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ნინო ჩ. ოჯახის სოციალური მდგომარეობა სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ცოლ-ქმრის შემოსავალი ყოველთვიური სოციალური დახმარება …

მუსიკა, როგორც ყოფილი პატიმრის შუქი მომავლისკენ

საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ხმის ჩამწერი სტუდია მოაწყო, ხალხური სიმღერის ანსამბლში დაიწყო სიმღერა და მიხვდა, რომ მუსიკა იყო  საქმე, რომელიც სამომავლოდ უნდა ეკეთებინა. ბედნიერია და თავს კარგად გრძნობს. ოზურგეთის ხმის ჩამწერ პატარა სტუდიაში ყოველდღიურად ფუსფუსებს. დიდი სამომავლო გეგმების განხორციელებას, რომელიც ისევ მუსიკას უკავშირდება მუდმივი შრომა სჭირდება. ყოფილი პატიმარი, გრიგოლ მახარაძე საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე გვიამბობს: „მეგობართან ერთად …

მეფუტკრეობა – ყოფილი პატიმრის მთავარი საქმე

2016 წლის დეკემბერში გათავისუფლდა საპატიმროდან, შეფარდებული აქვს სამი წლით პირობითი სასჯელი. სანამ დააკავებდნენ ტაქსის მძღოლად მუშაობდა და ასე არჩენდა ოჯახს. გათავისუფლების შემდეგ კი მართვის მოწმობა ჩამოერთავა და 66 წლის ასაკში შემოსავლის ახალ წყაროზე დაიწყო ფიქრი. პრობლემებსა და სირთულეებზე ლაპარაკი მისთვის უცხოა. ციხის წლებზეც კი ისე საუბრობს, თითქოს ეს პერიოდი მისთვის რაღაცის მომცემი იყო – „დავაშავე …

ურთულესია სასჯელაღსრულებასთან დაკავშირებულ ექიმებთან რამეს მიაღწიო – ყოფილი პატიმარი

„საპატიმროში 15 წელი გავატარე. იქ ხეზე კვეთის კურსები გაიხსნა და ისე მინდოდა სახელოსნოში მუშაობა, გასაუბრებისას როცა მკითხეს, ხატვა ვიცოდი თუ არა, ვთქვი, თითქოს ვიცოდი. სინამდვილეში საერთოდ არ ვხატავდი. მივხვდი, ჩემს სიტყვებს უკან ვეღარ წავიღებდი და რადაც უნდა დამჯდომოდა ხატვა უნდა მესწავლა. დავიწყე ხატვა, მერე ნელ-ნელა ხეზე კვეთაც ვისწავლე. მინდოდა ახლობლები გამეხარებინა ჩემი ახალი, სასარგებლო საქმიანობით. …

ყოფილი პატიმარი: იმით ვხარობ, რაც მაქვს

„საშინელი საკერავი მანქანა მქონდა, ტანჯვით უნდა გემუშავა. ფონდმა  „თანაზიარმა“, დემოკრატიის ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში, საკერავი მანქანა გადმომცა. ყველაფრის შეკერვა შემიძლია. ხშირად უფასოდ ვუკერავ ახლობელ-მეგობრებს. რაიონში ყველა ყველას ახლობელია. მიჭირს ნაცნობებს ჩემს ნაშრომში თანხა გადავახდევინო,“ -ამბობს 49 წლის ყოფილი პატიმარი, თამარ ინჯგია. ის სენაკში, ნათესავის სახლში, პენსიონერ დედასთან ერთად ცხოვრობს. მარტვილში სახლი გაყიდა და თბილისში პატარა ბინას …

პატიმარი, როგორც „მესამეხარისხოვანი ადამიანი” – დემოკრატიის ინსტიტუტის გამოცდილება

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ 2017 წლის თებერვლიდან ამოქმედებული „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების ინტერესებს იცავს სოციალურ, იურიდიულ და ჯანდაცვის საკითხებში. პროგრამის ბენეფიციართა სამართლებრივ და იურიდიულ მხარდაჭერას დემოკრატიის ინსტიტუტის იურისტი, რამინ გვარიშვილი უზრუნველყოფს, რომელიც „ბათუმელებს“ პროგრამის იურიდიული სერვისების შესახებ ესაუბრა. რა სახის იურიდიულ დახმარებას უწევთ პროგრამის ბენეფიციარებს? კონსულტაციებს …

