ვის შეუჩერებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რეგისტრაციას – ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას ავრცელებს „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ბრძანებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, 2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან 6 თვით ან და მეტი ვადით, უწყვეტად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, როგორც მოსარგებლეს[ბენეფიციარს] რეგისტრაცია შეუჩერდებათ. ამ მოქალაქეებმა ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ პროგრამით რომ ისარგებლონ, ხელახლა მოუწევთ ამბულატორიებში დარეგისტრირება. შესაბამის ბრძანებას ხელი „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა, …

მოქალაქეები ითხოვენ ონკოპაციენტებს დაუფინანსდეს სადიაგნოსტიკო და გეგმიური საკონტროლო კვლევები

„Motxovna N……. Ar dakmayofilda. Damatebiti informaciistvis gtxovt mimartot servis centrs,“ – ამ შინაარსის ტექსტს იღებენ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსგან პაციენტები, რომლებსაც სკრინინგის შემდეგ კიბო აღმოაჩნდათ და ანალიზების დასაფინანსებლად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მიმართეს. სწორი დიაგნოზის დასმისათვის, მკურნალობის სწორად წარმართვისთვის და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭიროა მთელი რიგი სადიაგნოსტიკო კვლევები, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს. თანხა, რომელიც კვლევებს სჭირდება ხშირად …

ჯანდაცვის ქართულ სისტემას ქვეყნის მდიდრებისთვის მოაქვს სარგებელი – ფრანგი ექიმების კვლევა

„ჯანმრთელობის უფლებრივი  მდგომარეობა საქართველოში: ხელმისაწვდომობა და მკურნალობის ხარისხი“ ასე ჰქვია კვლევას, რომელიც მოამზადა ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან თანამშრომლობით. ანგარიშის მოსამზადებლად ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლეს 2022 წლის თებერვალში, კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას, ხარისხს და ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო და სახელმწიფო სისტემას. ქვემოთ მოცემულ მასალაში კვლევის მხოლოდ იმ ნაწილს შევეხებით, სადაც …

ძვირი და შეუსაბამოდ დანიშნული წამლები – ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვა შეისწავლეს

ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლა და 2022 წლის თებერვალში ჩაატარა კვლევა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აღწერს. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს. კვლევის თანახმად, ექიმებისა და ჯანდაცვის სისტემის მიმართ უნდობლობას გამოხატავს ყველა მოქალაქე, ვინც კვლევისას გამოიკითხა. ჯანდაცვის სისტემის მიმართ სხვადასხვა სახის პრეტენზია აქვთ მოქალაქეებს ინდივიდუალური …

პაციენტის თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდა – პენსიონერები 10 პროცენტს გადაიხდიან

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურებისთვის პაციენტის თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდა. „მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით“ (DRG) დაფინანსების მოდელის პირობებში პაციენტებისთვის მოიხსნა სხვა დამატებითი გადასახადი, გარდა თანაგადახდის წილისა, რომელიც 0-30%-ია. მიუხედავად ამისა, თანაგადახდა მაინც მძიმე ტვირთად აწვება პაციენტებს. ჯანდაცვის სამინისტრომ კონკრეტული ჯგუფებისთვის დააწესა ზედა ზღვარი, რომელზე მეტის გადახდა, მათივე განმარტებით, პაციენტს არ …

რა არის „დაშენებული პაკეტი“ და რატომ ითხოვენ სადაზღვევო კომპანიები მის დაბრუნებას

„ამით არ ავშენდებით, მაგრამ კიდევ 2 მილიონ ადამიანს ექნება საშუალება, ის სერვისები, რომლებიც არ შედის საყოველთაო ჯანდაცვაში ან ნაწილობრივ იფარება, დაფაროს არა საკუთარი ჯიბიდან, არამედ სადაზღვევო კომპანიიდან. ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა მოქალაქეებისათვის და მთელი ჯანდაცვის სისტემისთვის,“ – ასე ხსნის საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი ე.წ. დაშენებული სადაზღვევო პაკეტების მნიშვნელობას. სადაზღვევო სექტორი საქართველოს …

ხომ არ გაუარესდება კლინიკებში მომსახურების ხარისხი? – დაფინანსების ახალი წესი

საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ კლინიკების დაფინანსების ახალი – DRG მოდელი პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ამ მოდელით ავტომატურად გამოითვლება ის ფასი, რასაც სამინისტრო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ერთსა და იმავე სერვისზე ყველა კლინიკაში ერთი და იგივე ფასი იქნება. შესაბამისად, პაციენტები თანაგადახდის პროცენტს თანაბარი პრინციპით გადაიხდიან. DRG-ი შეეხება მხოლოდ ჰოსპიტალურ …

კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელი ნოემბრიდან ამოქმედდება

სამედიცინო დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ კლინიკების დაფინანსების ახალი, DRG მოდელი პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს დამატებითი ხარჯის გაწევა აღარ მოუწევს და მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს. „DRG პრინციპი გულისხმობს, რომ პაციენტს უნაზღაურდება დაფინანსება დიაგნოზის მიხედვით. შესაბამისად, კონკრეტულ დიაგნოზზე არის …

უშვილობის პროგრამაში ბენეფიციართა სარეიტინგო ქულა 200-დან 300 ათასამდე გაიზრდება

უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამაში, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ წელს, პილოტურ რეჟიმში აამუშავა, ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმების ნაწილში ცვლილება იგეგმება. კერძოდ, თუ წელს ბენეფიციარებს წარმოადგენენ 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ან/და შშმ სტატუსის მქონე, არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში კანონიერ ქორწინებაში მყოფი უნაყოფო წყვილები, მომავალი წლიდან  პროგრამაში მონაწილეობისთვის სარეიტინგო ქულის ბარიერი 300 000-მდე აიწევს. მინისტრის …

ექიმების რაოდენობა ძალიან მაღალია, ექთნებზე კი მწვავე დეფიციტია – ჯანმო საქართველოზე

საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ექიმების რაოდენობა ძალიან მაღალია, მაგრამ ექთნების მწვავე დეფიციტია – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლეს ანგარიშში წერია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ ხაზს უსვამს 2013 წლიდან მიღწეულ პროგრესს საჯაროდ დაფინანსებულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, რამაც ფინანსური ბარიერების შემცირების გზით მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს საშუალება მისცა ჯანდაცვის სერვისებზე ჰქონოდა წვდომა. …

სახელმწიფომ გეგმიური ოპერაციების დაფინანსება კვლავ შეაჩერა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ზოგიერთ გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა სახელმწიფომ კვლავ შეაჩერა. ამჯერად 2 თვით. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს არ ეხება ონკოლოგიას, კარდიოლოგიას და გადაუდებელ დახმარებას. ასევე მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ იმ საგარანტიო ფურცლებით, რომლებიც დღემდე უკვე გაცემულია. მთავრობის შესაბამისი დადგენილება ჯერ გამოქვეყნებული არ არის. სამინისტროში აცხადებენ, რომ დოკუმენტი უახლოეს პერიოდში …

ვის შეუძლია მედიკამენტების უფასოდ მიღება – რა კითხვებს არ პასუხობს ჯანდაცვის სამინისტრო

ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტებს ვეღარ იღებენ. ზოგიერთი პაციენტის თქმით, პროგრამის ფარგლებში ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებს აფთიაქები არ გასცემენ, ზოგი კი აცხადებს, რომ მედიკამენტი გამოუცვალეს.  პაციენტების თქმით, სწორედ ამ მიზეზების გამო ისინი იძულებული არიან მედიკამენტები საკუთარი ხარჯებით შეიძინონ. სახელმწიფოს მიერ დაწესებულია კვოტით, პაციენტი საჭირო რაოდენობის მედიკამენტს ვერ იღებს. დეფიციტურ მედიკამენტებზე ჯანდაცვის სამინისტროდან …

სახელმწიფო გეგმიურ ოპერაციებს პირველ მარტამდე აღარ დააფინანსებს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ზოგიერთ გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა მთავრობამ 2021 წლის 1-ელ მარტამდე შეაჩერა. 2020 წლის 10 ნოემბრამდე გაცემული საგარანტიო ფურცლები კი მოქმედია ვადის ამოწურვამდე. ცვლილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში 19 ნოემბერს შევიდა. „COVID19 პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2020 წლის …

რა იცვლება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა როინ გავაშელიშვილის და ვალერიან მიგინეიშვილის სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას უკავშირდება. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სრულად სარგებლობის უფლება მიეცემათ იმ პირებს, ვინც 2013 წლის პირველ ივლისამდე კერძო დაზღვევით სარგებლობდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საყოველთაო დაზღვევით სრულად ვერ სარგებლობდნენ ადამიანები, ვინც …

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები პირველი მაისიდან ამოქმედდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები პირველი მაისიდან ამოქმედდება. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ. მათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება არ ეზღუდებათ.   აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზაფხულიდან მედიკამენტები დაუფინანსდებათ სოციალურად დაუცველ იმ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 …

Exit mobile version