რეკლამა,სიახლეები

საქართველოს და ლატვიის რკინიგზებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

17.12.2018
საქართველოს და ლატვიის რკინიგზებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ლატვიის დედაქალაქ რიგაში,  სსსაქართველოს რკინიგზისგენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და ლატვიის რკინიგზის პრეზიდენტმა ედვინს ბერძინსმა  ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმის მიზანია, საქართველოსა და ლატვიის რკინიგზებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბება და რკინიგზაზე დაფუძნებული მულტიმოდალური ტრანსპორტირების განვითარებისათვის წინასწარი ჩარჩო ხელშეკრულების შემუშავება, რომლის მიხედვითაც სკანდინავიის ქვეყნები  კავკასიას და შემდეგ შუა აზიასა და  ჩინეთს დაუკავშირდება.

საკონტეინერო მატარებელი ZUBR ლატვიურ პორტ მუუგას აკავშირებს უკრაინის პორტებთან- ჩერნომორსკი, ოდესა და იუჟნი. უკრაინის პორტებიდან ტვირთი მიეწოდება საქართველოს პორტებს და შემდეგ მარშრუტი შუა დერეფნის გავლით ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებამდე გრძელდება.  მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაცვალონ ინფორმაცია ტარიფებისა და ბაზრის კვლევის შესახებ დერეფანში ტვირთის მოზიდვის მიზნით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: