ბათუმში მანქანის ტროტუარზე დგომა-გაჩერებისთვის 1-ლი მაისიდან ჯარიმა 100 ლარი იქნება

ბათუმში სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომის ან გაჩერებისთვის ჯარიმა 100 ლარი 2026 წლის პირველი მაისიდან გახდება. ამ დროისთვის ანალოგიური დარღვევისთვის ჯარიმა 10 ლარია. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი ძალაში 2026 წლის 1-ლი მაისიდან შედის. ამ კანონით: „თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა …

„ანტიკონსტიტუციურია“ – საია ტროტუარზე დგომისთვის მოქალაქეების დაპატიმრებაზე

საია ეხმაურება ტროატურზე დგომის გამო ადამიანების სამართალდამრღვევად ცნობას და მათ დაპატიმრებას. „2026 წლის 23 იანვარს, ადამიანის უფლებების კრიზისული მდგომარეობა ახალ ნიშნულზე გადავიდა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები [დიმიტრი ჯამბურია, მიხეილ ზაქარეიშვილი, სანდრო მეგრელიშვილი, ნათია ჭავჭანიძე, ნუკრი კაკულია, ლუკა ნაგლიაშვილი, ანი ახმეტელი] საფეხმავლო გზაზე [ტროტუარზე] პროტესტის გამო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, შეკრების თავისუფლებას იმთავითვე შეზღუდულ უფლებად …

ბათუმში პროტესტის ადგილზე ტროტუარის მოსაწყობად მერიამ ტენდერი მეოთხედ გამოაცხადა

ბათუმის მერიამ 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე ვერ გამოავლინა ტენდერში გამარჯვებული, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც პროევროპული უწყვეტი საპროტესტო აქცია იმართება,  ტროტუარზე ფილებს აყრიდა და ხელახლა დააგებდა. ბათუმში პროევროპული საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან 2024 წლის 28 ნოემბრიდან ყოველდღე იმართება. დღეს, 2025 წლის 14 აგვისტოს უწყვეტი საპროტესტო აქციის 260-ე დღეა. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებული …

ზებრა, რომელიც მანქანის გზაზე გტოვებს – არაადაპტირებული გადასასვლელები ბათუმში

ბათუმში, ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილზე, სადაც იუსტიციის სახლი, პროკურატურა, სასტუმროები და გმირთა ხეივანია, მოუწესრიგებელი და არაადაპტირებულია ზებრა გადასასვლელები. შარტავას გამზირზე ზებრა გადასასვლელი [ფოტოები იხილეთ ქვემოთ] მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებას გმირთა ხეივანთან აკავშირებს. უფრო სწორად, უნდა აკავშირებდეს, რადგან თუ ამ ზებრაზე გადახვალთ, სამანქანო გზას ვერ გასცდებით – ზებრა გმირთა ხეივნის ნაცვლად ბეტონის ქოთნებთან მიგიყვანს. შემდეგ კი გზა სამანქანო …

ბათუმში პროტესტის ადგილზე ტროტუარის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი მესამედ არ შედგა

ბათუმში ქალაქის მერია ტროტუარზე ფილებისა და ბორდიურების შეცვლას გეგმავს იმ ადგილზე, სადაც უკვე 139 დღე უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქცია იმართება. სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი უკვე მესამედ დასრულდა უარყოფითი შედეგით, მორიგი ხელახალი ტენდერი კი მერიის სამმართველოს ჯერ არ გამოუცხადებია. ბათუმში პროევროპული საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან 2024 წლის 28 ნოემბრიდან ყოველდღე იმართება. ტროტუარზე ფილებისა და ბორდიურების შეცვლაზე პირველ …

რა ეღირება ტროტუარი გარევაჭრობისთვის – მერია ახალ ფასებს ადგენს

ბათუმის მერს საკრებულო აძლევს თანხმობას გარე ვაჭრობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გასცეს საზოგადოებრივი სივრცეები [მათ შორის ტროტუარი] და დაადგინოს საფასურიც. შესაბამისი პროექტი [ფასებთან ერთად] საკრებულოში უკვე შეტანილია და მას 31 მარტს სხდომაზე განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი სივრცეების შეღავათიან ფასად პირდაპირი წესით სარგებლობაში გადაცემის უფლება ბათუმის მერს საკრებულომ 2021 წლის აპრილში მისცა. მიზეზად მაშინ კორონავირუსის პანდემია …

ბათუმის მერია ტროტუარზე ფილების შეცვლას გეგმავს იქ, სადაც 104 დღეა აქცია იმართება

ბათუმში ქალაქის მერია ტროტუარზე ფილებისა და ბორდიურების შეცვლას გეგმავს იმ ადგილზე, სადაც უკვე 104 დღეა უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქცია იმართება. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პირობის მიხედვით სამუშაოები 30 აგვისტომდე უნდა დასრულდეს. სამუშაოების დაწყება დამოკიდებულია ტენდერის შედეგზე, რომელიც 319 ათას 887 ლარით არის გამოცხადებული. ტენდერში წინადადებების მიღება 26 მარტს დაიწყება …

2.7 კილომეტრი სიგრძის ქუჩა ბათუმში ტროტუარის გარეშე – მოსახლეობა უსაფრთხო გზას ითხოვს | ფოტო

ბათუმში მამია ვარშანიძის ქუჩა, რომლის სიგრძე თითქმის 2,7 კილომეტრია, ფაქტობრივად, ტროტუარის გარეშეა. გარდა იმისა, რომ ამ ქუჩაზე სავალი ნაწილი, როგორც ავტომანქანებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის მოუწესრიგებელია, ის ვიწრო ბილიკებიც კი ჩახერგილია, სადაც ქვეითმა შეიძლება ისე გაიაროს, რომ სამანქანო გზაზე არ აღმოჩნდეს. „იძულებული ვართ, ტრასაზე ვიაროთ და ავტობუსს და „მარშუტკასაც“ ტრასაზე ველოდებით. ქალაქის მერიისგან ვითხოვთ ქუჩაზე ტროტუარი …

მოღობილი ტროტუარი ბათუმში – რა გააკეთა მერიამ პრობლემის გადასაწყვეტად

ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და სევასტოპოლის ქუჩების კვეთასთან, ტროტუარზე გავლა შეუძლებელია – კონკრეტული სახლის წინ ტროტუარი ქვის ღობითაა შემოსაზღვრული. იმისთვის, რომ სიარული განაგრძო, ქუჩაში უნდა გადახვიდე, ავტომანქანების სავალ ნაწილზე. „ეს ჩვენი საკუთრებაა, დანარჩენი მერიაში იკითხეთ, რატომაა ასე,“ – გვითხრა აქ მცხოვრებმა ციალა ჩხარტიშვილმა. იგი სხვა დეტალებზე არ გვესაუბრა. მესაკუთრეს სახლში შესასვლელი ჭიშკარიც ქვის ღობით აქვს მოწყობილი. იმისთვის, …

უსინათლოთა ბილიკები, ტროტუარები – როცა კერძო კომპანიები საჯარო სივრცეს იტაცებენ [ფოტოამბავი]

ბათუმში, ფიროსმანისა და ჟიული შარტავას ქუჩების კვეთაში, სამშენებლო ღობე დიდი ხანია მოხსნილია და აქ ტროტუარიც და უსინათლოთა ბილიკებიც მოწყობილია. მიუხედავად ამისა, უსინათლოთა ბილიკზე ზებრა გადასასვლელთან ხელოვნური ბარიერებია მოწყობილი – ქვის ქოთნებით და რკინაბეტონით. ეს ბარიერები კი, ისეა მოწყობილი, რომ არამარტო უსინათლოებს და ეტლით მოსარგებლეებს უშლის ხელს გადაადგილებაში, არამედ ნებისმიერ ქვეითს. ამ ადგილთან ახალაშენებული კორპუსები კომპანია …

ტროტუარი, რომელიც ხესთან მიგიყვანს [ფოტოამბავი]

ბათუმში, თამარის დასახლებაში, ქალაქის ბიუჯეტიდან რამდენიმე ქუჩას აწესრიგებენ. კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ძმები ნობელებისა და გრიშაშვილის ქუჩებზე. ერთ-ერთ მონაკვეთში ტროტუარის მოწყობა უკვე დასრულებულია – ეს ტროტუარი ჭადრის ხესთან მიდის. ამ გზით ქვეითები სარგებლობენ, რომლებიც ნობელებისა და გრიშაშვილის ქუჩებიდან ლესელიძის ქუჩაზე, რკინიგზის ხაზის გადაკვეთით გადადიან. ტროტუარი რკინიგზაზე გადასასვლელთან მისასვლელი გზის მხოლოდ ერთ მხარესაა მოწყობილი. რატომ გააკეთეს  ტროტუარი …

