ერგეში სოციალურ სახლს ხელვაჩაურის მერია ცეცხლსასროლი იარაღით დაიცავს

ხელვაჩაურის მერია სოფელ ერგეში აშენებულ სოციალურ სახლს ცეცხლსასროლი იარაღით დაიცავს. ამისთვის მერია 2 თვით „დაცვას“ დაიქირავებს და შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს 39 600 ლარს გადაუხდის უტენდეროდ. სოფელ ერგეში 11-სართულიანი სახლის მშენებლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14,5 მილიონი ლარი დაიხარჯა. „დაცვა“-მ ცეცხლსასროლი იარაღით უნდა დაიცვას სოფელ ერგეში მდებარე სოციალური სახლის ქონება ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახ განადგურებისაგან ან სხვა კანონსაწინააღმდეგო …

„ოცნებამ“ 2028 წელს მოგცემთ ბინებსო“ – ვის შეხვდება ოზთურქის ბინები ბათუმში და სოციალური სახლები ქობულეთში

მას შემდეგ, რაც ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს „ოცნების“ მთავრობამ ბათუმში უკანონოდ აშენებული კორპუსები ჩამოართვა და განაცხადა, ამ ბინებს უსახლკაროებს გადავცემთო, უსახლკაროები ერთ ვერსიას განიხილავენ: „2028 წელს აპირებენ ბინების გადმოცემას, ასე გვითხრეს მთავრობაში, ჯერ რემონტია საჭირო, ბინების გადაკეთება და ოჯახების შერჩევაო. სინამდვილეში კი, სპეციალურად ამთხვევენ არჩევნებს. ხომ ხვდებით, რატომაც?“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა უსახლკარომ. ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, …

„ბევრია ისეთი ოჯახი, რომელსაც ღამე დაძინების ეშინია“ – ეკომიგრანტი კაპრეშუმიდან

ხელვაჩაურის სოფელ კაპრეშუმში, სოციალურ სახლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. სოციალური სახლები აქ 2016 და 2021 წლებში აშენდა. მარინა ქოქოლაძე კაპრეშუმის სოციალურ სახლში უკვე ორი წელია ცხოვრობს. მისი ოჯახი აქ მაჭახლის ხეობიდან გადმოვიდა. სახლით კმაყოფილია, განცხადების დაწერიდან მალევე დააკმაყოფილეს საცხოვრებლით, მასთან ერთად აქ მისი სოფლიდან კიდევ ათზე მეტი ოჯახი გადმოვიდა საცხოვრებლად.  …

ხელვაჩაურის მერია 82-ბინიანი სოციალური სახლის აშენებას აპირებს – კონკურსი

ხელვაჩაურის მერიამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო თანხა 220 ათასი ლარია. „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის მერიაში უთხრეს, რომ ბინები ეკომიგრანტი ოჯახებისთვის უნდა აშენდეს. „სტიქიით დაზარალებული ოჯახების განცხადებების მიღება მიმდინარე წელს დასრულდა. სულ 207 განაცხადია შემოსული და აქედან 160 განაცხადი დაკმაყოფილდა, ანუ შემდგომში ბინებს გადასცემენ“, – გვითხრეს ხელვაჩაურის მერიაში. ახალი სოციალური …

ბათუმში 3 სოციალურ სახლს ააშენებენ – მერია ამჯერად კორპუსების პროექტებს შეისყიდის

ბათუმის მერია ჯავახიშვილისა და ორბელიანის ქუჩების კვეთაში სამი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. სამომავლოდ ამ „სოციალურ სახლებში“ ბინები „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში გაიცემა თუ არა, ჯერ-ჯერობით მერიიდან პასუხი არ გვაქვს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ კორპუსების დაპროექტებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. 3 კორპუსის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის 50 ათასი ლარია გამოყოფილი. დოკუმენტაცია, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების …

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

აქტიურად მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესი სოფელ კაპრეშუმში. უახლოეს პერიოდში დასრულდება შენობის კარკასის მშენებლობა. საცხოვრებელი სახლის ბინები მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ეკომიგრანტ ოჯახებს უსასყიდლოდ გადაეცემა. პროექტის საერთო ღირებულება 2 977 792 ლარია. სამუშაოები ორ ეტაპად უნდა წარიმართოს. პროექტისათვის 2019 წლის ბიუჯეტით 1 500 000 ლარია გათვალისწინებული. კომპანია ,,მშენებელმა’’ სამუშაოების I ეტაპი 2020 წლის 10 იანვრამდე უნდა …

მეოთხე სოციალური სახლი ხელვაჩაურში

სოფელ კაპრეშუმში აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეკომიგრანტი ოჯახებისათვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესი. უკვე დასრულებულია შენობის საძირკველისა და სარდაფის მოწყობის სამუშაოები. პროექტის საერთო ღირებულება 2 977 792 ლარია. სამუშაოები ორ ეტაპად უნდა წარიმართოს. პროექტისათვის 2019 წლის ბიუჯეტით 1 500 000 ლარია გათვალისწინებული. კომპანია ,,მშენებელმა’’სამუშაოების I ეტაპი 2020 წლის 10 იანვრამდე უნდა დაასრულოს. სოციალური სახლისათვის გათვალისწინებული …

დევნილი დედა-შვილი: შემწეობა მოგვიხსნეს, 80 ლარით გვიწევს თავის გატანა

„დევნილობისთვის დედა-შვილს ერთად 80 ლარს გვაძლევენ. ამ თვეში კი, მარტო გაზის ფული 51 ლარი გვაქვს გადასახდელი, ამდენი არასდროს მოსულა,“ – ამბობს ბათუმში, ჩოლოყაშვილის 84-ში მცხოვრები გაიანე ავჯიანი. აქ მდებარე კორპუსში რამდენიმე დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ბუნებრივი აირის გასული თვის – იანვრის საფასურს გაიანეს მეზობლებიც აპროტესტებენ. გაიანე ავჯიანს სხვა პრობლემაც აქვს – ის სოციალურ …

რატომ ვერ დაიწყო ქედაში ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობა – ხელახალი ტენდერი

სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება უცვლელია – 1 530 378 ლარი. წინადადებების მიღება 2019 წლის 16 თებერვალს დაიწყება და 21 თებერვალს შეწყდება. მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი დღის ვადაში უნდა დაიწყოს და 540 დღეში დასრულდეს. ხუთსართულიანი სახლის მშენებლობაზე გამოცხადებული წინა ტენდერი ორმა კომპანიამ …

ხელვაჩაურის მერიამ ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობაზე ტენდერი მესამედ გამოაცხადა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ტენდერი ხელვაჩაურის მერიამ მესამედ გამოაცხადა. სატენდერო თანხა კვლავ 3 335 145 ლარია. წინადადებების მიღება ამჯერად 23 იანვარს დაიწყება და 2019 წლის 28 იანვარს დასრულდება. მრავალბინიანი სახლის მშენებლობის დასრულებისთვის ვადა, თავდაპირველად განსაზღვრული 2019 წლის ნოემბრის ნაცვლად, 2020 წლის პირველი ოქტომბრის ჩათვლითაა განსაზღვრული. ხელვაჩაურის მერიამ ორთაბათუმში ეკომიგრანტებისთვის …

თურქული ლირის კურსის ვარდნა ტენდერიდან კომპანიის დისკვალიფიკაციის მიზეზი გახდა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ქედის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანიის დისკვალიფიკაციის მიზეზი თურქული ლირის კურსი გახდა. ეკომიგრანტებისთვის ხუთსართულიანი კორპუსის ასაშენებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 530 378 ლარია გამოყოფილი. ამ თემაზე: ქედის სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის 4-ის ნაცვლად 5-სართულიანი სახლი აშენდება კომპანია „ჯი ინშაათი“ მუნიციპალიტეტს სახლის მშენებლობას 999 ათას 999 ლარად სთავაზობს, ტენდერში მონაწილე …

ხელვაჩაურის მერიას კერძო კომპანია დავების საბჭოში უჩივის

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას შესყიდვების სააგენტოსგან „მშენებელი 2018“ ითხოვს. დავა ეხება ტენდერს, რომელიც ხელვაჩაურის მერიამ ორთაბათუმში სოციალური სახლის მშენებლობაზე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 3 მილიონ 335 ათას 145 ლარია. ტენდერში მონაწილე ორ კომპანიას, რომლებიც გაცილებით დაბალ ფასში სთავაზობდნენ მერიას სახლის აშენებას, სატენდერო კომისიამ, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მისცა: ჯერ შპს „ალიგატორი …

ქედის სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის 4-ის ნაცვლად 5-სართულიანი სახლი აშენდება

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება. ქედის მერიას თავდაპირველად ოთხსართულიანი სახლის აშენება ჰქონდა გათვალისწინებული, თუმცა, მოგვიანებით გადაწყდა ერთი სართულის დამატება. ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 530 378 ლარია გამოყოფილი. სახლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 2018 წლის 21 ივლისს დაიწყება. წინადადებების მიღება შეწყდება 26 ივლისს და გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების …

ხელვაჩაურის მერია ეკომიგრანტებისთვის სოციალურ სახლს ააშენებს

ხელვაჩაურის მერიამ ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლის დაპროექტებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 335 145 ლარია გამოყოფილი. სოციალური სახლი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში, მდინარე ყოროლისწყლის ნაპირთან, 2019 წლის დეკემბრამდე უნდა აშენდეს. სამშენებლო ტერიტორია 13 844 კვ/მ-ია. მრავალბინიან სახლში იქნება 39 ბინა. აქედან 10 ბინა იქნება ოროთახიანი [თითოეული ბინის ფართობი – 55 კვ/მ], 25 ბინა – …

