სილქ დეველოპმენტის ახალი გაყიდვების ოფისი ბათუმში საახალწლოდ განათდა

სილქ დეველოპმენტში წლის ყველაზე ჯადოსნური სეზონი ოფიციალურად დაიწყო. 21 დეკემბერს კომპანიის ახალი გაყიდვების ოფისი ბათუმში საზეიმოდ განათდა. საღამომ სადღესასწაულო განწყობის, მუსიკის, ცქრიალა ღვინის, ფურშეტისა და, რაც მთავარია, საახალწლო გათამაშების ფონზე ჩაიარა, რომლის ფარგლებშიც ცერემონიის სტუმრები ექსკლუზიური საჩუქრებით დასაჩუქრდნენ. ადგილზე გაიმართა სილქ დეველოპმენტის მიმდინარე პროექტის, სილქ თაუერსის ერთადერთი და განუმეორებელი საახალწლო შეთავაზების პრეზენტაციაც. ახალი წლის მოახლოებასთან …

რას აშენებენ ბათუმის იახტკლუბთან – პროექტი, რომელიც 9 წლის წინ დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა

ლაუნჯი, ყავის ბარი, საქმიანი ზონა, დამხმარე ბლოკი, ტექნიკური და სასაწყობე სივრცეები – სწორედ ამას მოიცავს ნაგებობა, რომლის მშენებლობაც ბათუმის ნავმისადგომთან მიმდინარეობს. მშენებლობა იახტკლუბის განვითარების პროექტის შემადგენელი ნაწილია. ეს პროექტი კი 2017 წელს დაიგეგმა და თავდაპირველი შეთანხმებით, 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. აჭარის მთავრობამ  ბათუმის იახტკლუბი 2017 წელს „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „რივიერას“ 1 ლარად 20-წლიანი …

ახალი მუნიციპალური პარკი ჭაჭა თაუერის ადგილას

ჭაჭა თაუერის ადგილას ახალი მუნიციპალური პარკი გაშენდება. ბათუმის საკრებულომ შპს “ბათუმი რივიერას” მიერ წარდგენილი მუნიციპალური პარკის მოწყობის კონცეფცია დაამტკიცა.  პარკში შენარჩუნდება არსებული ხეები, დაირგვება მრავალი ახალი სხვადასხვა ჯიშის ხე, ბუჩქი და დეკორატიული მცენარე. ბათუმელებს და პარკში მისულ სტუმრებს დახვდებათ პადელის ორი კორტი, სპორტული მოედანი, საბავშვო გასართობი ზონები, კომფორტული მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო და ველო–ბილიკები. პარკი ბუნებრივად …

ბათუმში „ჭაჭა თაუერის“ ადგილას ახალი მუნიციპალური პარკი გაშენდება

ბათუმის საკრებულომ შპს „ბათუმი რივიერას“ მიერ წარდგენილი მუნიციპალური პარკის მოწყობის კონცეფცია დაამტკიცა. პროექტირება აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება აგვისტოს ბოლოს იგეგმება. ახალ პარკში შენარჩუნდება არსებული ხეები და დაემატება მრავალი ახალი სხვადასხვა ჯიშის ხე, ბუჩქი და დეკორატიული მცენარე. ბათუმელებს და პარკში მისულ სტუმრებს დახვდებათ პადელის ორი კორტი, სპორტული მოედანი, საბავშვო გასართობი ზონები, კომფორტული მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო …

ბათუმის კონცხზე 5-ის ნაცვლად 3 თაუერი აშენდება – ყველაზე მაღალი 240 მეტრი იქნება

ბათუმის კონცხზე „რივიერა“ 5 თაუერის ნაცვლად 3 თაუერის აშენებას გეგმავს, რის გამოც საპროექტო ტერიტორიისთვის შეიცვალა განაშენიანების რეგულირების გეგმა [გრგ]. 2023 წელს განახლებული გრგ-ს მიხედვით, სამი თაუერიდან ყველაზე მაღალი 240 მეტრი სიმაღლის იქნება [70 სართული], მეორე – 205 მეტრი [55 სართული] და მესამე – 150 მეტრი [39 სართული]. ადრინდელი პროექტით აქ 5 თაუერიდან ყველაზე მაღალი 200 …

ყველაზე მაღალი შენობა ბათუმში – სანაპიროზე 200 მეტრი სიმაღლის კოშკის აშენება იგეგმება

