დღეს, 2 სექტემბერს, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა წინასწარ პატიმრობაში დატოვა დავით ბ. და გიორგი შ. მათ პროკურატურა განზრახ მკვლელობის მცდელობას [სსკ-ის 19, 109] ედავება, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას [სსკ-ის 236-ე მუხლი]. საუბარია 2026 წლის 22 ივლისს ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე: ქუჩაში მყოფ 31 წლის კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან 9-ჯერ ესროლეს. დაჭრილი კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმელების“ …
Tag Archives: ფიროსმანის ქუჩა
ფარნავაზისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთება – ქონების გამოსყიდვაში ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარი იხარჯება
ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების პროექტისთვის ბათუმის მერიას კერძო მესაკუთრეებისგან ქონების გამოსასყიდად უკვე გადახდილი აქვს 4,3 მილიონი ლარი. ამავე პროექტის ფარგლებში, მერია დამატებით 572 245 ლარის ღირებულების მიწის გამოსყიდვას გეგმავს, რისთვისაც 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს. ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების სამუშაოები 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით უნდა დამთავრებულიყო, თუმცა ჯერ დაწყებულიც არ …
ახალი გზა „ევრო 2000“-ის ეზოში გაივლის – რატომ ვერ შეერთდა ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩები
ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთებისთვის ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში 1 მილიონ 317 ათას 508 ლარია გათვალისწინებული, თუმცა სამუშაოები არ დაწყებულა. „ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ მიმდინარეობს, ვინაიდან აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით აუცილებელი გახდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან, რადგან საპროექტო ტერიტორიის ნაწილი გადის კერძო საკუთრების ტერიტორიებზე. ვინაიდან მოლაპარაკება წარმოადგენს რთულ პროცესს, მის დასრულებამდე სამუშაოების დაწყება ვერ …
მესაკუთრეს ქონებას ჩამოართმევენ ფარნავაზ მეფე – ფიროსმანის ქუჩების შეერთების გამო – ექსპროპრიაცია ბათუმში
ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების პროექტის განხორციელების მიზნით, სააქციო საზოგადოება „პოლიგრაფისტს“ მიწის ნაკვეთს და მასზე დამაგრებულ შენობას ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ. დოკუმენტებში წერია, რომ მერია და კერძო მესაკუთრე ვერ შეთანხმდნენ. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ფარნავაზ მეფის ქუჩის გაგრძელებას [გრიბოედოვის ქუჩის გადაკვეთით] და მის შეერთებას ფიროსმანის ქუჩასთან, ჯავახიშვილის ქუჩის გადაკვეთით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 …
შეთანხმება ან ექსპროპრიაცია – 6 მილიონი კომპენსაციისთვის ბათუმში ქუჩების გასაგრძელებლად
ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტში 6,4 მილიონი ლარი გაითვალისწინეს იმ კერძო საკუთრების გამოსასყიდად, რომელიც ფარნავაზ მეფისა და ინასარიძის ქუჩების გაგრძელებისთვის, ასევე ადლიისა და კაჩინსკების ქუჩების დასაკავშირებლადაა საჭირო. კერძო მესაკუთრეები მერიასთან თუ ვერ შეთანხმდებიან, მათ საკუთრებას ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ. აღნიშნული სამუშაოები ბათუმის მერიას აქვს დაგეგმილი, რაზედაც ქალაქის საკრებულოც თანახმაა. კერძო საკუთრების გამოსყიდვის შემდეგ, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის …
ფარნავაზ მეფის ქუჩა ფიროსმანამდე გაგრძელდება – ექსპროპრიაციით ან შეთანხმებით მესაკუთრეებთან
ბათუმის მერია ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელებას გეგმავს. მერიის გეგმას ქალაქის საკრებულოც დაეთანხმა. თუმცა გეგმის განსახორციელებლად, საჭირო იქნება ქუჩის გაგრძელების არეალში მოქცეული კერძო საკუთრების გამოსყიდვა. თუ მერია რომელიმე მესაკუთრეს ქონების გამოსყიდვაზე ვერ შეუთანხმდება, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრეს საკუთრებას ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ. შესაბამის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ “საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“-ს მიერ მომზადებულია მოსაწყობი ქუჩის წინასწარი …
რატომ და რამდენი ხნით გადაიკეტა ფიროსმანის ქუჩა ბათუმში
ბათუმში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოფისის მიმდებარედ, ნაწილობრივ გადაიკეტა ფიროსმანის ქუჩა. ამ ადგილიდან, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გადადიან. მოძრაობა შეზღუდულია ასევე ჟიული შარტავას გამზირზე [„კარფურის“ მიმდებარედ]. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ავტომობილების გადაადგილება ფიროსმანისა და შარტავას ქუჩებზე მოძრაობის განტვირთვის მიზნით შეიზღუდა, რაც აბუსერიძის ქუჩაზე [სადაც ასევე შეზღუდულია მოძრაობა] კოლექტორის მშენებლობას უკავშირდება. „რა …
Continue reading “რატომ და რამდენი ხნით გადაიკეტა ფიროსმანის ქუჩა ბათუმში”
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სასპორტო სკოლას დაანგრევენ, აჭარის მთავრობა მიწას ყიდის
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობას და 13 540 კვ/მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის. ქონების გასაყიდი საწყისი ფასი 19 მილიონი ლარია. აუქციონის პირობის მიხედვით, სასპორტო სკოლის შენობის დემონტაჟის უფლება მომავალ მყიდველს აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით ექნება. მყიდველი ვალდებული იქნება აქ მრავალფუნქციური კომპლექსი ააშენოს [რომელიც აუცილებლად მოიცავს არანაკლებ 100-ნომრიან …
რატომ გადაიკეტა ფიროსმანის ქუჩა ბათუმში
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის კვეთასთან, 15 იანვარს გადაკეტეს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქუჩის ეს მონაკვეთი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იქნება გადაკეტილი. „მიმდინარეობს კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები. ეს სამუშაოები გაგრძელდება გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩიდან, ფიროსმანისა და ხახუტაიშვილის ქუჩებით, რესტორან „აჭარულ სახლამდე“. დასრულებას კი ერთი თვე დასჭირდება. მთლიანობაში, ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მეოთხე ფაზა 2020 …
„ორბი ჯგუფი ბათუმის“ მიერ უნებართვოდ დაკავებულ ტერიტორიას სამინისტრო 2 წლით ასხვისებს
ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარედ 3022 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და „ორბი ჯგუფი ბათუმის“ მიერ უნებართვოდაა დაკავებული, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ორი წლით ასხვისებს. საწყისი წლიური სარგებლობის საფასური 157 ათასი ლარია, ბიჯი – 4 ათასი ლარი. სარგებლობის მოქმედების ვადაა 2020 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით. მოიჯარეს წარმოეშვება ვალდებულება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სამინისტროს შეტყობინების …
მერიამ კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე სკვერი გააშენა, სკვერი შეიძლება გააუქმონ
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, შემოსავლების სამსახურის გვერდით არსებული ტროტუარი და მიმდებარე ტერიტორია შემოღობეს. ღობის იქეთ აღმოჩნდა გამწვანებული ადგილიც. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ტერიტორიაზე კერძო კომპანია ავტოპარკინგს და ტროტუარს მოაწყობს, თუმცა გამწვანებული ადგილი ხელშეუხებელი დარჩება. მაშინ რატომ შემოღობა სკვერის ნაწილი კომპანიამ? – მერიის პრესსამსახურში ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ. „ტერიტორია კომპანია „პრინტსერვისის“ მფლობელობაშია და იქ აწყობს …
Continue reading “მერიამ კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე სკვერი გააშენა, სკვერი შეიძლება გააუქმონ”
მერია „ორბი ჯგუფი ბათუმის“ უნებართვო მშენებლობის იძულებით შეჩერებას აპირებს
ბათუმში, ზღვასთან ახლოს, სახელმწიფო მიწაზე კერძო კომპანია უნებართვო მშენებლობას აგრძელებს. არის თუ არა გარიგება კერძო კომპანიასა და სახელმწიფო უწყებებს შორის? – ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, რომლის თანამშრომლები „არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან“, აცხადებენ, რომ ტერიტორიით სარგებლობასა თუ სამუშაოების წარმოებაზე კომპანიასთან სიტყვიერი შეთანხმებაც კი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, 3022 კვ/მ ტერიტორიას „ორბი ჯგუფი ბათუმი“ …
Continue reading “მერია „ორბი ჯგუფი ბათუმის“ უნებართვო მშენებლობის იძულებით შეჩერებას აპირებს”
მერია: „ორბი ჯგუფი ბათუმმა“ ტერიტორია უნებართვოდ შემოღობა – რა ხდება სასპორტო სკოლასთან
ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე დღეა რკინა-ბეტონის კვადრატული ფილებითაა შემოსაზღვრული, რომელთა ნაწილი ტროტუარზე აწყვია. ტერიტორიაზე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, აჭარის საკუთრებაა, ტროტუარი კი ბათუმის მერიის. არც მერიაში და არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ ჰქონდათ ინფორმაცია, ვინ დაალაგა ეს ფილები და რა სამუშაოები მიმდინარეობს სასპორტო სკოლის გვერდით ნაკვეთზე. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამართლებრივი …
მშენებლობა ტროტუარის და ავტოპარკინგის ხარჯზე
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, ყოფილი ტექნიკური უნივერსიტეტის მოპირდაპირედ, სასტუმროს მშენებლობა იწყება. აქ არსებული ტროტუარის მონაკვეთი და ავტოპარკინგის ტერიტორია სამშენებლო მოედნის საზღვრებში უკვე მოექცა. ტროტუარზე ფილები აყრილია და ტერიტორიას ღობავენ. იცოდა რა დაგეგმილი მშენებლობის შესახებ, ტერიტორიის ნაწილი, მათ შორის ის ადგილიც, სადაც ტროტუარი და ავტოპარკინგი იყო მოწყობილი, ბათუმის მერიამ აუქციონზე გაყიდა. „აქ ტროტუარის გაყიდვაზე არ არის საუბარი, ტროტუარი …
Continue reading “მშენებლობა ტროტუარის და ავტოპარკინგის ხარჯზე”
მერია ბათუმში ტროტუარის გაყიდვაზე
ფიროსმანის ქუჩაზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იმ ადგილზე აშენდება, სადაც მერია მიწის ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდის – ამის შესახებ „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში მას შემდეგ უთხრეს, რაც გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია – „ბათუმის მერია ტროტუარს ყიდის“. თუმცა, თავდაპირველად, სტატიის მომზადების პროცესში, გასაყიდ მიწასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ მერიისგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ. „ძირითად მიწის ნაკვეთზე შენდება ხუთვარსკვლავიანი, არანაკლებ 180-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი. შესასვლელი მოეწყობა ფიროსმანის ქუჩის მხრიდან. …
ბათუმის მერია ტროტუარს ყიდის
ბათუმის მერია ტროტუარის ნაწილს მასზე მშენებლობის უფლების პერსპექტივით ყიდის. ბათუმში, ფიროსმანის ქ. N5ბ-ს მიმდებარედ 212 კვ/მ მიწის ნაკვეთი პირობებიან აუქციონზეა გატანილი. აღნიშნული ნაკვეთი, ძირითადად, ფიროსმანის ქუჩის გასწვრივ მდებარე ტროტუარი და იქვე მოწყობილი ღია ავტოსადგომია. ნაკვეთის საწყისი ღირებულება 85 ათასი ლარია; ბიჯი – 2000 ლარი. აუქციონი გუშინ, პირველ ივნისს, დაიწყო და 14 ივნისს უნდა დასრულდეს. რაში დასჭირდა …