მასწავლებლებმა 5 416 ლარი ჩაურიცხეს დიუშენით დაავადებულ ბავშვებს ორ დღეში

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდამჭერ მარათონს მასწავლებლების ნაწილიც შეუერთდა. როგორც მარათონის მხარდამჭერი ერთ-ერთი მასწავლებელი გურიიდან, ირმა გორდელაძე ამბობს, ბავშვების დასახმარებლად პედაგოგებმა 25 მაისისთვის 5 461 ლარის გადარიცხვა მოახერხეს. დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მხარდამჭერი მარათონი ილიაუნის სტუდენტებმა ორი დღის წინ წამოიწყეს და ორ დღეში, ორ მილიონამდე ლარის შეგროვება შეძლეს. თანხის ჩარიცხვები ბავშვების დასახმარებლად ისევ გრძელდება. …

„წამალი ბავშვებს!“ – კამპანიაში, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბიც ჩაერთო

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერ კამპანიაში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულთა კლუბიც ერთვება. ამის შესახებ ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი, ლადო აფხაზავა წერს ფეისბუქზე. „ჩვენ, მასწავლებლები ვზრდით მომავალ თაობებს – სიტყვით, ცოდნით, სიყვარულით, ოღონდ უფრო მეტად, მაგალითებით. დღეს დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს ყველაზე მეტად ჩვენი თანადგომა სჭირდება. თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია თუნდაც მცირედ ხელის გაწვდენით, წვეთ-წვეთობით ავავსოთ სიკეთის …

დათის სიცოცხლის გადასარჩენად – აშშ-ში ქართველი ემიგრანტები თანხას აგროვებენ

ავტორი: ნათია კაპანაძე ________________ დათი ქოქრაშვილი 2022 წლის 31 მარტს თბილისში, პეკინის ქუჩაზე სკოლის ავტობუსს ელოდებოდა, როცა მანქანა დაეჯახა. ამ შემთხვევამ მნიშვნელოვნად დააზიანა 8 წლის ბავშვის ჯანმრთელობა და შეცვალა მისი ოჯახის ცხოვრება. ბევრმა წამყვანმა კლინიკამ და ქირურგმა უარი თქვა მის მკურნალობაზე. საბოლოოდ, ავარიის შემდეგ დათიმ 26 ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა. საქართველოში, ისრაელსა და გერმანიაში მკურნალობის შემდეგ, …

43 არტისტი უკრაინის დასახმარებლად ნამუშევრებს ყიდის

43 არტისტი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გაერთიანდა. მათ NFT კოლექცია შექმნეს, რომლის შეძენაც უკვე შეგიძლიათ Opensea.io-ზე. გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად ომში მყოფ უკრაინელ ხალხს გადაერიცხება. „ეს არტისტები ძალიან ცნობილი პირები არიან თავიანთ სფეროში და ძალიან ძვირადაც ჰყიდიან თავიანთ ნამუშევრებს, მაგრამ რადგან აქცია საქველმოქმედოა, ფასი არ არის მითითებული და მსურველებს შეუძლიათ თვითონ შემოგვთავაზონ თუ რა თანხას გადაიხდიან …

ვაგროვებთ თბილ ტანსაცმელსა და ნივთებს ბავშვებისა და უფროსებისთვის

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა” და “ბათუმელების” ორგანიზებით გრძელდება ნივთების შეგროვება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად ეს საჭიროება განსაკუთრებით იკვეთება, რადგან ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გამო ბევრ ადამიანს არ აქვს საშუალება, დროულად შეიძინოს თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მათ შორის არიან ბავშვები, რომლებიც ყოველდღიურად სკოლაში, ბაღში დადიან და განსაკუთრებით ესაჭიროებათ გამძლე და …

14 წლის ბიჭმა ჰოლანდიაში 40 ათასი ევრო შეაგროვა კახეთში შშმ პირთა სათნოების სახლისთვის

გიორგი ვენკო თოთხმეტი წლისაა, ლევან ვენკო კი – თორმეტის. გარდა იმისა, რომ ძმები არიან, მათ ერთი დიდი საერთო აქვთ – ორივე ქველმოქმედია. გიორგისა და ლევანს დედა ქართველი ჰყავთ, მამა – ჰოლანდიელი და ჰოლანდიაში ცხოვრობენ. მას შემდეგ, რაც დედისგან გიორგიმ კახეთში „ბროწლიანის სათნოების სახლის“ მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ შეიტყო, 12 წლის ბიჭმა სკოლაში საქველმოქმედო აქცია მოაწყო, …

