THIRTY SECONDS TO MARS კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 13 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“ -ს ბაქანზე გაჩერდება. მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს: 13/ 08/2019 თბილისი-Black Sea Arena– ბათუმი- Black Sea Arena– თბილისი #884/883 გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი გამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი …
Tag Archives: საქართველოს რკინიგზა
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება
საკურორტო სეზონზე, გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან და ბათუმიდან ორივე მიმართულებით, ერთი რეისით (№888/887) სამგზავრო მატარებელს ამატებს. მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით: 11/08/2019 თბილისი – ბათუმი – თბილისი №888/887 გასვლა- თბილისი ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი ჩამოსვლა- თბილისი 09:05 14 :42 18:30 00:07 შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. …
Continue reading “თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება”
ჩაქვში მატარებლის შეჯახების შედეგად უცხოელი დაიღუპა
დღეს, პირველ აგვისტოს, დილით, ჩაქვში ერევანი-თბილისის მატარებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაეჯახა. შსს ინფორმაციით, კაცი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
საქართველოს რკინიგზის შემოსავალი ტვირთბრუნვიდან ექვს თვეში 32 მლნ ლარით გაიზარდა
2019 წლის 6 თვის მონაცმებით, „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში შემოსავალი 32,7 მლნ ლარით (23 %) – ით მეტია, ხოლო 2017 წლის იგივე პერიოდის შემოსავალს 20,8 მლნ ლარით (14%)-ით აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ნედლი ნავთობის სარკინიგზო გადაზიდვა საგრძნობლად შემცირდა, ხოლო 2019 წლის განმავლობაში ამ …
Continue reading “საქართველოს რკინიგზის შემოსავალი ტვირთბრუნვიდან ექვს თვეში 32 მლნ ლარით გაიზარდა”
Jessie J-ს კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება
თანამედროვე პოპ მუსიკოსის Jessie J კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 6 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“ -ს ბაქანზე გაჩერდება. მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს: ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 6 აგვისტოს მოძრავ მატარებლებს – №802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 7 აგვისტოს, მატარებელ №811 ბათუმი-თბილისს, გაჩერებები …
Continue reading “Jessie J-ს კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება”
მგზავრთა გადაყვანებიდან საქართველოს რკინიგზის შემოსავლებმა 11 მილიონ ლარს გადააჭარბა
„საქართველოს რკინიგზის“ 2019 წლის 6 თვის მონაცმებით, მგზავრთა გადაყვანებიდან მიღებული შემოსვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 11 მილიონ ლარს გადააჭარბა. აღნიშნული მაჩვენებელი 20 %- ით მეტია მაგისტრალური გადაყვანებიდან მიღებულ შემოსავალზე და 51%-ით მეტი საერთაშორისო გადაყვანებიდან მიღებულ შემოსავალაზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის 6 თვის ჭრილში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 1,277,312 შეადგენს, რაც ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია. ამ …
საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების ნაწილს ხელფასი 10 %-ით გაეზრდებათ
დღეს, 8 ივლისს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი და მენეჯმენტი კომპანიის დასაქმებულთა ნაწილს შეხვედა. გენერალურმა დირექტორმა დასაქმებულებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2020 წლის 1 მარტიდან, „საქართველოს რკინიგზის“ ყველა თანამშრომელს, ვისი ხელფასიც არ აღემატება 1500 ლარს, სახელფასო ანაზღაურება10 %-ით გაეზრება. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელზე, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხის ოდენობით ფულადი საჩუქარი გაიცემა. “გასულ წელს, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის და მენეჯმენტის …
