სიახლეები

კობახიძემ სურსათის ფასების კომისია შექმნა

05.01.2026
კობახიძემ სურსათის ფასების კომისია შექმნა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, შეიქმნა კომისია, რომელიც სურსათის ფასების საკითხზე იმუშავებს.

სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შექმნის შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კომისიას უხელმძღვანელებს თავად ირაკლი კობახიძე

კომისიის წევრები არიან ოცნების მთავრობის შემდეგი წევრები:
1.  მარიამ ქვრივიშვილი – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
2. დავით სონღულაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
3. ლაშა ხუციშვილი – ფინანსთა მინისტრი

4. მიხეილ სარჯველაძე – ჯანდაცვის მინისტრი
5. მამუკა მდინარაძე – სუსის უფროსი
6. ლევან ჟორჟოლიანი – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
7. ირაკლი ლექვინაძე  – კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე

ქვეყანაში არსებულ მაღალ ფასებზე პირველად ირაკლი კობახიძემ 24 დეკემბერს განაცხადა. ირაკლი კობახიძემ მაღაზიებში სურსათზე ფასების ზრდა სუპერმარკეტებისა და დისტრიბუტორების ქსელებს გადააბრალა. ამის შემდეგ პარლამენტმა შექმნა კომისია ამ საკითხის შესასწავლად, ხოლო სუს-მა მოკვლევა დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: