შსს: ბათუმში არასრულწლოვანებმა ოთხი ობიექტი გაქურდეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ოთხი სავაჭრო ცენტრი გაქურდეს. „გამოვლენილია რამდენიმე არასრულწლოვანი“, – ამბობენ სამინისტროს პრესსამსახურში. ოფიციალური ინფორმაციით, ქურდობის შესახებ შეტყობინება დღეს 23 ივლისს შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

პატიმრობა ფრანგულ შადრევანთან ტურისტების ავტომანქანის გაქურდვისთვის

წინასწარი პატიმრობა ქურდობისთვის მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა ორ ბრალდებულს შეუფარდა. მათ ჯგუფურად ბათუმში მყოფი სომეხი ტურისტების გაქურდვა ედებათ ბრალად. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ბათუმში, ფრანგული შადრევნის მიმდებარედ, სომხეთის ორმა მოქალაქემ მანქანა გააჩერა და სასეირნოდ წავიდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა მანქანას თავდაპირველად სიგნალიზაცია გაუთიშეს, შემდეგ კი, მანქანის კარი გახსნეს და ჩანთა წაიღეს. ტურისტებს ჩანთაში დაახლოებით 5 ათასი …

მოქალაქე: მოპედი ერთი კვირის წინ მომპარეს, სათვალთვალო კამერის ჩანაწერიც კი არ ამოუღიათ

„რამდენიმე დღის წინ ტაბიძის ქუჩაზე დღისით მოიპარეს ჰონდას მარკის მოპედი. შსს-ში გვეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ამდენი ხანი რით ვერ გამოიძიეს?“ – ეს „ფეისბუქში“ ერთ-ერთმა მკითხველმა მოგვწერა. მოპედი გიგა დავითაძეს ეკუთვნოდა. ამბობს, რომ შესვენებაზე სახლში მისულმა, მოპედი გარეთ დატოვა. „რომ გამოვედი, ეზოს ბავშვებმა მითხრეს, შენი მოპედი ორმა ბიჭმა წაიყვანა ახლა, ვერაფერი ვერ ვუთხარითო,“ – გვიყვება …

ერთი ბოთლი კონიაკის ქურდობის ამბავი, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

დავით ა.-ს და სვეტლანა ვ.-ს ჯგუფურ ქურდობას ედავება გამოძიება. წინასასამართლო სხდომა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დღეს, 27 ივნისს, ჩაატარა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ხულოს ქუჩაზე მდებარე ალკოჰოლური სასმელების მაღაზიიდან პირველი აპრილის ღამეს ერთი ბოთლი კონიაკი მოიპარეს. იმავე ღამით გორგილაძის ქუჩაზე მდებარე აფთიაქიდან ბრალდებულებმა სახის კრემი და ჰიგიენური ნივთები მოიპარეს. პროკურორ ზურაბ კონცელიძის თქმით, კონიაკი დაახლოებით 40 ლარი …

თამარ კორძაია ქურდობის გაზრდილ მაჩვენებელზე: ხელისუფლება გზებს არ უკეტავს ქურდებს

ქურდობის მაჩვენებელი იზრდება, მცირდება – დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი. ბოლო მონაცემებით, 2017 წელთან შედარებით ქურდობის შემთხვევები 65 პროცენტით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციით, წელს აჭარაში, პირველ სამ თვეში, ქურდობის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა. რა უწყობს ხელს ქურდობის ფაქტების ზრდას და რა ჩანს ჩინოვნიკების კომენტარებიდან, როცა ისინი კრიმინალის გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობენ? – „ბათუმელები“  „რესპუბლიკური პარტიის“ …

ქურდობის მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, აჭარაში სამჯერ გაიზარდა