Continue reading “საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების ნაწილს ხელფასი 10 %-ით გაეზრდებათ”
საქართველოს რკინიგზა: რუსულ ენაზე ინფორმაცია მატარებლებში ოთხი თვეა აღარ ცხადდება
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, მატარებლებში სადგურების შესახებ ინფორმაციას რუსულ ენაზე უკვე ოთხი თვეა აღარ აცხადებენ. რკინიგზის განმარტებით, ამის მიზეზი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა და არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. “საქართველოს რკინიგზა მუდმივად ზრუნავს მგზავრთა მაქსიმალურ კომფორტზე და ცდილობს დახვეწოს და განავითაროს სერვისები. შტადლერის ტიპის მატარებლებში მოახლოებული სადგურების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებით ცხადდებოდა სამ ენაზე, რაც განცხადებების ხანგრძლივობის …
Continue reading “საქართველოს რკინიგზა: რუსულ ენაზე ინფორმაცია მატარებლებში ოთხი თვეა აღარ ცხადდება”
მატარებელში რუსულ ენაზე ინფორმაციას აღარ აცხადებენ
სტანდარტულ ინფორმაციას ბათუმი-თბილისის მატარებელში ვეღარ მოისმენთ. ინფორმაცია უკვე მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე ცხადდება. „საქართველოს რკინიგზის“ ამ სიახლის შესახებ „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მგზავრმა შეატყობინა. „ეს გადაწყვეტილება რკინიგზამ ოთხი თვის წინ მიიღო,“ – ირწმუნებიან „საქართველოს რკინიგზის“ პრესცენტრში. პრესცენტრის ინფორმაციით, რუსულ ენაზე ინფორმაციის გამოუცხადებლობა არ უკავშირდება 20 ივნისის მოვლენებს და ოკუპაციის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს. პრესცენტრში ვერ გვითხრეს, …
Continue reading “მატარებელში რუსულ ენაზე ინფორმაციას აღარ აცხადებენ”
„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატები გადაეცათ
საქართველოს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებმა 3 კვირიანი ტრენინგი გაიარეს. კომპანია SafCo-ს საერთაშორიოს კვალიფიკაციისა და სერთიფიკატების მქონე ტრენერების მიერ ჩატარებეული ტრენინგი „მართე – უსაფრთხოდ“ მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული, ბრიტანული სასერტიფიკატო პროგრამის – IOSH (The Institution of Occupational Safety and Health) ლიცენზირებულ სასწავლო კურსს წარმოადგენს. „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების …
„საქართველოს რკინიგზა“ ბათუმიდან- თბილისის მიმართულებით სამგზავრო მატარებლებს კიდევ ამატებს
ამერიკული ჯგუფის „Black Eyed Peas“ კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, აღნიშნულ რეისებზე ბილეთები სრულად გაიყიდა. „საქართველოს რკინიგზისა“ და „Black Sea Arena“ -ს გადაწყვეტილებით, დაემატა სამგზავრო მატარებლები, რომლის ბილეთებიც ასევე მოკლე დროში გაიყიდა. „საქართველოს რკინიგზამ“ გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა და გაზრდილი მგზვრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, თბილისიდან სპეციალური რეისები დანიშნა, რომლებსაც გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ. ბილეთების შეძენა შესაძლებელია …
„Black Eyed Peas“ კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ
,,Black Sea Arena” სეზონის გახსნისთვის, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, აღნიშნული მიმართულებით ყველა ბილეთი გაიყიდა. ამიტომ, „საქართველოს რკინიგზისა“ და „Black Sea Arena“ -ს გადაწყვეტილებით სპეციალური რეისები დაინიშნა, რომლებიც მგზავრებს ორივე მიმართულებით გადაიყვანს. მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით: ამასთანავე, 17 ივნისს, ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი #859 მატარებელი „Black Sea Arena“-ს ბაქანზე 01სთ. 25 წთ-ზე შევა და 10 წუთიანი გაჩერება ექნება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია …
საქართველოს რკინიგზის განცხადება ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
