69 წლის ვერა ჯიჯავაძე და 75 წლის არმენ აკოპიანი უკვე რამდენიმე ათეული წელია ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე #61 კორპუსში, მე-2 სართულზე ცხოვრობენ. დაახლოებით ერთი წელია სმენისარმქონე ცოლ-ქმრის ბინაში ბზარები ჩნდება და იმატებს. მათ ჰგონიათ, რომ ეს კორპუსის პირველ სართულზე მდებარე აფთიაქში საყრდენი კედლების მოშლამ გამოიწვია. „გამოტეხვა რომ დაიწყეს, ისეთი ხმა იყო, არმენი ჩავიდა და ანიშნებდა, …
Tag Archives: სახიფათო სახლები ბათუმში
„ვხედავ, რაც მემუქრება, სახლი უნდა დამენგრეს თავზე“ – მოქალაქე უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს
„ვხედავ, რაც მემუქრება და აღარ ვიცი, რა გავაკეთო, სახლი არ დამენგრეს თავზე-მეთქი!“ – მოქალაქე სოფელ განახლებიდან ხელისუფლებას მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, მდინარის გასწვრივ, ჯებირის მოწყობას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მის საცხოვრებელს საფრთხე ემუქრება – ეს დოკუმენტურადაც დადასტურებულია. მისი ამბავი საინტერესოა იმითაც, რომ მოქალაქის თქმით, მას თავისი საცხოვრებელი სახლის პროექტი ხელვაჩაურის მერიაში გადასცეს. ის ირწმუნება, რომ მას …
რას ჰყვება ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრები – „სახლი წავიდა წინ და…“
„ეს სარეცხი ჩემი ბინის აივნიდან 8 ოქტომბერს გავფინე… არ ჩამომიხსნია, ნელ-ნელა თავისით ჩამოიყარა…“ – გვიყვება ელენე აბაიშვილი, რომელიც 26 მაისის ქუჩაზე ცხოვრობდა იმ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც 8 ოქტომბრის დილას სადარბაზო ჩამოიშალა და 9 ადამიანი დაიღუპა. კორპუსის ნგრევის დროს ელენეს ბავშვს იმ კედელთან მიდგმულ საწოლზე ეძინა, რომლის მეორე მხარესაც დედა ორ ბავშვთან ერთად დაიღუპა. „ეზოში როცა …
Continue reading “რას ჰყვება ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრები – „სახლი წავიდა წინ და…“”
რას უპირებს ბათუმის მერია ავარიულ კორპუსებში მცხოვრებლებს – VIDEO
„ეს სარეცხი ჩემი ბინის აივნიდან 8 ოქტომბერს გავფინე… არ ჩამომიხსნია, ნელ-ნელა თავისით ჩამოიყარა…“ – გვიყვება ელენე აბაიშვილი, რომელიც 26 მაისის ქუჩაზე ცხოვრობდა იმ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც 8 ოქტომბრის დილას სადარბაზო ჩამოიშალა და 9 ადამიანი დაიღუპა. კორპუსის ნგრევის დროს ელენეს ბავშვს იმ კედელთან მიდგმულ საწოლზე ეძინა, რომლის მეორე მხარესაც დედა ორ ბავშვთან ერთად დაიღუპა. „ეზოში როცა …
Continue reading “რას უპირებს ბათუმის მერია ავარიულ კორპუსებში მცხოვრებლებს – VIDEO”
წერილი ბათუმის მერიას კორპუსის ჩამონგრევამდე 50 დღით ადრე და მერიის განმარტება
ბათუმში, 26 მაისის ქუჩის იმ სახლიდან, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს, კორპუსის ჩამონგრევამდე 50 დღით ადრე სწერდნენ, რომ სახლის მესამე სადარბაზო ავარიულ მდგომარეობაშია. კორპუსის მცხოვრებლები არჩილ ჩიქოვანს მის შესწავლას სთხოვდნენ. ოფიციალურად, განცხადებით, ამ საკითხზე არჩილ ჩიქოვანს სახლის მესამე სადარბაზოს მაცხოვრებლებმა 2021 წლის 17 აგვისტოს მიმართეს. კორპუსის პირველი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შემთხვევას 9 …
