მთავარი,სიახლეები

ყოფილ პატიმარს აშანტაჟებენ: 1000 ლარს თუ არ ჩამირიცხავ, ცოლი გაგიფრინდება

25.12.2017
ყოფილ პატიმარს აშანტაჟებენ: 1000 ლარს თუ არ ჩამირიცხავ, ცოლი გაგიფრინდება

ყოფილი პატიმრის ცოლი ამბობს, რომ 10 დღის წინ მის ფეისბუქგვერდზე გაჩნდა კომენტარი, რომელიც თავისი ქმრის შეურაცხმყოფელ ტექსტს შეიცავდა. ამის შემდე პირად ჩათში იმავე მისამართიდან მიიღეს შეტყობინება – უცნობი ადამიანი ფულს ითხოვდა, 1000 ლარს.

ქალი ამბობს, რომ პირველი შოკის შემდეგ უცნობს სთხოვეს წაეშალა საჯარო შეურაცხმყოფელი ტექსტები ფეისბუქში, რომელზეც ქალის ნათესავებიც ჰყავდა მონიშნული. „მოვშლი, თუ 1000 ლარს ჩამომირიცხავთ“, – იყო პასუხი.

ოჯახმა „ბათუმელებს“ მოაწოდა იმ ფეისბუქმისამართის პაროლი, რომელზეც უკავშირდებოდა გამომძალველი. ჩათის მიმოწერიდან ჩანს, რომ ოჯახი თავდაპირველად ვერ ჰპირდება თანხის გადახდას, რადგან „ამდენი ფული არ აქვთ“, რის შემდეგაც იღებენ შემდეგ შეტყობინებას – თუ 350 ლარს ხუთ დღეში ჩარიცხავ, დანარჩენ თანხას „გაპატიებთ“.

არც ამდენი ფული არ გვაქვს, მიწერეს გამომძალველს. „ცოლის მხრიდან აქვთ , ხო ვიცი და ნუ იტყუები, თორემ ისევ 1000 გავხდი. 300 სამასია და 5 დღეში არ იქნება და მაგ შენს ცოლის ნათესავებს მივწერ… ახლა მიდი და მოაქუჩეჩე“.

ოჯახი დასთანხმდა გამომძალველს, რომ თანხას გადაუხდიდა ხუთ დღეში.

შემდეგი დღეების განმავლობაში მიდიოდა კომუნიკაცია, თუ როგორ უნდა გადაეხადათ მოთხოვნილი თანხა. გამომძალველმა მოსწერა „კრისტალ ბეთის “ ანგარიში.

მიმოწერიდან ჩანს, თუ როგორ ცდილობს გამომძალველი მიუთითოს მსხვერპლს, სად წავიდეს და როგორ ჩარიცხოს თანხა.

ამის სანაცვლოდ ის შლის უხამსი კომენტარებს, რომელსაც ყოფილ პატიმარს უძღვნიდა.

დათქმული ვადის გასვლის შემდეგ, როცა  თანხა ანგარიშზე არ აისახა, ყოფილი პატიმრის ცოლის ოჯახის წევრებს გამომძალველმა პირად ჩათში გაუგზავნა უხამს ტექსტები მათი სიძის შესახებ, რომელიც თითქოსდა პატიმრობაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება.

 

ცოლ-ქმარი ამბობს, რომ მათ არ იციან ვინ შეიძლება იყოს ამ შანტაჟის და გამოძალვის უკან. მიმოწერაში ჩანს, რომ ცოლ-ქმარი ცდილობს გაიგოს, რატომ ითხოვს თანხას. გამომძალველი ახსნებს სიტყვას „ვალი“, თუმცა, არ უმხელს ვინაობას.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიების დასაწყებად საჭიროა მხარემ მიმართოს შესაბამის განყოფილებას. „კონფიდენციალობა იქნება დაცული“, – აცხადებენ უწყებაში.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: