732 მილიონი ლარი ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის – ავტობანი რიკოთზე

რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება გააფორმა. ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია Hunan Road and Bridge Construction Group-ია. პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია, ხოლო სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული. პროექტი ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე 35 ახალი …

გზების დეპარტამენტს ადგილობრივი კომპანიების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ – ქუთაისის შემოვლითი გზა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერების გამო ოთხი კომპანია დავების საბჭოში უჩივის. კომპანიები აცხადებენ, რომ დეპარტამენტის სატენდერო პირობები ადგილობრივი კომპანიებისთვის დისკრიმინაციულია, ზღუდავს ჯანსაღ კონკურენციას და უცხოურ კომპანიებზეა მორგებული. დეპარტამენტის მიერ „სატენდერო პირობების განსაზღვრისას თავდაყირაა დაყენებული სახელმწიფო შესყიდვების, როგორც უმნიშვნელოვანესი მმართველობითი საქმიანობის პროცედურის არსი და მიზანი, ასევე კონკურენციის შესახებ კანონის იმპერატიული მოთხოვნა …

4-ნახევარი საათი სარფიდან წითელ ხიდამდე – 3 მილიარდამდე ლარი ავტობანისთვის რიკოთზე

რიკოთის  მთლიან მონაკვეთზე ახალი ავტომაგისტრალის ასაშენებლად დაახლოებით 3 მილიარდი ლარი დაიხარჯება, თუმცა ეს თანხა სატენდერო პროცედურების შემდეგ დაზუსტდება – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. აქვე ამბობენ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის გავლას, წითელი ხიდიდან სარფამდე [სიჩქარის შეზღუდვის გათვალისწინებით] დღეს, დაახლოებით 8 საათი სჭირდება, ამ პროექტის დასრულების შემდეგ კი ამ დერეფნის დაფარვა 4,5 საათში იქნება შესაძლებელი. რიკოთის უღელტეხილზე, ჩუმათელეთიდან …

110-მილიონიანი ტენდერი კომპანიას, რომელმაც 30-მილიონიანი სამუშაო ვერ შეასრულა

ხულო-გოდერძი-ზარზმის ახალ საავტომობილო მაგისტრალს, საქართველოს გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია „ტოდინი“ ააშენებს, რომელმაც მშენებლობის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან უკვე დაიწყო“. ირკვევა, რომ „ტოდინი“, რომელიც სახელმწიფოსგან 2016 წელს მიღებულ დაკვეთებს არაჯეროვნად ასრულებს, 2018 წელს კიდევ ერთი – 110 მილიონიანი ტენდერის გამარჯვებულად დაასახელა სახელმწიფო გზების დეპარტამენტმა, ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის მშენებლობაზე. გარდა ამისა, …

ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზის  24-ე კმ-ზე მდებარე  საავტომობილო გვირაბში, გადაუდებელი ელექტრო-მექანიკური სამუშაოების გამო, 2018 წლის პირველ ნოემბერს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გვირაბში მოძრაობა ნაწილობრივ, ერთ სამოძრაო ზოლზე [ქობულეთი–ბათუმის მიმართულება] შეიზღუდება. „აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამავე თემაზე: ქობულეთის შემოვლითი …

ქობულეთის შემოვლითი გზის 13 კმ მონაკვეთის განათებაზე 3 373 235 ლარი დაიხარჯება – უსაფრთხოება

ქობულეთის შემოვლითი გზის შეკვეთილი-გვარას მონაკვეთის განათებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 373 235 ლარი დაიხარჯება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვა შეარჩია კომპანია, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებს. რაც შეეხება ამავე გზის გვარადან ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთს, მისი განათება, დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის მშენებლობის დროს მიღებული ეკონომიის ხარჯზე დაფინანსდება; შიდა სატენდერო პროცედურები დაწყებულია და კომპანია, რომელიც გზის განათებაზე იმუშავებს, მალე შეირჩევა. ამ მონაკვეთის …