საქართველოს რკინიგზა ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს. “დღეს, ზესტაფონში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში, მოხდა უბედური შემთხვევა და სამუშაოს შესრულების დროს, მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად, სხეულის დაზიანება მიიღო რკინიგზის ორმა თანამშრომელმა – სახელოსნოს მჭედელმა მიხეილ ბებიაშვილმა და ხელოვნური ნაგებობების ბრიგადირმა მერაბ ნებიერიძემ. დაშავებულებს გაეწიათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში. სს „საქართველოს …
Continue reading “საქართველოს რკინიგზის განცხადება ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე”
მარაბდა-კარწახის რკინიგზამ და სარკინიგზო კოლეჯმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და ა(ა) იპ „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს“ შორის ურთიერთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, კოლეჯის კურსდამთავრებულებს, რომელთაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება, სწავლის დასრულების შემდეგ, საშუალება მიეცემათ გაიარონ სტაჟირება კომპანიაში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში სწავლება დუალური საგანმანათლებლო პროგრამით მიმდინარეობს. ,,ჩვენ ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც კოლეჯის …
დავით ფერაძე გემთმფლობელი და ოპერატორ კომპანია „FRANCO COMPANIA NAVIERA“-ს დირექტორს შეხვდა
სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე გემთმფლობელ და ოპერატორ კომპანია „FRANCO COMPANIA NAVIERA“ -ს აღმასრულებელ დირექტორს, მერილი ფრანგისტას და მმართველ გუნდს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი. საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე. ამ მიზნით კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს პატარა ზომის საკონტეინერო გემების მომსახურების ოპერატორებთან, …
დავით ფერაძემ ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში იმყოფებოდა. სადაც „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მაღალი დონის მე-2 საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. დელეგაციას საქართველოს ვიცე–პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობდა. ქართული მხარე ფორუმზე ჩინეთის მთავრობის მიწვევით გაემგზავრა. ფორუმის მიმდინარეობისას 40 ქვეყნისა და საერთაშორისო …
Continue reading “დავით ფერაძემ ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა”
დაზოგეთ დრო, შეიძინეთ მატარებლის ბილეთები ონლაინ
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია მგზავრთნაკადი. შესაბამისად დიდი მოთხოვნაა სამგზავრო მატარებლის ბილეთებზეც. „საქართველოს რკინიგზა“ გთავაზობთ მარტივ და კომფორტულ სერვისს – შეიძინოთ ბილეთები მობილური აპლიკაციით და ვებ გვერდების მეშვეობით. ამასთანავე მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ვებ გვერდებზე – (railway.ge; tkt.ge; biletebi.ge; matarebeli.ge და სხვა) ოპერატიულად და შეუფერხებლად ხდება …
Continue reading “დაზოგეთ დრო, შეიძინეთ მატარებლის ბილეთები ონლაინ”
საქართველოს რკინიგზაზე საკონტეინერო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით საქართველოს რკინიგზის ჯამურმა სატვირთო გადაზიდვამ 2.5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 105 ათასი ტონით მეტია, ხოლო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი 2018 წლის პირველი კვარტლის შემოსავალს 3.2 მილიონი აშშ დოლარით აღემატება. მატება განპირობებულია, როგორც მშრალი ტვირთების სავაგონო გზავნილების, ასევე საკონტეინერო გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდით. 2019 წლის პირველ კვარტალში გადაიზიდა …
Continue reading “საქართველოს რკინიგზაზე საკონტეინერო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია”
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი საგაზაფხულო მიღებას აცხადებს
