სურსათის სააგენტო მიკროავტობუსებს იყიდის და შიგ გალიებს ჩაამონტაჟებს – ტენდერი 1,4 მილიონით

სურსათის ეროვნული სააგენტო 13 სატვირთო მიკროავტობუსს იყიდის და შიგ რკინის გალიებს ჩაამონტაჟებს. მიკროავტობუსების შესყიდვაზე სააგენტომ ტენდერი 1,4 მილიონი ლარით გამოაცხადა. „შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არანაკლებ 2025 წლის გამოშვების, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს 200კმ], ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. სააგენტოსთვის ავტობუსების გადაცემის შემდეგ, მიმწოდებელმა …

2,7 მილიონ ლარად სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ოფისს იშენებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ოფისის მშენებლობას გეგმავს. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 2,7 მილიონი ლარით გამოაცხადა. პროექტის მიხედვით შენობა სამსართულიანი იქნება. მიწის ნაკვეთი, სადაც ახალი ოფისი უნდა ააშენონ 1 110 კვადრატული მეტრია. ეს ტერიტორია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იყო, თუმცა, 2021 წელს ის საკუთრებაში სახელმწიფოს, სურსათის სააგენტოს კი – სარგებლობაში გადაეცა. ნაკვეთის მისამართია ბაგრატიონის ქუჩა …

სურსათის სააგენტო ვეტერინარიის დღეს „პარაგრაფში“ აღნიშნავს, რისთვისაც საპროტოკოლო მანქანებს ყიდულობს

სურსათის ეროვნული სააგენტო მსოფლიო ვეტერინარიის დღის აღნიშვნას გეგმავს, რისთვისაც ორ საპროტოკოლო/სასტუმრო ავტომობილს შეისყიდის. ღონისძიების ჩასატარებლად კი სასტუმრო „პარაგრაფი“ აქვს დაჯავშნილი თბილისში. ავტომობილების შეძენას სააგენტო 275 ათას 300 ლარად გეგმავს, „პარაგრაფთან“ კი ხელშეკრულება 116 ათას ლარზე აქვს გაფორმებული. ფულს სურსათის სააგენტო გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე დახარჯავს. სურსათის სააგენტო გამარტივებული წესით ავტომობილების შესყიდვას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. „2026 …

სურსათის სააგენტო ძაღლის დასაჭერ მარყუჟებს ყიდულობს – ტენდერი 436 800 ლარით

სურსათის ეროვნული სააგენტო 364 ცალ ძაღლის დასაჭერ სახელურიან მარყუჟს ყიდულობს. მარყუჟების შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 436 800 ლარით გამოაცხადა, ანუ 1 ცალი მარყუჟის შესყიდვის მაქსიმალური ფასი 1 200 ლარია. „364 ცალი ძაღლის დასაჭერი სახელურიანი მარყუჟი / მახასიათებლები: ლასო – ფოლადის იზოლირებული ბაგირით, 360°-ით მბრუნავი თავით, ფიქსატორით, სათადარიგო ბაგირით და მარყუჟის ქვედა ნაწილი პლასტმასით ან ალუმინით. …

მთავრობამ ღორების დაცვის წესიც დაამტკიცა – სეს-ის განმარტება

საქართველოს მთავრობამ „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ [წესი] დაამტკიცა, რომელიც ადგენს დაცვის მინიმალურ სტანდარტებს ღორებისთვის, რომლებსაც ბაგურად ინახავენ გამოზრდისა და სუქებისთვის. ახალი წესი არ ვრცელდება სადგომზე, სადაც 4-ზე ნაკლები ნეზვია. „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ 2028 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და მის შესრულებაზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. სააგენტოს განმარტებით, „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების …

გაიყიდა ქინდერის პარტია, რომელშიც შესაძლოა სალმონელა იყო – გაიგეთ, რომელ პროდუქტზეა საუბარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სალმონელას საფრთხის გამო, საქართველოში იმპორტირებული „ქინდერის“ 472 კილოგრამი საეჭვო პარტია დალუქა, თუმცა პროდუქციის ნაწილი საქართველოს ბაზარზე მაინც მოხვდა და გაიყიდა კიდეც. სააგენტომ დღეს, 6 მაისს, მოსახლეობას მოუწოდა, არ შეიძინონ და თუ უკვე შეიძინეს, არ გამოიყენონ „ქინდერის“ კონკრეტული პარტიებიდან შეძენილი პროდუქცია. ევროპაში – დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით …

E.coli-ის ბაქტერიით დაბინძურებული სასმელი წყალი სარფში – სეს

ბათუმსა და სარფში აღებული რამდენიმე ნიმუშის კვლევის შედეგად სასმელი წყალი დაბინძურებულია ისეთი მიკროორგანიზმებით, რომელთა არსებობა წყალში დაუშვებელია. სასმელ წყალში დარღვევების შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. სააგენტომ წყლის ნიმუშები 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში აიღო, შედეგები კი ოქტომბერში გამოაქვეყნა. ბათუმსა და სარფში აღებული რამდენიმე ნიმუშის ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ სასმელი წყალი დაბინძურებული იყო სხვადასხვა ბაქტერიით. …

ავტომაგისტრალთან მდებარე კვების 22 ობიექტი დააჯარიმეს, 11-ს კი მუშაობა შეუჩერეს

სურსათის ეროვნული სააგენტო ავტომაგისტრალთან მდებარე საზოგადოებრივ კვების ობიექტებს ამოწმებს. ამ ეტაპისთვის იმერეთის რეგიონში ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების 46 ობიექტი შეამოწმეს, მათგან 11 ბიზნესოპერატორთან გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა, რის გამოც მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა 22 ობიექტი. “ეს გეგმიური შემოწმებაა, მაგრამ თუ შემოვიდა ინფორმაცია დარღვევის შესახებ, ხორციელდება არაგეგმიური შემოწმება,” – გვითხრეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში. მათივე …

სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაციები მარტის ნაცვლად სექტემბრიდან ამოქმედდება

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის განცხადებით, დღეს, 11 თებერვალს, სურსათის ეტიკეტირების ახალ წესთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გამართული კონსულტაციების შედეგად მიღწეულია შეთანხმება გარდამავალი პერიოდის რეგულაციაზე. სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაციები 2019 წლის პირველი მარტიდან შედის ძალაში, თუმცა, ბიზნესასოციაციაში ამბობენ, რომ სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმებით, პროდუქციაზე გარდამავალი პერიოდის რეგულაცია გავრცელდება და კომპანიებს მიეცემათ საშუალება, პროდუქციის რეალიზება [გარდამავალ პერიოდში] …

24 მილიონი ლარი ფაროსანას საწინააღმდეგოდ და საჩივრები დავების საბჭოში

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად შესაბამისი პრეპარატების შესყიდვაზე ორი ტენდერი გამოაცხადა, საერთო ჯამში, 24 მილიონ 200 ათასი ლარით. სურსათის სააგენტოს ამ ორივე ტენდერისთვის კერძო კომპანიები დავების საბჭოში უჩივიან. [checklist] აზიური ფაროსანას მოსაზიდად 250 ათასი ცალი ფერომონიანი მისატყუარის [დამჭერი ხაფანგის გარეშე] შესაძენად ქვეყნის ბიუჯეტში 6 მილიონ 875 ათასი ლარია გათვალისწინებული. ამ თანხითაა გამოცხადებული შესაბამისი …

2019 წლის პირველი მარტიდან სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაციები ამოქმედდება

2019 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების – სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდასა და მისი უფლებების დაცვას ემსახურება. ახალი რეგულაციით, იზრდება ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი. ასევე, ახალი რეგულაციის მიხედვით: [checklist] განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა [ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის …

ფაროსანას საწინააღმდეგოდ სურსათის სააგენტო 6,8 მილიონი ლარის ფერომონს შეისყიდის

საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს 6 875 000 ლარი აქვს გათვალისწინებული ფერომონების შესაძენად. სააგენტომ 250 ათასი ცალი ფერომონიანი მისატყუარის [აზიური ფაროსანას მოსაზიდად, დამჭერი ხაფანგის გარეშე] შეძენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. ფერომონი გაუხსნელ მდგომარეობაში ვარგისი უნდა იყოს არანაკლებ ერთი წელი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან, ხოლო მოქმედების ხანგრძლივობა – არანაკლებ 12 კვირა. საქონლის მიწოდება კი უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2019 …

ბათუმში აღებულ ნესვის ნიმუშში ნიტრატები ნორმაზე 5-ჯერ მეტი აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, ბათუმის მარკეტებში – „აისბერგსა“ და „ბილიონში“ აღებულ ნესვის ნიმუშში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების რაოდენობა დაშვებულ ნორმაზე 5-ჯერ მეტი აღმოჩნდა. ნიმუში ბათუმში 16 ივლისს აიღეს. სააგენტოს მონაცემებით ნესვის ნიმუშში ნიტრატის შემცველობა იყო 480 მგ/კგ, მაშინ როდესაც ნორმა არის 90 მგ/კგ. სურსათის მწარმოებელი ინდმეწარმე ჯონი ხოზრევანიძეა. სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგის შესახებ ეცნობათ ბიზნესოპერატორებს …

ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ქედაში სასმელ წყალში დარღვევები გამოვლინდა – კვლევის შედეგი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ თვეში აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ქედაში სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლვა ჩაატარა. წყლის გამანაწილებელი სხვადასხვა ქსელიდან აღებულ წყლის 17 სინჯიდან, დარღვევა  15-ში აღმოჩნდა. სინჯები კი, ძირითადად, სხვადასხვა საბავშვო ბაღის სამზარეულოებში იყო აღებული. აღნიშნულ სინჯებში, სეს-ის მონიტორინგის [აპრილი-ივნისი] შედეგების მიხედვით, შემდეგი მიკრობიოლოგიური დარღვევები გამოვლინდა: სასმელ წყალში აღმოჩნდა საერთო კოლიფორმები [რაც ნორმით …

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხულოში 7 ბაღი დააჯარიმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მონიტორინგის საფუძველზე ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული შვიდი საბავშვო ბაღი დააჯარიმა. ჯარიმამ მთლიანობაში 6 000 ლარი შეადგინა. დიდაჭარის, ოქრუაშვილების, ღორჯომისა და დიოკნისის ბაღები – 1200, ხოლო საციხურის, ღურტისა და სოფელ ვერნების საბავშვო ბაღები – 400 ლარით დაჯარიმდნენ. ხულოს ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ბაღები, ძირითადად, სამზარეულოში გამოვლენილ არაკრიტიკული შეუსაბამობისთვისაა დაჯარიმებული. არაკრიტიკულ შეუსაბამობად და ჯარიმის მიზეზად …

სეს: ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება მისი მექანიკურად განადგურებაა

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს [სეს] ინფორმაციით, აზიური ფაროსანა ტემპერატურის კლებისას, გამოსაზამთრებლად საცხოვრებელ სახლებსა და დახურულ შენობებში ინაცვლებს. ამ დროს მასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება კი მისი მექანიკურად განადგურებაა. სეს-ის განცხადებით ერთ-ერთი მარტივი მეთოდი, რომელიც აქტიურად გამოიყენება აშშ-ში, მარტივი კონსტრუქციის მუყაოს ან სხვა მასალის თავშესაფრების დამზადებაა, რომელშიც მჭიდროდ თავსდება კვერცხის ჩასაწყობი ფირფიტები ან მსგავსი მასალა. თავშესაფარში გამოსაზამთრებლად შესული …

Exit mobile version