ხულო არჩეული მერის გარეშე და 217 მილიონზე მეტი ლარის პროექტები

ხულოს მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, 217-ზე მეტი მილიონი ლარის საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მუნიციპალიტეტის მერია თავადაც ახორციელებს გარკვეულ პროექტებს, ითანხმებს სხვა პროექტებს, გასცემს ნებართვებს ან თანხმობას. მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა, ასევე, დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვება-არგაშვებაზე გადაწყვეტილების მიღება. მიმდინარე თუ დაგეგმილი მრავალმილიონიანი პროექტების ფონზე ხულოს არჩეული მერი, გოჩა მელაძე, 17 ოქტომბერს გაურკვეველ ვითარებაში გადადგა. ამ თემაზე: რა სჭირს გოჩა …

ბათუმი-სარფის ახალი გზა – რამდენიმე ვარიანტი, თუ სად გაივლის გზა გონიოში, კვარიათსა და სარფში

ბათუმი[ჭოროხი]-სარფის გზის მშენებლობისთვის მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი უკვე განიხილეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკურ საბჭოზე. ახალი გზის სავარაუდო სიგრძე 12 კმ-ია. კონკრეტულად სად გაივლის ახალი გზა მდინარე ჭოროხიდან გონიო-კვარიათი-სარფის მიმართულებით, ამ დროისთვის კვლავ უცნობია. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „ბათუმი-სარფის მიმართულების რამდენიმე ვარიანტი განიხილეს, საიდანაც ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი შეირჩევა და დეტალური პროექტის მომზადება დაიწყება“. „ახალი გზის მიმართულების ბევრი …

ქუთაისის შემოვლითი გზა ოთხზოლიან ავტომაგისტრალად გადაკეთდება – 204 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან

ქუთაისის შემოვლითი გზა ოთხზოლიან ავტომაგისტრალად გადაკეთდება, რისთვისაც არსებული ორზოლიანი გზის პარალელურად ახალი ორზოლიანი გზა აშენდება. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. 41-კილომეტრიანი გზის სამშენებლო სამუშაოებზე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერები ოთხ ლოტად გამოაცხადა. ჯამური სატენდერო თანხა 204 572 062 ლარია. ახალი გზა შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებიდან 22 თვეში უნდა აშენდეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, არსებული ორზოლიანი გზა 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა და …

მოსაბრუნებელი გზა მახინჯაურის გვირაბის თავზე – დამატებით 4,4 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან მოსაბრუნებელი გზის მოსაწყობად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა. სავარაუდო თანხა 4 485 415 ლარია. მოსაბრუნებელი გზა, რომელიც მახინჯაურის მხრიდან გვირაბის თავზე გადაივლის, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვეში უნდა დასრულდეს, თუმცა, ჯერ ის ნაკვეთები, სადაც გზა გაივლის, კერძო მესაკუთრეებისგან სახელმწიფოს არ გამოუსყიდია. მიწის ნაკვეთების გამოსყიდვაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმება მიღწეული რომ არ არის, „ბათუმელებს“ გზების …

ბათუმში შემოვლითი გზის მშენებლობის გამო მოქალაქეებს ქონებას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო ბათუმში სამ მოქალაქეს საკუთრებას ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაში, რომელსაც ხელს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჩერქეზიშვილი აწერს, აღნიშნულია, რომ ვინაიდან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება კერძო მესაკუთრეებთან უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. „საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორის …

მოქალაქე: თუ შესაბამის კომპენსაციას არ მოგვცემენ ქონებას არ დავთმობთ

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მცხოვრებ ნაკაშიძეების ოჯახთან, მათი საცხოვრებელი სახლისა და საკარმიდამო ნაკვეთის ნებაყოფლობით დათმობაზე, ამ დრომდე ვერ შეთანხმდა. სახლი ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო აღებაშია. მესაკუთრეები აცხადებენ, რომ დეპარტამენტი ქონების სანაცვლოდ მათ არარეალურ ფასს სთავაზობს. ახალი გზის მშენებლობა დაწყებულია და ნაკაშიძეების სამეზობლოში რამდენიმე სახლი უკვე დაანგრიეს. „ჩვენი სამსართულიანი სახლი არაობიექტურად შეაფასეს. აქ …

ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნა ისევ გადაიდო

ქობულეთის შემოვლითი გზის ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან-სოფელ გვარამდე მონაკვეთის გახსნა ისევ გადაიდო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზა ორშაბათს, 2018 წლის 18 ივნისს, უნდა გახსნილიყო. „რა მიზეზით გადაიდო გზის გახსნა, კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ 18 ივნისს ნამდვილად აღარ გაიხსნება. გზის გახსნა ძალიან დიდი ხნით არ გადადებულა, მაგრამ როდის გაიხსნება, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ ვიცით. გზის მშენებლობა დასრულებულია, …

ქობულეთის შემოვლითი გზა იხსნება – ბათუმსა და თბილისს შორის მგზავრობა 30 წუთით მცირდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზა [ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან-სოფელ გვარამდე მონაკვეთი] 2018 წლის 18 ივნისს გაიხსნება. „გზის ოფიციალური გახსნა ორშაბათს, 18 ივნისსა დაგეგმილი, თუ რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება“ – გვითხრეს დეპარტამენტში. ქობულეთის შემოვლითი გზა ოზურგეთის სოფელ შეკვეთილიდან ქობულეთის სოფელ გვარამდე მონაკვეთში გახსნილია [პირველი ლოტი]. გვარადან მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთი [მეორე ლოტი] კი ახლა გაიხსნება. …

ავარიული ხიდი ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე და 2 მილიონი ლარი დროებითი სამუშაოებისთვის

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულთან მდებარე ხიდი კვლავ ავარიულ მდგომარეობაშია. ე.წ. საფრის ხიდი, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჯერად 15 მაისს წვიმამ დააზიანა: „მისასვლელი ბურჯის ტანი გადატეხილია შუა ნაწილში და გადაყირავებულია ბათუმიდან მისასვლელი გზის მხარეს დაახლოებით 30-40 სმ-ით. ასევე, გამორეცხილია სარეგულაციო ფრთები, მდინარის გასასვლელში. შეიმჩნევა მეწყრული პროცესების გააქტიურება“. ავტომაგისტრალის ამ მონაკვეთზე აიკრძალა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და …

მოსახლეობა: ჩვენი სახლებიდან 2-5 მეტრში ავტობანს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე აშენებენ

ბათუმში, მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ათამდე ოჯახი აცხადებს, რომ მათ საკარმიდამო ნაკვეთებში, საცხოვრებელი სახლებიდან 2-5 მეტრში, ისე გაჰყავთ ახალი გზა, რომ არანაირ კომპენსაციას არ უხდიან. ეს ოჯახები ამბობენ, რომ დაახლოებით ორი წლის წინ განსასახლებელთა სიაში იყვნენ. დღეს, როცა სამუშაოები ფაქტობრივად მათ ეზოებშია დაწყებული, ეუბნებიან, რომ არც განსახლების სიაში არიან და არც კომპენსაციას სთავაზობენ. „შეიცვალა გზის მიმართულებაო, …

ქობულეთის შემოვლითი გზა ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება

ქობულეთის შემოვლითი გზა, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან ქობულეთის სოფელ გვარამდე მონაკვეთში, მიმდინარე წლის ივნისის შუა რიცხვებში  გაიხსნება, ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში უთხრეს. „სამშენებლო სამუშაოები გეგმის მიხედვით ამ დღეებში დროულად დასრულდება და გზის გახსნის ღონისძიებაც დაიგეგმება. ვვარაუდობთ, რომ გზა 15 ივნისისთვის გაიხსნება,“ – გვითხრეს დეპარტამენტში, თუმცა სამუშაოების დასრულებისა და გზის გახსნის ვადა რამდენჯერმე გადაიწია. ქობულეთის …