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი აცხადებს საგაზაფხულო მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა, სავაგონო მეურნეობა, რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობა, რკინიგზის ელექტრო მოძრავი შემადგენლობა, რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და სარკინიგზო გადაზიდვები. აღნიშნული 6 პროგრამის შესწავლა კოლეჯში დუალური მეთოდის გამოყენებით იქნება შესაძლებელი. ეს მეთოდი ითვალისწინებს საქართველს რკინიგზაზე რეალურ სამუშაო გარემოზე დაფუძნებით პრაქტიკული უნარების დაუფლებას. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, …
Continue reading “სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი საგაზაფხულო მიღებას აცხადებს”
თბილისში ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის საკითხებზე სამუშაო სხდომა გაიმართა
12-13 მარტს თბილისში, სასტუმრო „Radisson Blu Iveria“ -ში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინისა და პოლონეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების, საერთაშორისო ასოციაციის „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ წევრი პორტებისა და სამუშაო ჯგუფში შემავალი ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების გზები, 2019 წლისათვის …
Continue reading “თბილისში ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის საკითხებზე სამუშაო სხდომა გაიმართა”
საქართველოს რკინიგზის დირექტორმა ევროპის სარკინიგზო გაერთიანების ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ჯორბენაძემ ქალაქ ბრიუსელში გამართულ ევროპის სარკინიგზო დაჯილდოვების ცერემონიასა და ევროპის სარკინიგზო გაერთიანის რიგით 63-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღეს მონაწილეობა. ასამბლეაზე განხილეს სარკინიგზო სექტორთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებას ევროკავშირის პოლიტიკის დონეზე და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას. ისაუბრეს პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოსთან, …
სს „ელმავალმშენებელის“ ადმინისტრაცია განცხადებას აქვეყნებს
სს „ელმავალმშენებელში“ ნამდვილად რთული სიტუაციაა ხელფასის გადახდასთან დაკავშირებით. არსებობს 5 თვის სახელფასო დავალიანება, თანამშრომელთა პრეტენზია ცალსახად კანონიერი და სამართლიანია. დავალიანება სრულად არის აღიარებული ქარხნის ადმინისტრაციის მიერ, ტაბელებში გათვალისწინებულია, დეკლარირებულია და მხოლოდ ფულად სახსრებს ველოდებით მათ გასაცემად. დავალიანების წარმოშობა გამოწვეულია მცირე მოცულობის შეკვეთებით, რომლებიც ხარჯებს ვერ ფარავდა და კიდევ იმ გარემოებით, რომ არსებობს უცხოური კონტრაქტორი ორგანიზაცია, …
Continue reading “სს „ელმავალმშენებელის“ ადმინისტრაცია განცხადებას აქვეყნებს”
საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის განცხადება
როგორც ცნობილია, სს „ელმავალმშენებელში“ შექმნილია უკიდურესად მძიმე მდგომარეობა. ქარხანაში დასაქმებულ პერსონალს 6 თვის განმავლობაში არ მიუღიათ კუთვნილი ხელფასები. ჩვენ ვიზიარებთ და ვეთანხმებით მათ მოთხოვნებს სახელფასო დავალიანების გასტუმრებასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ელმავალმშენებლი ქარხნის პროფესიულმა კავშირმა, რომელიც არის საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის წევრი ორგანიზაცია და აქტიურადაა ჩართული მიმდინარე პროცესებში, მოგვმართა თხოვნით, რომ დავხმარებოდით …
Continue reading “საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის განცხადება”
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე
22-23 თებერვალს, საგამოფენო ცენტრში ექსპო–ჯორჯია“ ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მონაწილეობას იღებს „საერთაშორისო უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების“ მე-9 საერთაშორისო გამოფენაში. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის, მისი საქმიანობის, არსებული პროფესიული პროგრამების, განხორციელებული პროექტების, დასაქმებისა და მომავალი კარიერული ზრდის შესაძლებლობის შესახებ. გამოფენა ყოველწლიურია და ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, …
Continue reading “სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე”
საქართველოს რკინიგზას ყაზახეთის რკინიგზის დელეგაცია ეწვია
