ბათუმში Covid19-ით დღეს გარდაცვლილი კაცის ცოლიც კორონავირუსით გარდაიცვალა აპრილში

ბათუმში 81 წლის კაცს, რომელიც დღეს, 11 მაისს, კორონავირუსით გარდაიცვალა კლინიკა „მედალფაში“, თანმხლები დაავადებები ჰქონდა, მათ შორის, გადატანილი ჰქონდა ინსულტი. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, კორონავირუსითაა გარდაცვლილი მისი ცოლიც, 71 წლის ქალი. იგი კოვიდინფიცირებული პირველი პაციენტი იყო, რომელიც ბათუმში 18 აპრილს გარდაიცვალა. ქალს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, მათ შორის: შაქრიანი დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადება. ცოლ-ქმარი ე.წ. …

ქობულეთის სოფლებში ყველა პირის იზოლაციის პერიოდი დასრულდა – Covid19

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე აჭარაში 5 500-ზე მეტი ტესტი ჩატარდა Covid-19-ის გამოსავლენად, მათ შორის გამოკვლეული იქნა 1400-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი. „1400-ზე მეტი სამედიცინო პირია გამოკვლეული აჭარაში, მათგან ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. ისინი 14 დღეში ერთხელ დაექვემდებარებიან ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. სავალდებულო …

აჭარაში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარაში Covid-19-ის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. აღებული 210 ანალიზიდან ერთს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, შემთხვევა უკავშირდება ქობულეთის კლასტერს და პირი იზოლაციაში იმყოფებოდა. ინფიცირებული 60 წლამდე ასაკის ქალია. „მას აქვს მინიმალური კლინიკური ნიშნები“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. ქობულეთის კლასტერს უკვე 36 შემთხვევა უკავშირდება, მათგან 5 პირი განიკურნა და მათ კლინიკა …

როდის გაიხსნება ქობულეთის სოფლები? – აქ პირველი ინფიცრებული დედა-შვილი გამოჯანმრთელდა

„ბოლო გამოვლენილი შემთხვევიდან მინიმუმ ორი საინკუბაციო პერიოდი უნდა გავიდეს, ანუ 28 დღე. საბოლოო გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს,“ – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე. მას ქობულეთის ოთხ სოფელში საკარანტინო რეჟიმის დასრულების ვადის შესახებ ვკითხეთ. Coivid 19-ის ბოლო შემთხვევა ქობულეთში დღეს, 24 აპრილს დაფიქსირდა. ქობულეთის კლასტერი უკავშირდება პაციენტს, 54 წლის ქალს, რომლის ინფიცირების წყარო …

კიდევ ერთი ინფიცირებული ქობულეთის კლასტერიდან – სულ 34

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის კლასტერიდან კიდევ ერთი ინფიცირებული გამოვლინდა. მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დაავადებული პირი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. აღნიშნული პირი გადაყვანილია კლინიკა „მედალფაში“, ოჯახის წევრები კი – საკარანტინე სივრცეში. „დაავადებული პირი არის ქალი და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მსუბუქია. დღის განმავლობაში მოხდება ყველა კონტაქტის მოკვლევა. ჩივილები დაეწყო გუშინ ღამით, როცა იყო თვითიზოლაციის …

ქობულეთში თერმოსკრინინგი 11 ათას ადამიანს ჩაუტარდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი 11 100-ზე  მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა ქობულეთის კლასტერის გამო. ამ კლასტერში, ბოლო მონაცემებით, 32 პირია ინფიცირებული ახალი კორონავირუსით. ბოლო მონაცემებით, თერმოსკრინინგის შედეგად გამოიკვეთა 25 საყურადღებო შემთხვევა, თუმცა 17 აპრილის მდგომარეობით, ამ შემთხვევებიდან ლაბორატორიულად არცერთს არ დაუდასტურდა Covid-19 – ამის შესახებ დღეს, 18 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, …

ინფიცირებულია 6 წლის ბავშვი – კიდევ ერთი შემთხვევა ქობულეთის კლასტერში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია 6 წლის ბავშვი, რომლის ოჯახის ორ წევრს, დედასა და ძმას აქამდე უკვე დაუდასტურდათ კორონავირუსი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით აჭარაში ქობულეთის კლასტერს უკავშირდება ინფიცირების უკვე 32 შემთხვევა. მათ შორის არიან ბავშვები. ქობულეთის კლასტერი უკავშირდება პაციენტს, რომლის ინფიცირების …

Covid19-ის 7 ახალი შემთხვევა აჭარაში – ინფიცირებულია მედპერსონალი

აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ორი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ეს ის პირები არიან, რომლებიც ამ კლასტერთან დაკავშირებით საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდნენ – ამის შესახებ 16 აპრილს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა. 5 ინფიცირებული კი სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალია. მინისტრმა არ დააზუსტა, უკავშირდება თუ არა ეს ხუთი შემთხვევაც ქობულეთის კლასტერს, რადგან, მისივე თქმით, ამ დეტალების …

ლეღვადან ბათუმში ჩამოსულ დედა-შვილს Covid-19 დაუდასტურდა 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვადან ბათუმში ჩამოსულ დედას და მის 10-წლამდე შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ქალი ორ ბავშვებთან ერთად გამოვიდა სოფლიდან და ბათუმში მშობლებს სტუმრობდა. ინფექციონისტებმა მათ სახლში მიაკითხეს და დედა შვილებთან ერთად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. Covid-19 ერთ ბავშვს არ დაუდასტურდა. შესაბამისად, ის ბებიასთან და ბაბუასთან ერთად დარჩება თვითიზოლაციაში, მათთან დაკავშირებული 2 პირი კი – კარანტინში. …

ქობულეთის კლასტერში უკვე 29 ინფიცირებულია – ახალი მონაცემები

ქობულეთის კლასტერში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა და 29 ადამიანს შეადგენს  – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა დღეს, 15 აპრილს. დღეს ოთხი ახალი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ნინო ნიჟარაძის თქმით, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით დადგენილია 410 კონტაქტირებული პირი, მათგან 210 პირი გამოკვლეულია. ქობულეთის კლასტერი უკავშირდება პაციენტს, 54 წლის ქალს, რომლის …

თერმოსკრინინგი 3700 პირს ჩაუტარდა, საეჭვოა 17 შემთხვევა – ქობულეთის კლასტერი

„ბოლო ორ დღეში ქობულეთში თერმოსკრინინგი 3700-მდე ადამიანს ჩაუტარდა. გამოვლინდა  17 საეჭვო შემთხვევა. 10 პირისგან აიღეს ნიმუში და ხვალისთვის გვეცოდინება მათი პასუხი,“ – განაცხადა დღეს, 13 აპრილს, ნინო ნიჟარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. 13 აპრილის საღამოს 21:00 საათის მონაცემებით, ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ 25 პირს უკვე დაუდგინდა კორონავირუსი. ინფიცირებულთაგან ორი ბავშვია – ერთი რვა თვის და …

სამინისტრო ქობულეთში ინფიცირებულთა მატებას ვარაუდობს – დადგენილია 350 კონტაქტი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ქობულეთის კლასტერიდან დღეს ჯერჯერობით არ დადასტურებულა ახალი შემთხვევა, თუმცა მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ ამ კლასტერთან დაკავშირებული შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება: „რამდენიმე პაციენტთან მიმართებაში ველოდებით დადასტურებას, იმიტომ, რომ ეს გახლავთ უკვე მეთვალყურეობაზე, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები რამდენიმე ოჯახიდან, მათთან წამოვიდა უკვე რესპირაციული ჩივილები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ შეიძლება …

Exit mobile version