უსახლკარო ოჯახებისთვის განკუთვნილ სოციალურ სახლში ერთი ბინა სარეზერვო იქნება

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი „ადგილმრეწველობის კომბინატის“ შენობაში უსახლკარო ოჯახებს შეასახლებენ.  12-ბინიან კორპუსში ერთი ბინა „სამანევრო“ დანიშნულებისა იქნება და მუნიციპალიტეტი ბინას სტიქიური უბედურების დროს დაზარალებული ოჯახის დროებით განსათავსებლად გამოიყენებს. „ყოფილი კომბინატის შენობაში, რომელსაც ამ დროისთვის რეაბილიტაცია უტარდება, უსახლკარო და მარტოხელა სტატუსის მქონე ოჯახებს შევასახლებთ. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ განსაზღვრული …

ხულოში 59 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადასცეს

ხულოში, სოფელ ვაშლოვანში არსებულ „სოციალურ სახლში“, გამგეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ 59 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადასცეს. საცხოვრებელი სახლის მოთხოვნით ხულოს გამგეობაში სულ 88 განაცხადი იყო შესული. ეკომიგრანტი ოჯახები ხულოს გამგეობაში მოქმედმა სპეციალურმა კომისიამ გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე შეარჩია. ვაშლოვანის სოციალურ სახლში ამ დროისთვის თავისუფალი 13 ბინა რჩება. 72-ბინიანი „სოციალური სახლის“ მშენებლობა აჭარის ფინასთა და ეკონომიკის სამინისტრომ …

ყოფილი კომბინატის სოციალურ სახლად გადაკეთებაში ქედის გამგეობა ნახევარ მილიონს დახარჯავს

დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი „ადგილმრეწველობის კომბინატის“ შენობაში სოციალური სახლი მოეწყობა. ყოფილი კომბინატის ორსართულიანი შენობის სოციალურ სახლად გადასაკეთებლად ქედის გამგეობამ 545 070 ლარი გამოყო. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, არსებული შენობის ფართობი შენარჩუნდება, საცხოვრებელ ბინებად გადაკეთდება და სოციალურ სახლად ქცეულ ყოფილ კომბინატის შენობაში, საცხოვრებელ ფართობს უსახლკარო სტატუსის მქონე რვა ოჯახი მიიღებს. ბინას აქ ის ორი ოჯახიც მიიღებს, რომლებიც …

გაქირავებული ბინები ქედის სოციალურ სახლში

ქედის მუნიციპალიტეტის დაბაში, ეკნარას უბანში, 12- ბინიან სოციალურ სახლში ბინები, რომლებიც სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრებ პირველ კატეგორიაში მყოფ 12 ეკომიგრანტ ოჯახს სახელმწიფომ 2015 წელს სიმბოლურ ფასად გადასცა, ნაწილი ახლა გაქირავებულია, ნაწილი კი – დაგირავებული. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის თქმით, ხელისუფლებამ ბინები ორი წლის წინ ეკომიგრანტებს ხელშეკრულებით გადასცა, რომლითაც ეკომიგრანტები ვალდებულებას იღებდნენ, რომ ბინის მიღების შემთხვევაში ისინი …

ხულოსა და ბათუმში სოციალურ სახლებს ეკომიგრანტებისგან ცეცხლსასროლი იარაღით დაიცავენ

12 ათასამდე ლარს გადაიხდის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანში 72-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის და  ბათუმში, თამარის დასახლება №29-ის მიმდებარედ 58-ბინიანი საცხოვრებელი სახლის 2 კვირის განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღით დაცვის მომსახურებაში. ამ მომსახურების შესყიდვის აუცილებლობას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იმით ხსნის, რომ „შენობა დაიკავეს უკანონოდ გარეშე პირებმა…  თამარის დასახლება 29-ის მიმდებარედ არსებულ სოციალურ …

საფრთხეში მყოფი ოჯახებისთვის აგარაში შესაძლოა სოციალური სახლი აშენდეს

აჭარის მთავრობა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარედ სოციალური სახლის მშენებლობას გეგმავს. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის თქმით, აგარაში მცხოვრები 11 ოჯახი, რომლებიც განსახლებას საჭიროებენ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 25 000-ლარიან პროგრამით სარგებლობაზე უარს ამბობს, სანაცვლოდ კი, ამ თანხით ხელისუფლებას სოფელ აგარასთან მისასვლელ გზაზე სოციალური სახლის აშენებას სთხოვენ. „აგარაში მცხოვრები 11 ოჯახი …

ცხრა ეკომიგრანტ ოჯახს ბინა გადაეცა

დღეს, თამარის დასახლებაში მდებარე „სოციალურ სახლში“ 9 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცა. ბინები კენჭისყრის წესით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განაწილდა. ბენეფიციართა განცხადებები სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა და 9 ოჯახზე ბინების გაცემის რეკომენდაციაც გასცა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში შესაბამისი ბრძანების პროექტი მომზადდება და იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ, ამ ოჯახებთან საკუთრების …

ხელვაჩაურში სოციალურ სახლებში ეკომიგრანტებს ბინები გადასცეს

ხელვაჩაურში, სოფელ კაპრეშუმში, 50 ეკომიგრანტს “სოციალურ სახლში” ბინა გადასცეს. კაპრეშუმში ორი ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. ხელვაჩაურის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახლებისთვის 2 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა. ეკომიგრანტი ოჯახები სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. ხელვაჩაურის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს კიდევ ერთი სოციალური სახლის მშენებლობა ურეხში, სადაც 23 ოჯახი იცხოვრებს. კაპრეშუმში სახლების გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ …

“დემოკრატიის ინსტიტუტი” ხელვაჩაურში ეკომიგრანტი ოჯახების შემსწავლელი კომისიის მუშაობას აფასებს

„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ  და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების შემსწავლელი კომისიის მუშაობის პროცესის შეფასება და რეკომენდაციები გამოაქვეყნა. კომისია  მარტში შეიქმნა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლის პროგრამისათვის, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ეკომიგრანტები უნდა შეარჩიოს. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ შეფასებით „კომისიის მუშაობის სისტემა, პროცედურები მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებელი და გასაძლიერებელია“. გავრცელებულ განცხადებაში ჩამოთვლილ პრობლემებს შორისაა კომისიის მუშაობის პროცესისადმი კომისიის წევრების …

კაპრეშუმში სოციალურ სახლში ფართობის მოთხოვნით განაცხადების მიღება დღეს სრულდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ კაპრეშუმში სოციალურ სახლში დასაკმაყოფილებელ ბენეფიციართა განაცხადების მიღება დღეს სრულდება. საბუთების მიღება 2016 წლის 14 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით, 9 საათიდან 18 საათამდე გამგეობის შენობის პირველ სართულზე კანცელარიაში მიმდინარეობს. სოციალურ სახლში საცხოვრებელი ფართობებით მხოლოდ ხელვაჩაურში მცხოვრები ეკომიგრანტები დაკმაყოფილდებიან. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მათთან ამ დრომდე 85 განაცხადია შესული. სოციალური სახლის მშებლობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 …

მილიონიანი ტენდერი ხულოში სოციალური სახლის მშენებლობის დასასრულებლად

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანში მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამჯერად გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 174 530 ლარია. კორპუსის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. მის ასაშენებლად ხელშეკრულება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „ხიდთან“ 3 მილიონ 253 ათას 993 ლარზე გააფორმა. სამინისტრომ აღნიშნულ კომპანიას 2 მილიონ 425 ათასი ლარი ჩაურიცხა, 2015 წლის …

სოციალური სახლის შეჩერებული მშენებლობა ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში სოციალური სახლის მშენებლობა შეჩერებულია. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, მშენებლობის შეჩერების მიზეზი სოციალური სახლის მშენებელ შპს „ხიდთან“ გაუქმებული ხელშეკრულება გახდა. სამინისტრომ აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულება ტენდერით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის 2015 წლის 27 ნოემბერს შეუწყვიტა, შესაბამისად, პროცესი მას შემდეგ არ განახლებულა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სწავლობენ, თუ რა სახის სამუშაოები …

სოციალურ სახლში ბინის მიღების შემდეგ შეწყვეტილი შემწეობა

სოციალური დახმარება გიული დავითაძეს და ბადრი მგელაძეს მას შემდეგ შეუწყვიტეს, რაც ოჯახი თამარის დასახლებაში, ე.წ. ეკომიგრანტების სახლში გადავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ბინა ახლაც თითქმის ცარიელია, მდგომარეობა სოციალურმა აგენტმა დამაკმაყოფილებლად შეაფასა და ოჯახს სოციალური დახმარების მიღება შეუწყდა. „გასული წლის ზაფხულში შემოვედით ამ ბინაში. მოვიდა სოციალური აგენტი, რა დაწერა არ ვიცი, მაგრამ მას შემდეგ სოციალური დახმარება …

ურეხში სოციალური სახლი აშენდება

სოციალური სახლის მშენებლობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 1 563 480 ლარით დააფინანსებს [2016 წელს – 700 000 ლარით და 2017 წელს – 863 480 ლარით]. მუნიციპალიტეტის მიერ სოციალური სახლის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2016 წლის 10 მარტს დაიწყება და 15 მარტს დამთავრდება. სახლი ბათუმში, ურეხის დასახლებაში აშენდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მშენებლობა უნდა დაიწყოს …

Exit mobile version