რატომ არ მისცეს კაფე „ვინილს“ მაგიდების ტროტუარზე განთავსების უფლება

ბათუმში, ევროპის მოედანთან ახლოს, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე კაფე „ვინილს“ ბათუმის მერიამ კაფეს წინ მაგიდების დადგმის უფლება არ მისცა. შესაბამისი თხოვნით კაფეს მენეჯერმა, ლევან ხუჯაძემ, მერიას 11 ივლისს მიმართა, პასუხად კი მერიიდან უარი მიიღო. დუმბაძის ქუჩის მიმდებარედ მაგიდები ქუჩაში გამოტანილი აქვს  კაფე “მედეასაც”, იქვე, ევროპის მოედანზე, მდებარეობს  მაკდონალდსის ახალი ფილიალიც, რომელმაც ფეხით მოსიარულეთა გზა სრულად აითვისა, …

ეტლით მოსარგებლისთვის გაუვალი ტროტუარი ბათუმში

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ბარ „ფლორიდას“ კონსტრუქცია  ისე აქვს მიშენებული, რომ ფეხით მოსიარულე იძულებულია ან ველობილიკზე გადავიდეს, ან მიშენებულ კონსტრუქციაზე ააბიჯოს. მიშენება განსაკუთრებით ართულებს ამ ადგილზე  ეტლით გავლას. მერიის ინფორმაციით, ეს კონკრეტული ობიექტი აღრიცხულია მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ, მისამართზე რამდენჯერმე იყო გასული ზედამხედველობის სამსახური, მაგრამ ობიექტი დაკეტილია და მფლობელის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. როგორც მერიაში ამბობენ, …

მოსაცდელი სამშენებლო მოედანზე

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული მოსაცდელი თითქმის ერთი თვეა სამშენებლო მოედნის ღობის შიგნითაა მოქცეული. სამშენებლო ტერიტორიაზე აღმოჩნდა ტროტუარის ნაწილი, რომელიც მოსაცდელთან მთლიანადაა გადაკეტილი და ქვეითებს ავტომობილების სავალ ნაწილზე მოუწევთ გადაადგილება. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განაცხადეს, რომ მათ კომპანია „ალიანსი ფრივილიჯის“-მა მიმართა გაჩერების ადგილმონაცვლეობაზე წერილით. „გაჩერებების ადგილებს აღნიშნულ მონაკვეთში მერია ადგენს, მოსაცდელის კონსტრუქციაც არ არის ჩვენს საკუთრებაში, ამიტომ, ვინაიდან საკითხი არ …

ენერგო-პრო ჯორჯიამ მელიქიშვილზე ტროტუარი ამოყარა და აღარ შეაკეთა – მერიის პასუხი

მელიქიშვილის ქუჩის ტროტუარზე გავლა შეუძლებელია. მოსკოვის ქუჩიდან ლადო ასათიანის ქუჩამდე ტროტუარზე ფილების და მიწის გროვაა, დგას წყალიც. მოსახლეობის თქმით, ტროტუარზე მილები დაახლოებით სამი კვირის წინ ჩაყარეს, რის შემდეგ ტროტუარი ამოყრილი დატოვეს და აღარავინ გამოჩენილა. მელიქიშვილის ქუჩაზე ამოყრილი ტროტუარის მიტოვებას ადასტურებენ ბათუმის მერიაში. მერიის ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ ელექტროსადენების გასაყვანად ტროტუარი 23 ნოემბერს უნებართვოდ გათხარა „ენერგო-პრო …

სასტუმრო “პრინცესას” მიერ მითვისებული ტროტუარი

“სასტუმრო „პრინცესას“, იგივე ძველი ფოსტის შენობას ბათუმში, რომელიც მემედ აბაშიძის #33-ში მდებარეობს, ბარათაშვილის ქუჩიდან ეტლით მოსარგებლეებისთვის პანდუსი ისე აქვს დამონტაჟებული, რომ ტროტუარი თითქმის სრულად არის ათვისებული, რის გამოც გამვლელები იქვე გაჩერებულ მანქანებს გარსუვლიან და მანქანების სავალ ნაწილზე გადასვლა უწევთ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ სტანდარტის მიხედვით ტროტუარზე ფეხით მოსიარულეებისთვის სავალი ნაწილი მინიმუმ 80 სანტიმეტრი და მაქსიმუმ 150 …

Exit mobile version