ეშმაკის ბორბალზე ფასი გასამმაგდა – რა ღირს ბათუმში გართობა ამ სეზონზე

ტურისტულ სეზონს ბათუმი სხვადასხვა ატრაქციაზე მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასებით ხვდება. გაძვირდა ეშმაკის ბორბალზე ასასვლელი ბილეთი, საბაგირო გზით სარგებლობა, დელფინარიუმში შესვლა და გემით გასეირნება. ბათუმის იახტკლუბი ბათუმის იახტკლუბში ყველაზე მეტი გასართობი სერვისია ერთად თავმოყრილი. გემით ნახევარსაათიანი გასეირნება 20 ლარი ღირს. იახტით 30 -წუთიანი გასეირნება – 100 ლარი, ხოლო სკუტერით 15-წუთიანი გასეირნება ასევე ასი ლარი. იახტაზე 8 ადამიანი …

რის ფასებმა აღაფრთოვანა ფასების შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელი

სურსათის ფასების შემსწავლელმა კომისიამ, ფაქტობრივად, მუშაობა დაასრულა. დღეს, 13 მაისს, პარლამენტში მოხსენებით წარსდგა ამ კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი. ის კომისიის მუშაობით კმაყოფილია. ამბობს, რომ კომისიამ „აკადემიური დასკვნა“ დადო და მომავალი რეფორმის პუნქტებიც გაწერა ამ დასკვნაში. „დახლზე რასაც მომხმარებელი ხედავს, ეს არ არის ქსელის ფასი, ეს იქმნება სამი კომპონენტისგან – ეს არის იმპორტიორი მწარმოებელი, დისტრიბუტორი და …

„საწვავის ფასი გარბის და მგზავრობის ტარიფი იგივე დარჩა“ – ტაქსის მძღოლების აქცია ბათუმში

დღეს, 20 აპრილს, ბათუმში ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და სამგზავრო ტარიფების გაზრდა და საკომისიოების შემცირება მოითხოვეს. აქციაში სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებული ტაქსის მძღოლები მონაწილეობდნენ. „ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ტარიფების გადახედვა. საწვავი გაძვირდა, მგზავრობის ტარიფი იგივე დარჩა. ერთი მგზავრობის საფასური ერთი ლიტრი საწვავის საფასურს მაინც უნდა გვიტოვებდეს. აქ არიან ადამიანები, რომლებიც „ბოლტზეც“ …

ბათუმში ბინების გაყიდვების რაოდენობა და ფასები ისევ გაიზარდა – კვლევა

ორგანიზაცია Galt & Taggart-ი ახალ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2025 წელს, ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები გაიზარდა, 2024 წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ. ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე და ჯამში 17 478 ბინას მიაღწია. კვლევის თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბაზრის ღირებულებაც და 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბაზარზე აქტივობის ზრდას უსვამს ხაზს. …

„შოკოლადზე ქეშბექი 50%-ზეც ადის“ – რას განიხილავენ ფასების კომისიაზე

დღეს, 25 თებერვალს, სადავო პარლამენტში ფასების კომისიის მეხუთე სხდომა მიმდინარეობს, სადაც სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს უსმენენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა სადისტრიბუციო კომპანია „დაფნას“ წარმომადგენელი ლევან პაპიაშვილი, რომელმაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად ე.წ. ქეშბექის თემა დააყენა. „პირველი საკითხი არის ქეშბექი. სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობები გვავალდებულებს, რომ გაყიდულ პროდუქციაზე ქეშბექი დავუბრუნოთ რითეილს. ეს ქეშბექი ყველაზე კარგ შემთხვევაში იწყება 20%-დან და აღწევს …

პროდუქტების გაიაფება – პოპულისტური იარაღი ავტორიტარი მმართველების ხელში

ავტორიტარული რეჟიმები ხშირად მიმართავენ პოპულისტურ რიტორიკას ფასების ზრდასთან დაკავშირებით: ხელისუფლება საზოგადოებას აჩვენებს, რომ იცავს მათ ინტერესებს, ხოლო ფასების ზრდის მიზეზად ხშირად „ხარბ“ ბიზნესმენებს ასახელებს. მაგალითები მოწმობს, რომ მსგავსი ინიციატივები საზოგადოებრივი უკმაყოფილების განმუხტვას ისახავს მიზნად და უფრო მოკლევადიან ეფექტზეა ორიენტირებული, ვიდრე რეალურ და სისტემურ ცვლილებებზე. პროდუქტების მაღალი ფასები საქართველოში დიდი ხნის გამოწვევაა, თუმცა პოლიტიკოსების დღის წესრიგის …