ფერდების მდგრადობა არ აკმაყოფილებს ნორმებს – მშენებლობა გვირაბთან 4,7 მილიონით ძვირდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შპს „გზა“-სთან 2,5 მილიონ ლარზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება შეაქვს. კომპანიას 2017 წლის ნოემბერში ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძი უნდა აეშენებინა, თუმცა დეპარტამენტმა დასრულების ვადა რამდენჯერმე გადაწია – ამჯერად, 2018 წლის 31 აგვისტომდე, რაზეც შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობას ითხოვს. როგორც აღმოჩნდა, სამუშაოები დაიწყეს, თუმცა დროულად ვერც გეოლოგიური დასკვნა დაიდო, ვერც პროექტი და არც …

ფრიდონ ხალვაშის გამზირი ზებრა გადასასვლელების გარეშე [ვიდეო]

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სადაც რამდენიმე სკოლaაა, არ არის დახაზული ზებრა გადასასვლელები. გამზირი ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ნაწილია და აქ ინტენსიური მოძრაობაა. გზის სავალ ნაწილზე გადასასვლელი ნიშნების არარსებობის გამო გადასვლა ჭირს, განსაკუთრებით სკოლის [შარაბიძეების, კახაბრის] მოსწავლეებისთვის. ზებრების არარსებობა პრობლემებს უქმნის როგორც ქვეითებს, ასევე მძღოლებს. ქუჩის გასწვრივ არც ტროტუარებია მოწესრიგებული, წვიმის დროს კი ტროტუარი ხშირად იტბორება. საქართველოს საავტომობილო …

გზების დეპარტამენტი ექსპროპრიაციაზე: ყველა სახლი ინდივიდუალურად ფასდება

აჭარის მთავრობა მოქალაქე მირანდა ნაკაშიძეს გამოეხმაურა, რომელიც ამ დრომდე ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვს. ავტობანის მშენებლობის გამო მისი საცხოვრებელი სახლი მახინჯაურში აღებაშია. მოქალაქე მიიჩნევს, რომ მას შეუსაბამოდ დაბალ ფასს უხდიან. აჭარის მთავრობის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მირანდა ნაკაშიძე ზურაბ პატარაძეს არაერთხელ შეხვდა და კომპენსაციის გაცემა აჭარის მთავრობის უფლებამოსილება არ არის. პრესსამსახურის თქმით, უშუალოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამ …

მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძის მოწყობის ვადა გადაიწევს

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძის მოწყობის ვადა 2018 წლის თებერვლამდე გადაიწევს. სამუშაოებისთვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2,5 მილიონი ლარი გამოყო და გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზით ხელშეკრულება შპს „გზა“-სთან, ტენდერის გარეშე გააფორმა. სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო. „სამუშაოების საპროექტო მომსახურების შესყიდვა, დოკუმენტაციის დამუშავება და გზის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის სატენდერო პროცედურები მოითხოვს დროის საკმაოდ დიდ პერიოდს. მაღალი …

ივანიშვილს მთავრობამ ციხისძირში 1 კვადრატული მეტრი მიწა 60 ლარად და უპირობოდ მიჰყიდა

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, ჯამში 18 136 კვ/მ მიწის ნაკვეთები, აუქციონზე ყოველგვარი პირობის გარეშე გაყიდეს. უძრავი ქონება სახელმწიფოსგან ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ „ბიზნეს დეველოპმენტმა“ 1 მილიონ 99 ათას ლარად, ანუ 1 კვ/მ მიწის ნაკვეთი – 60 ლარად და 60 თეთრად შეიძინა. ბოლო მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილმა აჭარის ზღვისპირა …

ხულოს გასასვლელთან 5 ტონაზე მეტი მასის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის გზის 55-ე კილომეტრზე [ხულოს გასასვლელი] აკრძალულია 5 ტონაზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მიზეზი ოქტომბრის თვეში მოსული უხვი ნალექია, „რის შედეგადაც ადიდებულმა მდინარე აჭარისწყალმა გამორეცხა გზის მონაკვეთის საფუძველი, გზის სავალი ნაწილი ჩაწყდა და გზა 3 მეტრამდე შევიწროვდა“. გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „აღნიშნული გზის მონაკვეთით სარგებლობს ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის და დიოკნისი-რიყეთის თემის მოსახლეობა, …

საშიში ლოდები და მორღვეული დამცავი ბადე სარფში ავტომაგისტრალთან

სარფში, ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალთან ჩამოშლილი ფერდდამცავი ბადის აღდგენა-გამაგრებისთვის ბიუჯეტიდან 324 ათას 469 ლარია გამოყოფილი. აღნიშნულ უბანზე სხვადასხვა ზომის მოძრავი ლოდები საფრთხეს უქმნის გავტოტრანსპორტს. კვარიათი-სარფის მონაკვეთში, ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის და ნაპირგამაგრებისთვის ბოლო სამ წელში ქვეყნის ბიუჯეტიდან 60 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. ავტომაგისტრალთან „ფერდობის სტაბილიზაციის მიზნით ჩასატარებელი პრევენციული ღონისძიებების სამუშაოებზე“ ტენდერი საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ბათუმი-სარფის …

ქედის შესასვლელთან გზის საყრდენი კედლის აღსადგენად 1,4 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, დაბა ქედის შესასვლელთან, დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის აღდგენის სამუშაოებისთვის 1,4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მდინარე აჭარისწყლის გასწვრივ საყრდენი კედელი დაახლოებით 204 მეტრზე გაკეთდება, ამასთან გაფართოვდება ავტომაგისტრალის სავალი ნაწილიც. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც შედგენილია „პროექტმშენკომპანის“ მიერ, აღნიშნულია, რომ „საავტომობილო გზის ბათუმი-ახალციხის 38-ე კმ მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრთან ახლოს, მდინარე აჭარისწყლის მიმდებარედ. საპროექტო მონაკვეთზე მდებარე …

გოდერძი-ბეშუმის გზის რეაბილიტაციის 5-მილიონიან ტენდერში 4 კომპანია მონაწილეობს

გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციოდ საქართველოს მიმდინარე და მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტებიდან, მთლიანობაში, 4 997 679 ლარი გამოიყოფა. გზის რეაბილიტაციაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა. დეპარტამენტს სამუშაოების შესრულება ოთხმა კომპანიამ შესთავაზა. ესენია: „არალი“, „არნაბი 21“, „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“ და „ზიმო-7“. „წინადადებების განხილვა ჯერ არ დაწყებულა. დეპარტამენტი შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას, ტექნიკურ …

ავტობანი – მესაკუთრისა და სახელმწიფოს შეთანხმებით დაზარალებული მოიჯარეები

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, შესაძლოა რვამდე მცირე მეწარმე დაზარალდეს. ტერიტორია, სადაც ფართობები იჯარით აქვთ აღებული და ბიზნესსაქმიანობას ეწევიან, ექსპროპრიაციას ექვემდებარება, რის შესახებაც ისინი ოფიციალურად არავის გაუფრთხილებია. მათ ორი დღის წინ ფართობების დაცლა წერილობით მოსთხოვეს. შესაბამისად, მოიჯარეებს იმ საქმიანობის შეჩერება მოუწევთ, რაც მათი ოჯახებისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ასეთ დროს [ამ შემთხვევაში ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო] …

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა 3 ოქტომბრამდე შეზღუდული იქნება

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა 2017 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით შეზღუდული იქნება. საავტომობილო გზების აჭარის დირექციის ინფორმაციით, გვირაბთან ახლოს მიმდინარეობს არსებულ მაგისტრალზე ქობულეთის ახალი შემოვლითი გზის დაერთება. ქობულეთის შემოვლითი გზის [ავტობანის] ქობულეთი-ბათუმის არსებულ საავტომობილო გზასთან დაერთება მიმდინარე წლის 25 სექტემბრამდე გაგრძელდება, რის გამოც ამ დრომდე ჩაკეტილი იქნება გვირაბის მარცხენა მხარე [ჩაქვის მხრიდან] და ორმხრივი მოძრაობაა მარჯვენა [ჩაქვის …

გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. სამუშაოებისთვის მიმდინარე და მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მთლიანობაში, 4 997 679 ლარი გამოიყოფა, თუმცა საბოლოო თანხის ოდენობა იმ ტენდერზე იქნება დამოკიდებული, რომელიც დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა. გზაზე ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოებია: ტრასის აღდგენა და გამაგრება; არსებული ბუჩქნარის და მცირე ზომის ხეების გაკაფვა; არსებული ელ. გადამცემი ბოძების …

