ენმ-მ „ქართულ ოცნებას“ ხელიხელჩაკიდებისკენ მოუწოდა

დღეს, 31 ოქტომბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს წევრებმა 28 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე კომენტარი გააკეთეს. ენმ-ს წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ  გაერთიანების დროა. „ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი დრო დგება, როდესაც ყველამ ერთად, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ერთად უნდა ვაკეთოთ ქვეყნის საქმე. დროა, ძალიან დიდი გაერთიანებისa და ეროვნული შერიგების. როგორც რეიგანი ამბობდა, ვერასდროს გაიმარჯვებს ბოროტება, …

მშობელი ამბობს, რომ საბავშვო ბაღის დირექტორი მას შვილით დაემუქრა, დირექტორი უარყოფს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი ამბობს, რომ მას საბავშვო ბაღის დირექტორი, არჩილ აბაშიძე დაემუქრა. არჩილ აბაშიძე საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატისთვის „ქართული ოცნების“ სახელით მუშაობს, როგორც კოორდინატორი. დირექტორი მუქარას უარყოფს. ბავშვის მშობელი დავით გორგაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ მან არჩილ აბაშიძეს, როგორც არჩევნებში მმართველი პარტიის კოორდინატორს,  საარჩევნოდ დასაქმება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. …

„რჩეული ქობულეთელები იყვნენ სუფრაზე“ – დეპუტატი არჩევნებამდე 5 დღით ადრე გამართულ ვახშამზე

რესტორან „ხალაგრანდში“ 140-კაციანი სამთავრობო სუფრა 6300 ლარი დაჯდა. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გადაიხადა ვახშმის თანხა, რომელსაც საქართველოს პარალმენტის წევრები – ფატი ხალვაში, მუხრან ვახტანგაძე, კობა ნაკაიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ. „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, 22 ოქტომბერს რესტორანში გამართულ სუფრაზე „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივი იყო შეკრებილი, ვახშმის თანხა კი ბიუჯეტიდან გადაიხადეს. „ბათუმელების“ ზარებს არ …

მამუკა მდინარაძე – „არცერთი მათგანი, ვინც უგულავას დღეს გვერდით ედგა, დღეს „ქართული ოცნების“ წევრი არ არის“

„არცერთი მათგანი, ვინც უგულავას დღეს გვერდით ედგა, დღეს „ქართული ოცნების“ წევრი არ არის“ – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ბევრ მათგანს საერთოდ არ ქონია შეხება „ქართულ ოცნებასთან“. „რამდენიმე წუთში მოვახდინეთ თითოეული ამ ადამიანის იდენტიფიცირება. აღმოჩნდა, რომ პარტია ,,ქართული ოცნების” მოქმედი წევრი არც ერთი არ არის! ბევრ მათგანს საერთოდ არ ქონია შეხება …

ყოფილი გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები დასაქმების მოლოდინში

საჯარო სამსახურებში ხელფასის დანამატით შევსებისა და დამატებით პრემიების გაცემის აუცილებლობაზე საუბრისას, მუნიციპალიტეტების ყოფილი ხელმძღვანელი პირები ამტკიცებდნენ, რომ მაღალი ანაზღაურების არქონის შემთხვევაში  პროფესიონალები, გამოცდილი კადრები საჯარო სამსახურებიდან წავიდოდნენ. მაშინ ისინი შიშობდნენ, რომ დაბალი ხელფასი გამოიწვევდა მათი თანამშრომლების კერძო სექტორში გადინებას, სადაც, როგორც მათ მიაჩნდათ, მაღალი ხელფასებია. მიუხედავად ასეთი თვითშეფასებისა, ყოფილი მერები, გამგებლები და საკრებულოების თავმჯდომარეები, რომლებიც …

ბათუმის საკრებულოში ახალი ფრაქცია – „ერთმანეთის გასაძლიერებლად“ იქმნება

დღეს, 26 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ ახალ ფრაქციას ქმნის. ფრაქციის თავმჯდომარე იქნება ნატალია ძიძიგური. ფრაქციაში კიდევ ორი წევრი იქნება – ნერიმან ცინცაძე და მუხამედ ართმელაძე. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს საკრებულოში, მირდატ ქამადაძეს მიაჩნია, რომ ეს არის „ფორმალურად შექმნილი“ ფრაქცია. ნატალია ძიძიგური კი ამბობს, რომ ახალი ფრაქცია „მხოლოდ ერთმანეთის გასაძლიერებლად …

რა გვერდითი ეფექტი ექნება პრემიერის საჯარო გინებას

როგორ უნდა შეამციროს ხელისუფლებამ მოზარდებში ძალადობისა და აგრესიის მაჩვენებელი იმ ფონზე, როცა უმაღლესი თანამდებობის პირი და ქვეყნის მმართველი პოლიტიკური გუნდი აგრესიას „ღირსების“ სახელით ამართლებს? როგორია ხელისუფლების მესიჯები და რა გამოწვევების წინაშე დგას ახალი თაობა? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე საუბრობს. ანა, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, პოლიტიკურ ოპონენტს  კამათის დროს შეაგინა. …

რატომ არ უძღვნის ბრიფინგებს ლადო მგალობლიშვილი ასლან აბაშიძეს

რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლამდე გაწეულ სარესტორნო ხარჯებზე ისაუბროს ახლა და არა, მაგალითად, ასლან აბაშიძის ხელისუფლებაზე? – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ უმაღლესი საბჭოს წევრ ლადო მგალობლიშვილის მის მიერვე მოწვეული ბრიფინგის დასრულების შემდეგ დაუსვა. დეპუტატმა ბრიფინგი გამართა იმაზე, თუ რამდენად მეტს ხარჯავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ენმ [2003-2012 წლები], ვიდრე დღეს ხარჯავს „ქართული ოცნება“. „მაგ ლოგიკით უნდა …

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ სულიკო თებიძე აირჩიეს

დღეს 20 ნოემბერს, ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე, სხდომა საკრებულოს უხუცესმა წევრმა ანზორ დევაძემ გახსნა. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა იყო დასახელებული. „ქართულმა ოცნებამ“ სულიკო თებიძის კანდიდატურა დაასახელა. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ მიიღო საკრებულოს ოპოზიციამ. სულიკო თებიძე „ქართულმა ოცნებამ“ თავმჯდომარედ  19 ხმით აირჩია.  მან თავმჯდომარის მოადგილეების პოსტზე, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლაშა …

საკრებულოს წევრობის იმამი კანდიდატები

ხულოში საკრებულოს წევრობას მუსლიმი სასულიერო პირები აპირებენ. სოფელ ხიხაძირში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ გაბაიძეა. იგი სოფელ ოშანახევის იმამია. სოფელ დანისპარაულში კი, საკრებულოს წევრობას ასევე სასულიერო პირი – ამირან პაპიძე აპირებს. ის „ევროპულმა საქართველომ“ დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატად. ხულოს მუფთის, ასლან აბაშიძის თქმით, ორივე მათგანი იმამია ხულოს სხვადასხვა სოფელში. „ამირან პაპიძე ემსახურება რელიგიას. ის მოლა და …

როდის იქნება ბედნიერი ქობულეთის მერობის კანდიდატი მირიან ქათამაძე

ქობულეთის მერობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“ მირიან ქათამაძეს ამ დრომდე არ მოუსმენია კომპეტენტური მოსაზრება მრავალწლოვანი ხეების გადარგვის გამო ციხისძირის ეკოსისტემის დაზიანების თუ მოსალოდნელი შედეგების შესახებ. არც იმ სამშენებლო პროექტების შესახებ აქვს ინფორმაცია, რომელთა პარამეტრები დადგენილ რეგულაციებს გასცდა – კიდევ რა არ იცის ან იცის მერობის კანდიდატმა, რომელიც ამბობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ქობულეთში ტურიზმის ბუმს შექმნის? – …

გადადგება თუ არა ლაშა კომახიძე თუ ვერ შეასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს? 

ურბანული განვითარების კუთხით, აიღებთ თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თქვენს წინასაარჩევნო დაპირებებზე და თუ ვერ შეასრულებთ, დატოვებთ თუ არა თანამდებობას? – ეს კითხვა „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატს ლაშა კომახიძეს, დღეს 9 ოქტომბერს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ შეხვედრაზე დაუსვეს. ლაშა კომახიძემ კითხვას ასე უპასუხა. „კი ბატონო, არ უნდა შენდებოდეს სახლი, რომელიც შეჭამს ტროტუარს, არ უნდა შენდებოდეს …

ენმ: ზეწოლის გამო 18-მა წევრმა საარჩევნო კომისიიდან წასვლაზე განცხადება დაწერა

„ნაციონალური მოძრაობის“  სიის პირველი ნომერი,  ბათუმის საკრებულოს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, მირდატ ქამადაძე, დღეს, 9 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ მმართველი პარტია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლას ახდენს, რის გამოც სხვადასხვა უბნებზე 18-მა კომისიის წევრმა, კომისიიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ქამადაძის თქმით, 18-ივე კომისიის წევრი წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის, ან ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს. „კომისიის წევრებს მმართველი …

რა შეუთვალა ხელვაჩაურში „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ნაციონალებს

ხელვაჩაურში სამწლიანი გამგებლობით ნადიმ ვარშანიძე კმაყოფილია. კონკრეტულ პრობლემებზე და გასული წინასაარჩევნო დაპირებების შეხსენების დროს, აუცილებლად ახსენებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმას, რომ „ყველაფერს დრო სჭირდება“ და „ოაზისში არ ვცხოვრობთ“… ნადიმ ვარშანიძეს ამჯერად ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეობა სურს. ის „ქართულმა ოცნებამ“ ხელვაჩაურის პარიტული სიის პირველ ნომრად დაასახელა, თუმცა სამომავლო გეგმებზე ის ჯერ არ საუბრობს. ბატონო ნადიმ, 2014 წლიდან …

„ოცნების“ პოლიციელი კანდიდატი „უმუშევართა რიგებიდან ადამიანების გამოხშირვაზე“

სანამ „ქართული ოცნება“ შუახევის 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატად წარადგენდა, ფრიდონ ფუტკარაძე შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. ძალოვან უწყებაში  ფრიდონ ფუტკარაძე 2004 წლიდან მუშაობს. რას ჰპირდება ყოფილი პოლიციელი შუახეველ ამომრჩეველს და რატომ გადაწყვიტა შსს-დან თვითმმართველობაში გადანაცვლება? მერობის კანდიდატი „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს. ბატონო ფრიდონ, 14 წელია პოლიციაში მუშაობთ და რატომ გადაწყვიტეთ თვითმმართველობაში …

მერია „იაფი სახლის“ კრიტერიუმების შესახებ პროექტს არ ასაჯაროებს

მზად არის, მაგრამ არ არის მზად – დაახლოებით ასე ჟღერს ბათუმის მერიის პასუხი ე.წ. იაფი სახლის კრიტერიუმების პროექტთან დაკავშირებით. მერიამ „ბათუმელებს“  ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ის „არაკონკრეტულია“, „დასამუშავებელია“, „პროექტის სახე აქვს“, „საკრებულოს არ დაუმტკიცებია“ და მასში შეიძლება ჯერ კიდევ შეიტანონ ცვლილებები. ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „მ“ ქვეთავი, რომელზეც მერიამ მიუთითა, …

ქართული ოცნების სიის ათეული ქედაში

,,ქართულმა ოცნებამ“ ქედის საკრებულოს პროპორციული სია დასარეგისტრირებლად ოლქში წარადგინა. ქედის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, ალი ნაკაშიძის ინფორმაციით, სიის ათეული  ასეა წარმოდგენილი:   1. ამირან ცინცაძე – პარტია ქართული ოცნების ქედის ორგანიზაციის თავმჯდომარე და მოქმედის ქედის საკრებულოს თავმჯდომარე 2. რომან დავითაძე, ქედის საკრებულოს წევრი, ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე 3. მზია ბოლქვაძე 4. რეზო თურმანიძე – საკრებულოს მოქმედი …

„ქართული ოცნების“ დროშიანი პირველკლასელების მშობლები იმავე სკოლაში მუშაობენ

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საბაზო სკოლაში წელს სულ სამი პირველკლასელი ჰყავთ. ამ ბავშვების პედაგოგმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა ფოტოები, სადაც ბავშვები მერხთან „ქართული ოცნების“ დროშებით სხედან. „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ სამიდან ორი ბავშვის მშობელი სხეფის სკოლაში მუშაობს. მალხაზ დავითაძე ერთ-ერთი პირველკლასელის მშობელია. ამბობს, რომ ბავშვს სახელისუფლო პარტიის  დროშა სკოლაში სახლიდან არ მიუტანია. მალხაზი სხეფის საბაზო სკოლაში …

პრემიერმა ბათუმში არც მაჟორიტარები დაასახელა და არც სია წარადგინა

დღეს ბათუმში საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ამომრჩეველს მხოლოდ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები წარუდგინა. პრემიერს  მაჟორიტარები არ დაუსახელებია, უცნობია ასევე „ოცნების“ პროპორციული სია ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში. პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ბათუმისა და მუნიციპალიტეტების სია ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, რის გამოც მას ვერ წარადგენენ. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პარტიაში ჯერჯერობით ვერც სიაზე შეთანხმდნენ და ვერც …

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ხელვაჩაურში ჯუმბერ ვარდმანიძე იქნება

„ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი [თვითმმართველობის კოდექსის ბოლოს წინა ვერსიით გამგებელი -ავტ] ამავე მუნიციპალიტეტის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯუმბერ ვარდმანიძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჯუმბერ ვარდმანიძემ დაგვიდასტურა. ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია 2014 წლიდან, 2014 წლის 23 ივლისიდან კი ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. 2012 წლიდან დღემდე ჯუმბერ ვარდმანიძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო …

„ქართული ოცნების“ ქალი კანდიდატები ბათუმის საარჩევნო სიაში

„ქართული ოცნებიდან“ ორი ქალი კანდიდატი იბრძოლებს საკრებულოს წევრობისთვის – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ექიმი ნერიმან ცინცაძე და ბათუმის საკრებულოს წევრი, ნატალია ზოიძე. ორივე მათგანმა „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ საკრებულოს წევრობა სურთ „ქართული ოცნებიდან“. „საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შეთავაზება მივიღე და დავთანხმდი,“ – გვითხრა ნერიმან ცინცაძემ. მან მოუცლელობის მიზეზით არ გვიპასუხა კითხვებზე, პარტიული სიაში რომელი …

ლაშა კომახიძე – ბათუმის მერობის კანდიდატი

ბათუმისა და ბათუმის უბნებისთვის ფუნქციების მინიჭება, ბევრი ინოვაციური პროექტი, ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ამ პროცესებში თითოეული მოქალაქის ჩართულობა – ერთ-ერთი მთავარია ლაშა კომახიძისთვის. იგი „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატია. ბავშვობა ძველ ბათუმში, დღევანდელი თავისუფლების მოედნის (ყოფილი ლენინის მოედანი) მიმდებარე ტერიტორიაზე გაატარა. სიყვარულისა და მეგობრობის ქალაქში ბავშვობის დროინდელ მრავალეთნიკურ ბათუმურ ეზოებს ღიმილით იხსენებს და ამბობს, რომ საკმაოდ გვიან …

დეპუტატი, რომელიც გერმანიაში ცხოვრების დროს პრემიას იღებდა, „ოცნების“ მეორე ნომერია

ბათუმის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი მიქელაძე 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ისევ გეგმავს, ამის შესახებ მან „ბათუმელებს“ თავად დაუდასტურა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის ბათუმში „ქართული ოცნების“ პროპორციული  სიის მეორე ნომერი იქნება, რაზეც თავად ირაკლი მიქელაძე ამბობს: „… ამაზე გუნდი მუშაობს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩევამდე ირაკლი მიქელაძე „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე …

ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ლაშა კომახიძე იქნება

„დაველოდოთ მოვლენებს“ – ასე უპასუხა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლაშა კომახიძემ „ბათუმელების“ შეკითხვას ბათუმის მერობის კანდიდატობაზე. მინისტრმა გვითხრა, რომ მერობის კანდიდატის ოფიციალურ დასახელებამდე არ არის ბევრი დრო დარჩენილი და „მერე ყველა ყველაფერს გაიგებს“. მერობის კანდიდატის ვინაობას არ ამხელენ პარტია „ქართულ ოცნებაში“. პარტიის პრესსამსახურმა გვითხრა, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება კანდიდატების წარდგენა და ამ დღეს უნდა დაველოდოთ. …

არჩილ ხაბაძე და სვეტლანა კუდბა პარლამენტარები გახდებიან

კანდიდატების სიაში, რომლებიც წინასწარი მონაცემების მიხედვით გახდებიან პარლამენტის წევრები, არიან აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და უმაღლესი საბჭოს წევრი სვეტლანა კუდბა. არჩილ ხაბაძე „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პარტიულ სიაში 21-ე ნომრადაა შეყვანილი, ხოლო სვეტლანა კუდბა ამავე სიაში 38-ე ნომრად. ცესკოს წინასწარი მონაცემებით ამჟამად დათვლილია უბნების 82.55 %, რომლის მიხედვითაც პარლამენტში 2 პარტია ხვდება, თუმცა …

ფატი ხალვაში: საპარლამენტო ტრიბუნის წარამარა გამოყენება პოპულიზმია

საქართველოს ამ მოწვევის პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი ფატი ხალვაში საკანონმდებლო ორგანოში მეორე ვადით მოსახვედრად იბრძვის. ის ამჯერადაც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, ოღონდ არა ქობულეთში. ამჯერად ის ამომრჩევლის გულის მოგებას ბათუმის #68-ე საარჩევნო ოლქში ცდილობს. ისევ პარლამეტში მოასახვედრად იბრძვით, ამჯერად სხვა ოლქიდან, რა გეგმები გაქვთ, შეგიძლიათ მითხრათ კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლის განხორციელებასაც გეგმავთ? ამჟამად ვარ დეპუტატი საქართველოს პარლამენტის …

„ოცნების“ კანდიდატი „ნაციონალებზე“: როგორც მიპოვეს, ისე დამკარგეს

ანზორ ბოლქვაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატია ხულო-შუახევი-ქედის [მახუნცეთის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის გამოკლებით] 73-ე მაჟორიტარულ ოლქში. ის აქამდეც იყო ორი მოწვევის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში. ორივეჯერ დეპუტატად არჩეული იქნა, როგორც „ნაციონალურ მოძრაობის“ მაჟორიტარი. თუმცა, ბოლო მოწვევის პარლამენტში მან „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატი დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. ბატონო ანზორ, რა გააკეთეთ ისეთი, რომ ახლანდელმა მმართველმა პარტიამაც თქვენზე შეაჩერა არჩევანი? ყოველთვის მქონდა …

ნუკრი ბეჟანიძე: შეიძლება მე ბარიკადებზე არ ვიდექი, მაგრამ ყოველთვის ვმონაწილეობდი

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი  69-ე ოლქში – ნუკრი (ლევან) ბეჟანიძეა.  ნუკრი ბეჟანიძე პროფესიით მეან-გინეკოლოგია და ბოლო დრომდე ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორად მუშაობდა. კარდაკარს თუ ატარებთ და რა მოთხოვნები აქვს ამომრჩეველს? ძირითადი წუხილი ამომრჩევლის არის სამუშაო ადგილები. აღარ არის ის კითხვები, რომ პრობლემა აქვთ ჯანდაცვაზე. ისეთი პრობლემებია, რომლებიც მოგვარებადია. ჩვენს პროგრამაში გაწერილია – …

მუხრან ვახტანგაძის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნეს

დამოუკიდებელი კანდიდატი ზაურ გოგიტიძე, რომელიც ბათუმის 70-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იყრიდა კენჭს, საკუთარ კანდიდატურას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის, მუხრან ვახტანგაძის სასარგებლოდ ხსნის. კანდიდატურის მოხსნის შემდეგ ზაურ გოგიტიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრი გახდა. ჟურნალისტების კითხვაზე,  დათმო თუ არა არჩევნები „ქართული ოცნების“  წევრობის სანაცვლოდ? ზაურ გოგიტიძე ამბობს: „ამ ეტაპზე მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ერთადერთი ძალა არის „ქართული …

მაჟორიტარი კანდიდატი: ქობულეთს უნდა ჰყავდეს თავისი არჩეული მერი

გიორგი რომანაძე ქობულეთის 71-ე სარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში, პარტიიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. საბანკო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ ის პირდაპირ ქობულეთის გამგებლად დაინიშნა. ამბობს, რომ ეს თანამდებობა მისმა მეგობარმა, არჩილ ხაბაძემ შესთავაზა. 2014 წლიდან  გიორგი რომანაძე აჭარის გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. „გზა ისევ მთავარი პრობლემაა ქობულეთში,“ – ამბობს მმართველი პარტიის კანდიდატი. პოლიტიკური …

მაჟორიტარი კანდიდატი: როგორ ფიქრობთ ახლა, მარტო ერთი კობა ნაკაიძე იმუშავებს ამ გლობალურ პროგრამაზე?

კობა ნაკაიძე ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია პარლამენტში პარტიიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. პროფესიით ექიმია. წლების განმავლობაში ის ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი იყო. არ გამორიცხავს, რომ მასზე არჩევანი მმართველმა პარტიამ მისი პროფესიის გამო გააკეთა. სხვა კანდიდატების მსგავსად, ისიც პირველი რიგის ამოცანად ქობულეთისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებას ასახელებს. 2012 წელს ფატი ხალვაშის წინასაარჩევნო შტაბის …

ვინ არის “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში ათეულის შემდეგ

პარტია “ქართული ოცნების” უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის მეორე ათეული ასე გამოიყურება. 11. თამაზ სალუქვაძე – ბათუმის მერია, წარმომადგენელი თამარის უბანში 12. ირაკლი მიქელაძე – ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე 13. ნათია თხილაიშვილი – ქობულეთის საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 14. ლევან კინწურაშვილი – ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 15. …

არჩილ ხაბაძე “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაშია

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე “ქართული ოცნების” საპარლამდენტო სიაშია. არჩილ ხაბაძე მმართველი პარტიის პროპორციული სიის 21–ე ნომერია. “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაშია აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი სვეტლანა კუდბაც. ის სამთავრობო პარტიის საარჩევნო სიაში რიგით 38–ეა.

კაკო ძნელაძე: ბევრი საქმე მელოდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში

“მარტო სურვილზე არაა, პარტიაზეა საქმე და რაც ლოგიკურია, იმაზე…” – გვიპასუხა უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნება – თავისუფლების” ხელმძღვანელმა კაკო ძნელაძემ. მას პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაზე ვკითხეთ, რომლის მიღმაც იგი აღმოჩნდა. კაკო ძნელაძის შეფასებით, “სიაში ბევრი ღირსეული ადამიანია” და პარტიის ხელმძღვანელობამ კონსულტაცია მასთანაც გაიარა: “ღირსეულია, მაგალითად, ცოტნე ანანიძე, დავით გაბაიძე, ლადო მგალობლიშვილი… მე ძალიან …

“აჭარის ტელევიზიის” სახეები “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში

“ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ცოტნე ანანიძეა – საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიის და რადიოს” დირექტორის მოადგილე, ასევე პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი. ინფორმაცია “ბათუმელებს” თავად ცოტნე ანანიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, არ იცის სიის რომელი ნომერი იქნება და დეტალებზე საღამოს 6 საათის შემდეგ ისაუბრებს. “თანამშრომლების ნაწილს უკვე დავემშვიდობე. დღეს გავიგე, რომ “ქართული ოცნების” სიაში ვიქნებოდი, …

„ქართული ოცნების“ სიის ათეული აჭარაში

„ქართული ოცნების“ სიის პირველი ათეული აჭარაში ასე გამოიყურება: 1. ნუგზარ სურმანიძე [აჭარის ჯანდაცვის ყოფილ იმინისტრი] 2. დავით გაბაიძე [აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი] 3. ირაკლი ჭეიშვილი [ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე] 4. ცოტნე ანანიძე [აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილე, პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი] 5. დავით თედორაძე [საკრებულოს წევრი, „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი] 6. ვლადიმერ მგალობლიშვილი [აჭარის განათლების მინისტრის …

Exit mobile version