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შპს „რივიერა ბათუმის“ ერთ-ერთი კოშკი ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა იქნება. კომპანიის მიერ ბათუმის მერიაში წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, ხუთი თაუერიდან ერთ-ერთი კოშკის სიმაღლე 200.60 მეტრი იქნება. სწორედ ეს 56-სართულიანი კოშკი იქნება ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა შპს „რივიერას“ ტერიტორიის მიმდებარედ არსებული პორტა …

5 კოშკი 6-ის ნაცვლად – რა უნდა აშენდეს ბათუმში „რივიერაზე“

ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ კომპანია „რივიერა ბათუმი“ გეგმავს კომპლექსის მშენებლობას, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე 6 ცათამბჯენის აშენება იგეგმებოდა. ბათუმის საკრებულომ დღეს, 16 ივლისს, ხმაურის ფონზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის მერიას დაევალა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის  მოსამზადებლად. პროცედურა პროექტის [გრგ-ის] საჯარო …

„რივიერაზე“ მშენებლობის ნებართვას ბათუმის მერია არ გასცემს – მერიის განმარტება

ბათუმის საკრებულო 16 ივლისის სხდომაზე, სავარაუდოდ, „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცებაზე იმსჯელებს. შესაბამისი პროექტები ბათუმის მერიამ საკრებულოში უკვე გადააგზავნა. მერიამ „რივიერას“ [იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიის] გრგ-ზე მუშაობა შპს „ბათუმი რივიერას“ მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. კომპანია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილია, ამ ტერიტორიაზე 42-სართულიანი „სილქ თაუერისა“ და კიდევ რამდენიმე შენობის აშენებას გეგმავს. გრგ საბოლოოდ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, …

ექსკავატორი „რივიერაზე“ – კომპანია დავალებას ითხოვს, მერია – დუმს

ექსკავატორი, რომელიც ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას, ნაკვეთის მესაკუთრის თქმით, მათ არ დაუქირავებიათ და იქ ამ დროისთვის რაიმე სამუშაოებს არ ახორციელებენ. ეს ტერიტორია, სადაც 6 შენობის აშენებაა დაგეგმილი, „სილქ როუდის“ შვილობილი კომპანიის – „ბათუმი რივიერას“ საკუთრებაშია. ექვსი შენობიდან ყველაზე მაღალი – „სილქ თაუერი“ კი, სავარაუდოდ, 42-სართულიანი იქნება. პროექტის განხორციელება ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ფინანსური თანამონაწილეობით …

მიეცეს „რივიერას“ ტერიტორიაზე გეგმარებითი დავალება კომპანიას – მოსაზრებების წარდგენის ვადა იწურება 

ადმინისტრაციული წარმოების ვადა საკითხზე – მიეცეს თუ არა კერძო კომპანიას ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით გეგმარებითი დავალება, იწურება. ადმინისტრაციული წარმოება 29 სექტემბერს დაიწყო და მოსაზრებების წარდგენა მერიაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო. როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, კომპანიისთვის გეგმარებითი დავალების მიცემა-არმიცემის საკითხს ქალაქის საკრებულო უახლოეს სხდომაზე გადაწყვეტს. „მანამდე კი, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აღნიშნულთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები მერიაში …

თორნიკე რიჟვაძე პროექტ რივიერაზე: არაფერია წინასწარ გადაწყვეტილი

„..ყველა ასეთ პროექტთან დაკავშირებით, პრინციპი არის შემდეგი, ეს არის ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგანი, კაბინეტებში არცერთი გადაწყვეტილება არ მიიღება. ჩვენ საზოგადოების სამსჯავროზე გაგვაქვს ეს პროექტები, ვიღებთ რეაქციებს, ზოგჯერ პოზიტიურს, ზოგჯერ ნეგატიურს. მინდა ვთქვა, რომ ყველა ასეთი განვიხილავთ საჯაროობის პრინციპის დაცვით“,  – ასე პასუხობს თორნიკე რიჟვაძე ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარედ დაგეგმილ სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით საზოგადოების პროტესტს. თუმცა, …

„ტრამპ თაუერი“ 44 სართული, „სილქ თაუერი“ – 42? -„რივიერას“ ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევა დაიწყო