სუპერმარკეტებში არაფერს ამბობენ ფასების კლებაზე – ვის ეკუთვნის ისინი

„ბოლო 5 წლის განმავლობაში ქსელური მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ გაიზარდა. შედეგად, დღეს საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტი მოდის, როდესაც გერმანიაში ეს მაჩვენებელი 45, ხოლო ავსტრიაში 62-ია,“ – ეს სტატისტიკური ინფორმაცია 24 დეკემბრის დილას, სპეციალური ვიდეორგოლით მიაწოდა საქართველოს მოსახლეობას „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ იქვე მსხვილ სუპერმარკეტებს ირიბი ბრალდება წაუყენა და თქვა, რომ აქვს ეჭვი …

კობახიძემ სურსათის ფასების კომისია შექმნა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, შეიქმნა კომისია, რომელიც სურსათის ფასების საკითხზე იმუშავებს. სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შექმნის შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით: კომისიას უხელმძღვანელებს თავად ირაკლი კობახიძე კომისიის …

ხაჭაპურის საშუალო ფასი 3.3 %-ით გაიზარდა – „მხოლოდ საფუარი გაიაფდა“

2024 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ფასი 6.83 ლარი იყო. ეს 3.3 %-ით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს, თუმცა წლიურ მაჩვენებელში,  2023 წლის თებერვალთან შედარებით, ხაჭაპურის ფასი 1.5%-ით შემცირდა. ეს ISET-ის, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის „ხაჭაპურის ინდექსის“ ახალი მონაცემია. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. …

რეალურია ღარიბაშვილის დაპირება ფასების დაწევაზე? – ინტერვიუ ეკონომისტთან

„ფასების დაწესებამ  შესაძლოა ხარისხი დააგდოს კონკრეტულ იმპორტირებულ პროდუქციაზე და უფრო მეტად მიგვაბას რუსულ ბაზარს…“ – ამ კუთხით ხედავს ყველაზე დიდ რისკს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი, თუ ხელისუფლება კონკრეტულ იმპორტირებულ პროდუქტზე ფასების ზღვარს დააწესებს. ეკონომიკის ანალიტიკოსი პოპულიზმად აფასებს პრემიერ ღარიბაშვილს განაცხადს: „არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება“. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ფასნამატი ზოგიერთ შემთხვევაში 100 …

უკავშირდება ფასების გაზრდა რუსების მასობრივ შემოსვლას? – ინტერვიუ ეკონომისტთან

„მიგრაცია რუსეთიდან, ბელარუსიდან, შემდეგ უკვე მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ახდენს დაწოლას ფასებზე გაზრდილი მოთხოვნიდან, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, არ არის ერთადერთი,“ – ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, რომელსაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ იზრდება ფასები, როცა ლარი მყარდება? შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში შემოვიდა და რჩება რუსეთის 112 733 მოქალაქე. …

რატომ ღირს ხილი ძვირი?

მიმდინარე ზაფხულს სეზონურ ხილზე ფასები გაიზარდა. გაზრდილია ადგილობრივი ხილის ფასიც. მაგალითად, გასულ წელთან შედარებით გაძვირდა საზამთრო, ბალი, ატამი, ქლიავი, ვაშლატამა და სხვა ხილი. „ბათუმელები“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროს მკვლევარს, სალომე დეისაძეს ესაუბრა ხილის გაძვირების მიზეზებზე. წელს სეზონური ხილი გაძვირდა. რა არის ამის მიზეზი? ბოლო მონაცემებით ივნისის თვეში სურსათზე ფასები არის გაზრდილი. ყველაზე მეტად გაძვირებულია პური …

რამდენით გაძვირდა ბოსტნეული და ხილი ბათუმის ბაზარში – Live

ბათუმის აგრარული ბაზარში დასაქმებული პირების თქმით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასები 10 %-ით მაინც გაძვირდა, ზოგიერთ პროდუქტზე კი 30-40%-ით. თუმცა ეს არ ეხება ადგილობრივი წარმოების ფასებს. ერთ-ერთი მოვაჭრის, თამაზ დარჩიძის თქმით, თავად ყველზე ვაჭრობს, მაგრამ ყველი სახლში ვერ მიაქვს. აქ გვეუბნებიან, რომ ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე ის ფასებია, რაც შემოდგომაზე იყო – მაგალითად, კარტოფილზე, სტაფილოზე ფასები არ …

ტკივილგამაყუჩებელი და ზოგიერთი სხვა წამალი ისევ გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, ზოგიერთი მედიკამენტი ისევ გაძვირდა. გაძვირება, ძირითადად, შეეხო ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს, ანტიბიოტიკებსა და ვიტამინებს. გაძვირდა ანთების საწინააღმდეგო წამლებიც. თუმცა ფასების მატება მხოლოდ ამ მედიკამენტებზე არ ასახულა. „ბათუმელები“ გთავაზობთ სამი დასახელების მედიკამენტს, რომელთა ფასებიც სექტემბრის შემდეგ შეიცვალა: მაგალითად, სექტემბრის თვეში ერთი ფლაკონი კეტონალი [25 კაფსულა] ღირდა 4.85 ლარი. დღეს ეს მედიკამენტი 5.65 ლარი ღირს. ლაზოლვანის ყიდვა …

Exit mobile version