Continue reading “წერილი ბათუმის მერიას კორპუსის ჩამონგრევამდე 50 დღით ადრე და მერიის განმარტება”
დაბზარული კედლები – კორპუსი ბათუმში, სადაც ადამიანებს ცხოვრების ეშინიათ
ბათუმში, ხოფის ბაზრობასთან ახლოს, 12-სართულიანი კორპუსი დგას. ლეონიძის ქუჩა №6ბ – ეს ამ სახლის მისამართია. 12-სართულიან კორპუსს ბოლო სართულზე მცხოვრებმა მეცამეტე სართული დააშენა, კორპუსს პირველსა და მეორე სართულზეც აქვს მიშენებები. სახლის სარდაფში საკანალიზაციო, დიდი მილები ერთმანეთსაა აცდენილი და სარდაფი ფეკალური მასებითაა სავსე. როგორც კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, უკვე 10 წელია ასეა. თუმცა სარდაფი ამ კორპუსის ერთადერთი …
Continue reading “დაბზარული კედლები – კორპუსი ბათუმში, სადაც ადამიანებს ცხოვრების ეშინიათ”
გვიშველეთ, რომ აქ არ ჩავიხოცოთ – სახიფათო სახლის მცხოვრებლები ლერმონტოვის ქუჩიდან
ლერმონტოვის ქუჩაზე #96დ კორპუსს უზარმაზარი ბზარები აქვს. ხუთსართულიან სახლში ექვსი სადარბაზოა. ყველაზე დიდი და ღრმა ბზარები მესამე სადარბაზოშია, რომლის ყველა სართულზეც მიშენებული აქვთ მცხოვრებლებს აივნები, ლოჯიები და დამატებითი სველი წერტილები. სადარბაზოს გარდა ბზარები გაჩნდა ბინების ოთახებში, ყველა სართულზე. საგანგაშო ბზარები აქვს კორპუსის მიშენებულ, საკმაოდ მოზრდილ ნაწილს. „ცუდ დღეში ვართ, დაძინების გვეშინია. მეშინია სარეცხის გაფენის, ბავშვების …
Continue reading “გვიშველეთ, რომ აქ არ ჩავიხოცოთ – სახიფათო სახლის მცხოვრებლები ლერმონტოვის ქუჩიდან”
რას სთავაზობს ბათუმის მერია იმ ოჯახებს, რომელთა კორპუსის ფასადზეც ბათქაში ჩამოიშალა
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის თქმით, ისინი ამაღამვე გაიყვანენ რურუას ქუჩის #1-ში არსებული კორპუსის მცხოვრებლებს სასტუმროებში. გრძელვადიანად კი, კორპუსს ჩაუტარებენ ექსპერტიზას. „კორპუსის მდგომარეობის შეფასება და დაიგეგმება შემდეგი რა ღონისძიებები გატარდება კორპუსთან მიმართებაში. ექსპერტიზის მიხედვით გადაწყდება კორპუსზე გამაგრებით სამუშაოები ჩატარდება, თუ მდგომარეობა უფრო მძიმეა და ჩატარდება დემონტაჟი. 10 დღის წინ მერიის ინფრასტრუქტურის თანამშრომლებმა ვიზუალურად დაათვალიერეს …
ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში ზარები არ წყდება – მოქალაქეები კორპუსების შემოწმებას ითხოვენ
ბოლო 3 დღის განმავლობაში ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში ზარები არ წყდება. ინსპექციის ხელმძღვანელის, არჩილ კონცელიძის ინფორმაციით, სამსახურში დღეში რამდენიმე ათეული შეტყობინება შედის, მოქალაქეები სახლების შემოწმებას ითხოვენ. „ძალიან ბევრი შეტყობინება შემოდის, დღის განმავლობაში რამდენიმე ათეული. შეძლებისდაგვარად დამხმარე ძალების მობილიზებით, ჩემსავე სამსახურებში სხვა მიმართულებების მობილიზებით ვცდილობთ ყველა შეტყობინებაზე გავიდეთ და შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ“, – აცხადებს არჩილ კონცელიძე. მისივე …