ყოფილი პატიმარი, რომელმაც მეწარმეობა ერთი ძროხით დაიწყო

ციხიდან გათავისუფლებული პატიმრების თვითშეფასება ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგიერთი ციხიდანვე გეგმავს მომავალ ცხოვრებას და ადვილად ივიწყებს წარსულს, ზოგიერთს უჭირს ყოფილ პატიმრებზე სტერეოტიპულ წარმოდგენებთან გამკლავება. 70 წელს მიტანებული ბედიშა ხარჩილავასთვის ციხეში გატარებულ პერიოდზე რთული, თავისუფლების  პირველი წელი აღმოჩნდა. „გათავისუფლებიდან 6 თვის შემდეგ ჯერ 37 წლის ვაჟი გარდამეცვალა C ჰეპატიტით, ორმოცი დღეც არ იყო გასული და ქალიშვილიც დაგვეღუპა, …

როცა ოჯახი გიღებს, სხვების აზრს მნიშვნელობა აღარ აქვს – ყოფილი პატიმარი

ქუთაისში ყოველი წლის 2 მაისს გვირილობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ დღეს ქალაქის ქუჩები გვირილებითაა მოფენილი, სამკერდე ნიშნებადაც თეთრ გვირილებს იბნევენ. ამ გვირილებს ყოფილი პატიმარი, 56 წლის ჯულიეტა (ნანა) ფხაკაძე მუყაოსა და ქაღალდებისგან ამზადებს. ხელსაქმით საპყრობილეში ყოფნის დროს დაინტერესდა. ამბობს, რომ რეალობას ფხიზლად უყურებს და იცოდა, თუ წინასწარ არ იფიქრებდა სამომავლო საქმიანობაზე, გათავისუფლების შემდეგ გარემოსთან ადაპტაცია გაუჭირდებოდა. …

პატიმრის მშობლების ოცნება პენსიაზე

60 წლის მარგალიტა ტივაძე პატიმრის დედაა. წელს ის პენსიონერი გახდა. მისი 63 წლის მეუღლე კი, სულმოუთქმელად ელის საპენსიო ასაკს, ყოველდღიური, მძიმე შრომისგან რომ გათავისუფლდეს, შინ რომ დაიწყონ რაიმე საქმე. 90-იან წლებში ცოლ-ქმარი ავარიაში მოყვა, ქალმა ბარძაყის ძვალი მოიტეხა და დაკოჭლდა, დღემდე წამლები სჭირდება, ტკივილმა რომ არ შეაწუხოს. ამის მიუხედავად, მარგალიტა ტივაძე მეუღლესთან ერთად დილის შვიდ საათზე …

ქალი, რომელსაც 23 წლის ასაკში 21 წელი მიუსაჯეს

თამუნა ავალიანმა საპატიმროში 6 წელი და 4 თვე გაატარა. 31 წლისაა. 23 წლის იყო, 21 წელი რომ მიუსაჯეს, თავიდან მხოლოდ ექვსი წელი, მაგრამ 2009 წლის ქალთა ციხის ამბოხის დროს 15 წელი დაუმატეს. ის 4 წლის წინ, მამის დაკრძალვის დღეს გაათავისუფლეს ამნისტიით. დაბადებიდან დეიდა ზრდის, ორი პატარა დისშვილი დახვდა გათავისუფლებულს, რომლებმაც სიძნელეები გადაატანინეს. დასთან ერთად მამაკაცის …

გაჩუმება, ჩრდილში დგომა – სოციალური მუშაკი ყოფილი პატიმრების არჩევანზე

ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდასაჭერი პროგრამა ევროკავშირის დახმარებით შეიქმნა. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პროექტს დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში ახორციელებს: აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთსა და გურიაში. ორგანიზაცია სამი წლის განმავლობაში ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს სარეაბილიტაციო მომსახურებას გაუწევს. პროექტი 2019 წლის 31 ნოემბრამდე გაგრძელდება. ნესტან კახაძე „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროგრამის სოციალური მუშაკია. …

ყოფილი პატიმარი სხვა პატიმრებზე

პატიმრებზე წერა სხვაგვარ ამბებზე წერისგან ძალიან განსხვავდება. თუ სხვა რესპონდენტებს ჟურნალის ფურცლებზე აღმოჩენა ახარებთ და ინტერვიუს გამოქვეყნებას ელიან, ყოფილი პატიმრები, პრობაციონერები და პატიმართა ოჯახის წევრები ჟურნალისტებს უფრთხიან. ხშირად არ პასუხობენ უცხო ზარებს, უკეთეს შემთხვევაში პირველად ოჯახის წევრები იღებენ ყურმილს, რომ გაარკვიონ, ვინ რეკავს, რატომ და რისთვის. როცა მათ ვუხსნით, რომ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის …

ყოფილი პატიმარი: ციხე უფრო გვპატრონობდა პატიმრებს, ვიდრე მთავრობა – გათავისუფლებულებს

ყოფილ პატიმარს, ვლადიმერ ლომაძეს პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების საფეხბურთო მინი-ტურნირზე შევხვდით. ტრიბუნიდან გულშემატკივრობდა შვილს, რომელიც ტურნირში იღებდა მონაწილეობას. 53 წლის ვლადიმერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდიდანაა. წელიწად-ნახევარი პირობითი სასჯელი ჰქონდა, ჯარიმაც დააკისრეს – 5000 ლარი. მერე ექვსი თვე გაატარა გლდანის მერვე საპყრობილეში: 2013 წლის აპრილიდან ნოემბრამდე იხდიდა სასჯელს. ჰყავს უმუშევარი მეუღლე, სამი შვილი, მათ შორის ორი …

ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების საფეხბურთო ტურნირი

7 ოქტომბერს, ბონის სპორტულ დარბაზში მინი ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების მონაწილეობით. ტურნირში დემოკრატიის ინსტიტუტის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  აჭარის ბიუროს ბენეფიციარები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია და საზოგადოებაში ინტეგრაციაა. სპორტულ ღონისძიებაზე აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გუნდები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. გამარჯვებულ გუნდებს თასები და სიგელები გადასცეს. …

ყოფილი პატიმარი – ნასამართლობა არ არის დამღა

ნანა ფარჩუკაშვილი 2016 წლის ივნისში გაათავისუფლეს საპატიმო დაწესებულებიდან. შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ამნისტია შეეხო – ოთხი წელი და რვა თვე იხდიდა სასჯელს რუსთავის ქალთა მეხუთე დაწესებულებაში. ნანა 40 წლისაა, მეუღლე და სამი შვილი ჰყავს, როცა დააკავეს უფროსი ვაჟი 10 წლის, შუათანა წლის და რვა თვის, უმცროსი კი 27 დღის იყო. ჟურნალისტისა და იურისტის …

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი

საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ადამიანებს უჭირთ თავის დამკვიდრება. მათ წინააღმდეგობები ხვდებათ არათუ ქუჩაში, დამსაქმებლებთან, არამედ ოჯახის წევრებთანაც კი. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ უკვე მეშვიდე თვეა მუშაობს „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტზე“. ბიზნესის წამოწყება, პროფესიული გადამზადება, სამართლებრივი მხარდაჭერა – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რა მიმართულებითაც „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ამ ჯგუფებს ეხმარება. პროექტის დეტალებზე ორგანიზაციის …

დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტი ყოფილი პატიმრების გასაძლიერებლად

დღეს, 23 თებერვალს, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ყოფილი პატიმრების გაძლიერებისკენ მიმართული პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტი, რომლის ბენეფიციარები არიან ყოფილი პატიმრები, პატიმართა ოჯახის წევრები და პრობაციონერები, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა სამი წელია, იგი ოთხ რეგიონში აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში განხორციელდება. პროექტი გულისხმობს სოციალური საწარმოების ამოქმედებას და იქ ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების დასაქმებას, …

Exit mobile version