413 ქურდობის შემთხვევა აჭარაში 2018 წლის პირველ სამ თვეში დაფიქსირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქურდობის 142 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქურდობის მაჩვენებელი აჭარაში სამჯერ არის გაზრდილი პირველი სამი თვის მდგომარეობით და გასულ წელთან შედარებით. ქურდობის მუხლით არსებული სტატისტიკური მონაცემები „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოაწოდა. ამ უწყებას ასევე ვთხოვეთ ინფორმაციის მოწოდება …

სექსუალური კონტაქტი 12 წლის გოგოსთან, ჩვილის ცხედარი – რა დაადგინა გამოძიებამ

სექსუალური კონტაქტი 12 წლის გოგოსთან, ახალშობილის ცხედარი პლაჟზე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ახალშობილი ხელვაჩაურში, ქურდობა დღისით თვითმხილველების თვალწინ – „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა დაადგინა გამოძიებამ ამ და სხვა გახმაურებულ საქმეებზე, რაც ბოლო პერიოდში აჭარის რეგიონში მოხდა. სექსუალური კონტაქტი 12 წლის გოგოსთან – შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ დასახლებაში, თებერვალში დაფიქსირდა. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით …

ბრალდებულმა მოსამართლეს სთხოვა, რომ პატიმრობიდან ნუ გაათავისუფლებს და ციხეში დატოვოს

ელექტროსადენების ქურდობას გამოძიება 58 წლის ბადრი ქ.-ს ედავება. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მან დღეს წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების ნაცვლად ციხეში დატოვება სთხოვა მოსამართლეს. „რატომ გინდათ იქ დარჩენა?“ – დაინტერესდა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე. „იქ რომ შემიყვანეს, ადამიანს არ ვგავდი… ერთი თვე ქუჩაში ვცხოვრობდი. მათხოვრობა ვერ შევძელი…“ – თქვა ბრალდებულმა. გამოძიების ვერსიით, ბადრი ქ.-მ გორგილაძის ქუჩის დასაწყისში მშენებარე კომერციული …

დღისით, თვითმხილველების თვალწინ, იტალიური ეზოს ბინიდან ფული მოიპარეს

ლერმონტოვის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში დღისით, რამდენიმე თვითმხილველის თვალწინ, საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. ახალგაზრდა კაცი პირველ სართულზე ნანა ბ.-ს ღიად დატოვებულ ფანჯარაში გადაძვრა და იქედან საფულე წაიღო. საფულეში დაახლოებით 520 ლარი იყო. “მეზობლებმა დამირეკეს, გადმოხტა შენი ფანჯრიდან ვიღაც და გაიქცაო… ისინი ეზოში ისხდნენ, როცა ქურდი მოვიდა, ჯერ კარი მოსინჯა და დაკეტილი რომ დახვდა, ბინაში ფანჯრიდან გადაძვრა. მეზობლებმა …

ბათუმში სახაჭაპურე გაქურდეს – მოპარულია 400 ლარი და ოთხი ბოთლი გამაგრილებელი წვენი

შემთხვევა 25 აპრილის ღამეს მოხდა. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე არსებულ სახაჭაპურეში, კარებზე მინა მოხსნეს და ისე შეაღწიეს. გატანილია 400 ლარი, რომელიც საცხობში ხურდა ფულის სახით იყო დატოვებული და ასევე ოთხი ბოთლი გამაგრილებელი სასმელი. საცხობის მფლობელის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ის გაქურდეს. ამბობენ, რომ პოლიციას მიმართეს და გამოძიებაც დაიწყო. საცხობის მიმდებარედ არის სასტუმრო და სხვა …

ბათუმში სავალუტო ჯიხური გაქურდეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, ბათუმში, თბილისის მოედანზე ერთ-ერთი სავალუტო ჯიხური გაქურდეს. დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სსკ-ის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის საქმე – პროკურატურას სასამართლოში მოწმე ვერ მიჰყავს

სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას პროკურატურა ორ ახალგაზრდა ბიჭს ედავება. ბრალდებულები სასამართლო პროცესს არ ესწრებიან. პროცესზე პროკურატურამ ვერც მოწმე წარმოადგინა. საქმეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს. „თიბისი ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გასულ წელს გაქურდეს ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის დასაწყისში. აპარატიდან დაახლოებით 2 ათასი ლარის გატანა კონკრეტულმა პირებმა ღამის საათებში ისე მოახერხეს, რომ სამართალდამცველებს ამის შესახებ არ გაუგიათ. …

ქობულეთში ერთი სილამაზის სალონი გაქურდეს, მეორე – გაძარცვეს

ქობულეთში ერთი სილამაზის სალონი გაქურდეს, მეორე – გაძარცვეს. შემთხვევა 5 აპრილს, დღისით მოხდა. უცნობია, კონკრეტულად, რა წაიღეს სილამაზის სალონიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობა) და 178-ე (ძარცვა) მუხლების შესაბამისად. ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

 სახლში შესაღწევად ქურდმა სახლის კარი ჩამოხსნა – ქობულეთი

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათის გზაზე, მჟავანაძეების ოჯახი გაქურდეს. სახლში შესასვლელად ქურდმა სახლზე ცენტრალური კარი ჩამოხსნა. ოჯახი ჩამოხსნილ კარს ახლა უკვე სხვა დანიშნულებით იყენებს – ეს კარი ეზოს ღობის ნაწილია. უსაფრთხოების მიზნით კი, სახლს უფრო მძიმე რკინის კარი შეაბეს. ოჯახის წევრების თქმით, სახლის გაქურდვის დროს ზრდასრულებს და ბავშვებს ეძინათ, შესაბამისად, კარის ჩამოხსნის თუ უცხო პირის სახლში შეღწევის …

ქურდობა ქობულეთში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში დღეს, 10 მარტს, გამთენიისას, ადგილობრივების ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან კომპიუტერი მოიპარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება.

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში ბანკი გაქურდეს – წაღებულია პრინტერი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქობულეთში, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. „ორშაბათს დილით ვნახეთ, რომ ბანკის ფანჯარა ჩამტვრეული იყო. როგორც ვიცი, წაღებულია ელექტროღუმელი და პრინტერი. ფული არ არის წაღებული,“ – გვითხრა ქობულეთის მერის რწმუნებულმა სოფელ ქობულეთში, სულხან შავიშვილმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბანკიდან მხოლოდ პრინტერი და ელექტროღუმელია წაღებული, ადასტურებს. დაწყებულია …

ბათუმში, „მაგნოლიაში“, რამდენიმე ბინა გაქურდეს

გუშინ, ღამით, ხიმშიაშვილის ქუჩაზე. ე.წ. კორპუს „მაგნოლიაში“ რამდენიმე ბინა გაქურდეს. ერთ-ერთი დაზარალებულის ინფორმაციით, ბინებში, სავარაუდოდ, აივნებიდან შეაღწიეს, რადგან რამდენიმე მესაკუთრეს ბინა შიდა მხრიდან დაკეტილი დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

რა გაირკვა თითის ანაბეჭდებით – ქურდობაში ბრალდებულების საქმე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა ქურდობაში ბრალდებულები – გელოდი მესხიძე და ნიკა მიქანაძე. მოსამართლემ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შემთხვევა გასული წლის ივლისში მოხდა, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, სახლის შესასვლელი კარი ღიად იყო დატოვებული. ორმა ახლგაზრდა ბიჭმა საათი და საფულე 350 ლართან ერთად წაიღეს. …

ტუალეტის კაბინაში გადამალული 13 ათასი დოლარი

თურქეთის ორ მოქალაქეს დიდი ოდენობით ფულის ქურდობისთვის მოსამართლე ირაკლი შავაძემ 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოპარული ფული მსჯავრდებულებს ბათუმში, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის ტუალეტში ჰქონდათ გადამალული. დაზარალებული ასევე თურქეთის მოქალაქეა, რომელიც ბათუმში ცხოვრობს და ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესშია ჩართული. მსჯავრდებული ქალი და კაცი კი, მისი მეგობრები იყვნენ. დაზარალებულმა მოსამართლეს მოუყვა, რომ მეგობრები თურქეთიდან ესტუმრნენ რამდენიმე დღით. ფულის …

მოქალაქე: წუხელ, სავარაუდოდ, სამი ოჯახი გაგვქურდეს

როგორც „ბათუმელებს“ ერთ-ერთი დაზარალებული ოჯახიდან აცნობეს, წუხელ, 23 მარტს, ბათუმში, გოდერძი ჩოხელის ჩიხში, სავარაუდოდ სამი ოჯახი გაქურდეს. სახლის გაქურდვის ფაქტი ასევე დაფიქსირდა ჭავჭავაძის ქუჩაზე. „ჩვენი სახლიდან წაღებულია კომპიუტერები და სხვა აპარატურა. თანხაც. ხალხი გარეთაა და ამბობენ, რომ მეზობლებთანაც იგივე მდგომარეობაა. მგონი სამ სახლში მაინც არის ქურდი შესული. პოლიცია გამოვიძახეთ. ალბათ გაარკვევენ ზუსტად რამდენი სახლია გაქურდული“, – …

მანქანის გატაცების საქმე ბათუმის სასამართლოში

ავტომანქანის ქურდობას გამოძიება ნუკრი ფ.-ს ედავება. საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. დღეს, 21 დეკემბერს მოსამართლემ იმ გამომძიებლის ჩვენება მოისმინა, ვინც ბრალდებული გაჩხრიკა და დააკავა. ავტომანქანის გატაცების შემთხვევა ბათუმში მიმდინარე წლის აპრილში მოხდა. გამოძიების ვერსიით, პოლიციამ მანქანის მძღოლი გატაცებიდან რამდენიმე წუთში, სვიშევკის ქუჩაზე დააკავა. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს. მისი მტკიცებით, ავტომანქანა მეგობარმა ათხოვა, ვის დედასაც …

გამამართლებელი განაჩენი ქურდობის საქმეზე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა ალექსანდრე ფანცულაია. მას ქურდობაში ედებოდა ბრალი და მიმდინარე წლის სექტემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. გამოძიება ბრალდებულს არაერთგზის ქურდობას და სხვის საცხოვრებელ ბინაში უკანონო შეღწევას ედავებოდა. გამოძიების ვერსიით, ალექსანდრე ივლისში ახლო ნათესავის ბინაში შევიდა და ლეპტოპი მიისაკუთრა. “გამოძიების ეტაპზე მთავარმა მოწმემ გამომძიებელს უთხრა, რომ …

ბათუმში ლიფტებიდან ფული მოიპარეს

მოქალაქეების ინფორმაციით, 14 მაისს, ღამით, შერიფ ხიმშიაშვილის პირველ ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ოთხი ლიფტის სალაროებიდან ფული მოიპარეს. „წუხელ ღამით ოთხი ლიფტი გატეხეს. ლიფტის ფული ამოიღეს და ლიფტი აღარ იმუშავებს. პოლიციაც გამოვიძახეთ და ვნახოთ“, – ამბობს კორპუსში მცხოვრები თამუნა კაკაბაძე. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც  გულისხმობს  სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით …

რაულ თავართქილაძე: აჭარაში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები მოქმედებენ

31 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რაულ თავართქილაძემ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით აჭარის რეგიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაქურდული იქნება 25-მდე საცხოვრებელი სახლი და ავტომანქანა. რაულ თავართქილაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუშინ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენდიდში დაფიქსირდა ოთხი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს პრესსამსახურმა “ბათუმელებს” უთხრა, რომ ქედის მუნიციპალიტეტში ქურდობის თაობაზე დაფიქსირდა მხოლოდ ორი შეტყობინება და …

Exit mobile version