საქველმოქმედო კამპანია 6-შვილიანი დედის დასახმარებლად

სტატია 32 წლის ქალზე, რომელიც ნაქირავებ ბინაში, სიღარიბეში ზრდის 6 შვილს, batumelebi.ge-ზე 22 ივლისს გამოქვეყნდა. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ჩართულობით მიმდინარეობს საქველმოქმედო კამპანია ოჯახის დასახმარებლად. მოხალისეებმა საყოფაცხოვრებო ნივთები და სათამაშოები შეაგროვეს,  კომპანიებმა –  „მარდი ჰოლდინგმა“ და „ანბანის კოშკმა“ კი ოჯახს პროდუქტი და ტკბილეული შეუძინეს. საქველმოქმედო კამპანია გრძელდება. თუ გსურთ, დაეხმაროთ ოჯახს, სადაც ბავშვები იძულებულნი არიან იატაკზე დაიძინონ …

მოხუცებმა წინასააღდგომოდ ქობულეთში საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ქობულეთში იმ მოხუცებმა მოაწყვეს, რომლებსაც ევროკავშირის დაფინანსებით მცირე გრანტი აქვთ მოპოვებული. ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ბენეფეციარები ამ გზით სოციალურად დაუცველ მოხუცებს საკვები პროდუქტით დაეხმარნენ. „თითქმის ყველაფერი გაიყიდა და დაახლოებით 700 ლარი შეგროვდა. ამ თანხით 90 მოხუცს საკვები პროდუქტები გადავეცით,“ – ამბობს ნანა კალანდაძე, ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ხელმძღვანელი. გამოფენა-გაყიდვაზე სუვენირებთან ერთად საკვები პროდუქტებიც იყო წარმოდგენილი, რასაც …

საქველმოქმედო აქცია სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წევრი ორგანიზაცია „იალქანი,“ საქველმოქმედო აქციას – „წერილები თოვლის პაპას“  ანახლებს. პროექტი ორი წლის წინ, მედიის მხარდაჭერით დაიწყო. „სწორედ მათი დახმარებით მიიღო პროექტმა მასშტაბური სახე მიიღო და მასში აქტიურად ჩაერთნენ როგორც ბიზნესის, ისე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, კონკრეტული მოქალაქეები. მათი დახმარებით უკვე ორჯერ ვაჩუქეთ ბავშვებს ჯადოსნური დღესასწაული. ჩვენი ბენეფიციარი ბავშვები  სოციალურად დაუცველი და …

გააჩუქე თბილი ტანსაცმელი, რომელიც არ გჭირდება – საქველმოქმედო აქცია ევროპის მოედანზე

ბათუმში, ევროპის მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხესთან არასამთავრობო ორგანიზაცია „სანშაინის“ მოხალისეები სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ადამიანებისთვის თბილ ტანსაცმელს აგროვებენ. „სანშაინის“ თავმჯდომარე ედო მჟავანაძე ამბობს, რომ აქცია მეორე დღეა მიმდინარეობს და ჯერჯერობით მათ უფრო მეტმა ბენეფიციარმა მიმართა, ვიდრე დახმარების მსურველმა და მხოლოდ მცირე რაოდენობით თბილი ტანსაცმელი შეგროვდა. „ვაგროვებთ თბილ ტანსაცმელს იმ ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდება დახმარება. 27 დეკემბერს, …

რეზინის ბოტები „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ბავშვებისთვის – მიმართვა მოქალაქეებს

ალბათ ყველას გსმენიათ, რომ ხელვაჩაურში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ბავშვები ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ. მათი მშობლები ვერ ახერხებენ ბავშვების უზრუნველყოფას სრულფასოვანი კვებითა თუ ტანსაცმლით. ჩვენ, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისეები, ვეცდებით, ამ ბავშვებს ერთი დღით მაინც გავუმრავალფეროვნოთ ცხოვრება. დაგეგმილი გვაქვს მათი წაყვანა ბავშვთა გასართობ ცენტრში, ამას ჩვენი ორგანიზაციის სახსრებით შევძლებთ. გარდა ამისა, ძალიან გვინდა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ …

Exit mobile version