ქონების ჩამორთმევა ბათუმსა და ხელვაჩაურში ავტობანის მშენებლობის გამო

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო ბათუმსა და ხელვაჩაურში 19 მისამართზე მოქალაქეებსა და რამდენიმე კომპანიას უძრავ ქონებას [მიწა, შენობა, ნარგავები] ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევენ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესაბამისი უფლება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებებით მიენიჭა, რომლებსაც ხელს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ჯავახაძე აწერს. „ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა …

პრობლემური საფრის ხიდი ხულო-გოდერძის გზაზე – როდის დაიწყება ახალი გზის მშენებლობა

ხულოს მუნიციპალიტეტში, მდინარე საფრისწყალზე მდებარე ხიდის რეკონსტრუქციის დასრულება ოქტომბრამდე გადაიწევს. ე.წ. საფრის ხიდთან, რომელიც ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე [რიყეთის თემში] მდებარეობს, იყო სხვადასხვა დაზიანებები – მორღვეული მოაჯირები, გამორეცხილი მისასვლელი ყრილები, დაზიანებული რკინაბეტონის ღარი და სხვა, რაც, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქმნიდა მოძრაობის ჩაკეტვის საშიშროებას. ამ პრობლემების მოსაგვარებლად დეპარტამენტმა პირდაპირი შესყიდვის გზით კომპანია „იბერია-ჯ“-სთან ხელშეკრულება 667 405 ლარზე …

ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა თავისუფალია და შეზღუდვები არ არის. „2017 წლის 27-30 ივლისს ბათუმში დაგეგმილი ჯაზფესტივალის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე მოსალოდნელია ავტოტრანსპორტის ინტენსივობის ზრდა. შესაბამისად, ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული აღნიშნული გზის 92-ე კმ-ზე არსებული ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა,“ – აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ …

ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე

მდინარე ჭოროხიდან სარფამდე მონაკვეთში ასაშენებელი ავტობანი ბათუმის შემოვლით გზას, სავარაუდოდ, აეროპორტის მიმდებარედ შეუერთდება. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი დამტკიცებულია და მისი მშენებლობა 2017 წელს უნდა დაიწყოს. რაც შეეხება ჭოროხი-სარფის მონაკვეთს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კომპანიაც კი არ არის შერჩეული, რომელიც ამ გზას დააპროექტებს. შესაბამისად, დეპარტამენტში ვერ ამბობენ, თუ სად გაივლის ახალი მაგისტრალი გონიო-კვარიათი-სარფის …

„ოცნების ქალაქი აღებაშია?“ – ავტობანი და კომპენსაციის მოლოდინები

ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“, როგორც აქ მცხოვრებლებმა გვითხრეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასახლება აღებაშია. „ამბობენ, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა უნდა გაფართოვდეს და „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები აასახლონო, სხვა არაფერი ვიცით“, – გვითხრა ერთ-ერთმა აქ მცხოვრებმა. „ბათუმელები“ ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციას დაუკავშირდა. ფრიდონ ხალვაშის გამზირი, როგორც ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთი, სწორედ ამ დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. გზების დირექციაში ფრიდონ …

გონიოს ხიდის რეაბილიტაცია შესაძლოა დროულად ვერ დასრულდეს

ბათუმი-სარფის მონაკვეთზე, მდინარე ჭოროხზე არსებული [გონიოს] ხიდის რეაბილიტაცია, შესაძლოა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში ვერ დასრულდეს. სამუშაოები – „სუბიექტური და ობიექტური მიზეზების, მათ შორის გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო“, ბოლო თვეებში შეჩერებულიც კი იყო. ხიდზე სამუშაოებს კომპანია „ზიმო“ აწარმოებს, რომელმაც წელს ასწლოვანი ტიტას ხე ციხისძირიდან შეკვეთილში გადაიტანა, სადაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებს. ხიდზე სამუშაოების გასაგრძელებლად სამზადისი …

Exit mobile version