25-26 თებერვალს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სს „ნაციონალური კომპანია ყაზახეთის რკინიგზების“ დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც მმართველობის თავმჯდომარე საუატ მინბაევი ხელმძღვანელობდა. სარკინიგზო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სასტუმრო „The Biltmore Hotel“-ში გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მათი შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა შუა დერეფნის მონაწილე კომპანიებს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების …
Continue reading “საქართველოს რკინიგზას ყაზახეთის რკინიგზის დელეგაცია ეწვია”
საქართველოს რკინიგზა: ომის ვეტერანებს მგზავრობის საფასური გაუნახევრდათ
„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას, ვეტერანებს შეუძლიათ 50%-იანი შეღავათით ისარგებლონ. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 22 იანვარს გამოსცა N44 განკარგულება, რომლის თანახმადაც ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის დაწესდა 50%-იანი შეღავათი საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლების გარკვეული კატეგორიის ვაგონებით მგზავრობაზე. შეღავათი შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილეებს, აგრეთვე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ავღანეთის ომის …
Continue reading “საქართველოს რკინიგზა: ომის ვეტერანებს მგზავრობის საფასური გაუნახევრდათ”
ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს შეხვდა
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების მიზნით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევროკომისიის ტრანპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი, ჰენრიკ ჰოლოლეი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დღეს, 28 იანვარს ჰენრიკ ჰოლოლეისა და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის დავით ფერაძის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე მხარეებმა სს „საქართველოს რკინიგზის“ და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის ევროპა …
ხაშური-ლიხის მონაკვეთზე რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, 24 იანვარს, საღამოს ხაშური-ლიხის მონაკვეთზე, რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა. “უსაფრთხოების მიზნით ერთი საათით შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და გაჩერდა თბილისი-ფოთის მატარებელი. ამჟამად მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე უსაფრთხოების შემოწმების და მოკვლევის მიზნით მუშაობენ საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები,” – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.
საქართველოს რკინიგზამ საშობაოდ დამატებითი რეისები დანიშნა
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 7 იანვარს თბილისი–ზუგდიდი–თბილისისა (N878/877) და თბილისი–ბათუმი–თბილისის (808/807) მიმართულებებზე დამატებით რეისებს ნიშნავს. ასევე თბილისი–ზუგდიდი–თბილისისა და თბილისი–ოზურგეთი – თბილისის მიმართულებაზე მოძრავ სამგზავრო შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები. დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით: თბილისი–ზუგდიდი–თბილისი #878/877 გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა 08:50 14:43 17:05 22:45 თბილისი–ბათუმი–თბილისი #808/807 გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა 10:30 15:30 17:10 22:05 „საქართველოს რკინიგზა“ გილოცავთ შობის დღესასწაულს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!
საქართველოს რკინიგზა თბილისიდან ბათუმში ორი დღით დამატებით რეისებს ნიშნავს
საქართველოს რკინიგზა ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, დამატებით რეისებს ნიშნავს. საქართველოს რკინიგზის განცხადებით, 28, 29, 30 და 31 დეკემბერს რეისები შესრულდება თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) მიმართულებით, ხოლო თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით – 29 და 30 დეკემბერს. ასევე, თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები.