ბათუმის იახტკლუბისა და ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიადაგის გეოლოგიური კვლევა დაწყებულია. ეს ტერიტორია, სადაც 6 შენობის აშენებაა დაგეგმილი, „სილქ როუდის“ შვილობილი კომპანიის – „ბათუმი რივიერას“ საკუთრებაშია. ექვსი შენობიდან ყველაზე მაღალი – „სილქ თაუერი“, სავარაუდოდ, 42-სართულიანი იქნება. პროექტის განხორციელება ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ფინანსური თანამონაწილეობით იგეგმება. ამ თემაზე: რა გეგმები აქვს ივანიშვილს ბათუმის „იახტკლუბთან“ დაკავშირებით …

რივიერა, იახტკლუბი და ჭაჭის კოშკი – ტრამპ თაუერის ნაცვლად სილქ თაუერი (გენგეგმის პრეზენტაცია)

„ბათუმი რივიერას“, იახტკლუბისა და „ჭაჭის თაუერის“ მიმდებარე ტერიტორიებს „სილქ როუდ ჯგუფის“ დაკვეთით საერთაშორისო კომპანია „ჩეპმენ ტეილორი“ ერთიანობაში დააგეგმარებს; „ჭაჭის თაუერის“ მიმდებარე სკვერი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე აშენდება საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები და გაკეთდება ხელოვნური ყურე [ლაგუნა], მოეწყობა კაზინო თუ სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები – ამის შესახებ დღეს, 20 სექტემბერს, ბათუმში, „ბათუმი რივიერას“ გენერალური გეგმის …

როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი – პროექტი

კომპანია „ბათუმი რივიერამ“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ბათუმის იახტკლუბის განვითარების პროექტი წარადგინა. პროექტის მიხედვით იგეგმება იახტკლუბის ტერიტორიის შემოღობვა და ბათუმის ნავსადგურის მხრიდან ოთხსართულიანი, დაახლოებით 18,5 მეტრი სიმაღლის შენობის აშენება, რომელშიც რესტორანი, საცურაო აუზი და სხვადასხვა დანიშნულების ოთახი განთავსდება. იგეგმება იახტებისთვის სპეციალური ბენზინგასამართი სადგურის მოწყობა. კომპანიაში და სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის პირველადი კონცეფცია, სამუშაო …

ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას პატარაძემ 9456 კვ.მ მიწა პორტთან 1 ლარად გადასცა

ბათუმის ნავსადგურსა და „ალი და ნინოს“ ქანდაკებას შორის არსებული ტერიტორია [იახტკლუბი], აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ბრძანების საფუძველზე, 20 წლით სარგებლობაში „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „რივიერას“ 1 ლარად გადაეცა. ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიისა და უშუალოდ იახტკლუბის განვითარებას, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი“ გეგმავს. ამის შესახებ ფონდმა თავად განაცხადა. ზურაბ პატარაძემ, გუშინ, 4 აპრილს, „ბათუმელების“ …

რა გეგმები აქვს ივანიშვილს ბათუმის „იახტკლუბთან“ დაკავშირებით

ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიისა და უშუალოდ იახტკლუბის განვითარებას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი“ გეგმავს. დეტალური პროექტი, თუ რა იგეგმება იახტკლუბის, ბათუმის ნავსადგურისა და „ჭაჭის თაუერის“ ადგილზე და მათ მიმდებარედ, ჯერ არ არსებობს. „იახტკლუბის განვითარების პროექტი გულისხმობს 4 კალენდარული წლის ვადაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იახტ-კლუბის ექსპლუატაციაში გაშვებასა და ამოქმედებას. კერძოდ: იახტ-კლუბის მოწყობა და მისთვის აუცილებელი …

ივანიშვილის ფონდის პარტნიორი მიწას ითხოვს ანბანის კოშკთან, სადაც „სილქ თაუერი“ უნდა აშენდეს

ბათუმში „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად „სილქ თაუერის“ მშენებლობა ყოფილი „რივიერას“ ადგილზეა დაგეგმილი. ახალი პროექტის განხორციელება „სილქ როუდ ჯგუფმა“ გუშინ, 7 ნოემბერს დაანონსა. „სილქ თაუერის“ პროექტის ფინანსური პარტნიორი საქართველოს თანაინვესტირების ფონდია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია. „სილქ თაუერი“ და მიმდებარე ტერიტორია ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება…“ – განაცხადა გიორგი რამიშვილმა, სილქ როუდ ჯგუფის ხელმძღვანელმა. „პირველ ეტაპზე იგეგმება „სილქ თაუერის“ მშენებლობა და …

Exit mobile version