წიგნები მატარებლის მგზავრებს
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით წიგნებით დატვირთული მატარებელი გავიდა. უჩვეულო ბიბლიოთეკის პრეზენტაცია მწერლებმა გელა ჩარკვიანმა და გურამ მეგრელიშვილმა გამართეს. Stadler Kiss ორსართულიან მატარებელში პირველ ეტაპზე გამომცემლობა „არტანუჯისა“ და „ინტელექტის“ წიგნები განთავსდა. რკინიგზას წიგნები ასევე გადასცეს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“, „სისტეამ“, „გამომცემლობა შემოქმედი ანგელოზი“, „ილიაუნის გამომცემლობამ“, „წიგნები ბათუმში“ და სხვა. პროექტში აქტიურად ჩაერთო საქართველოსპარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც მგზავრებს შესთავაზებს სხვადასხვასახის ლიტერატურას. „მგზავრების კომფორტზე ზრუნვა, საქართველოს რკინიგზისთვის ერთ-ერთი …
“საქართველოს რკინიგზასა” და „სოლიდარობის ფონდს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
სს “საქართველოს რკინიგზას” და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ფონდის ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას გულისხმობს. “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის თანამშრომელთა ინიციატივითა და სურვილით მათი ხელფასიდან ყოველთვიურად განხორციელდება დონაცია. აღსანიშნავია რომ გაფორმებული მემორანდუმი თანამშრომლობის გაგრძელებას გულისხმობს, რადგან რკინიგზელები საქველმოქმედო აქციაში 2015 წლიდან არიან ჩართულნი. დოკუმენტს ხელი სს “საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ …
Continue reading ““საქართველოს რკინიგზასა” და „სოლიდარობის ფონდს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა”
საქართველოს და ლატვიის რკინიგზებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ლატვიის დედაქალაქ რიგაში, სს “საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და ლატვიის რკინიგზის პრეზიდენტმა ედვინს ბერძინსმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის მიზანია, საქართველოსა და ლატვიის რკინიგზებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბება და რკინიგზაზე დაფუძნებული მულტიმოდალური ტრანსპორტირების განვითარებისათვის წინასწარი ჩარჩო ხელშეკრულების შემუშავება, რომლის მიხედვითაც სკანდინავიის ქვეყნები კავკასიას და შემდეგ შუა აზიასა და ჩინეთს დაუკავშირდება. საკონტეინერო მატარებელი ZUBR …
Continue reading “საქართველოს და ლატვიის რკინიგზებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა”
“თქვენ მართმევთ 20 წუთს” – მგზავრები საქართველოს რკინიგზას მიმართავენ
„თქვენ მართმევთ 20 წუთს“ – მგზავრებმა, რომლებიც ხშირად გადაადგილდებიან საქართველოს რკინიგზით, საინფორმაციო კამპანია დაიწყეს. მგზავრების თქმით, ბათუმი-თბილისის მატარებელი დანიშნულების ადგილას ჩასვლას საშუალოდ 20 წუთით აგვიანებს. მაგალითად, თუ დილით ბათუმიდან გასული მატარებელი თბილისში 12:50 საათზე უნდა იყოს [სწორედ ეს დროა განრიგში მითითებული], მატარებელი 13:20 წუთზე, ზოგჯერ კი 13:30-ზე ჩადის, ან უფრო მეტი დროით აგვიანებს. იგივე ხდება …
Continue reading ““თქვენ მართმევთ 20 წუთს” – მგზავრები საქართველოს რკინიგზას მიმართავენ”
14 დეკემბერს 00:00 საათიდან 03:30 საათამდე რკინიგზის ბილეთების გაყიდვა შეჩერდება
ინტერნეტ პროვაიდერის შეცვლასთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზაში“ ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც 14/12/2018-ში 00:00 საათიდან 15/12/2018 06:00 საათამდე მიუწვდომელი იქნება შემდეგი გარე სერვისები: სატვირთო გადაზიდვების ერთიანი სისტემა გარე მომხმარებლებისთვის – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 03:00 საათამდე. კომერციული სალაროებიდან ბილეთების გაყიდვის სერვისი – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 03:30 საათამდე. ინტერნეტ ბილეთების გაყიდვა – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 …
Continue reading “14 დეკემბერს 00:00 საათიდან 03:30 საათამდე რკინიგზის ბილეთების გაყიდვა შეჩერდება”
ბათუმის მერიას ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა არ გაუცია
ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელის, მირიან მეტრეველის ინფორმაციით, მერიას პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით ნებართვა არ გაუცია. მისივე განმარტებით, მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური ამზადებს გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტს და მხოლოდ გარემოს სპეციალისტების დასკვნის შემდეგ დაიწყება ამ საკითხის განხილვა. წინასწარი ინფორმაციით, ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია „Wondernet Exspress”-ი საქართველოს მთავრობასა …
Continue reading “ბათუმის მერიას ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა არ გაუცია”