სეზონზე თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობა ძვირდება

რა ეღირება მგზავრობა თბილისი-ბათუმის მატარებლით ზაფხულის სეზონზე? წინასწარი ინფორმაციით, მგზავრობის საფასური შესაძლოა 60 ლარამდე გაიზარდოს, რაზეც ამ ეტაპზე „საქართველოს რკინიგზა“ კომენტარს არ აკეთებს. „მგზავრობის ღირებულებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებთ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ფასების კორექტირებაზე ვმუშაობთ. ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მეორე კლასის ვაგონით მგზავრობის ღირებულება არ დაკორექტირდება. კორექტირება შეეხება მხოლოდ ბიზნეს და პირველი კლასის …

სომხეთიდან ბათუმში წელს პირველი მატარებელი შემოვიდა

სომხეთიდან ბათუმში, დღეს, 16 ივნისს, 07:10 საათზე,  მიმდინარე ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, პირველი მატარებელი შემოვიდა. მატარებელი 180 ადგილიანია და ის პირველ ოქტომბრამდე, ყოველდღე ივლის. „მაისის თვეში გვაქვს ხოლმე მოლაპარაკება სამხრეთ კავკასიის რკინიგზასთან ან სომხეთის რკინიგზასთან და ვთანხმდებით ხოლმე ამ მატარებლის დამატებაზე, ისე ჩვეულებრივ რეჟიმში დადის ხოლმე ერევანი-თბილისი-ერევანი. მატარებელი ყოველდღიურად ივლის ერევნიდან ბათუმში და მგზავრობის ღირებულება კლასის …

„საქართველოს რკინიგზა“: ხის გადატანის გამო მატარებლების მოძრაობა არ შეფერხდება 

მატარებლების მოძრაობაში დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, შეფერხება არ იქნება – განაცხადა „ბათუმელებთან“ დაჩი ცაგურიამ „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. დღეს ონლაი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მატარებლები 9 თებერვალს არ იმოძრავებს. „უღელტეხილზე ავტობანის მშენებლობის გამო იყო თხოვნა რკინიგზაში, რომ გარკვეული დროით გაგვეჩერებინა მატარებლების მოძრაობა. თუმცა, ეს თხოვნა გააუქმა მშენებელმა კომპანიამ და რკინიგზა ჩვეულებრივ …

ურეკში მამაკაცს სამგზავრო მატარებელი დაეჯახა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი საგარეუბნო მატარებელი ურეკში მამაკაცს დაეჯახა. მგზავრებით სავსე მატარებელი ამ დრომდე გაჩერებულია სადგურ „ურეკის“ მიმდებარედ. ერთ-ერთი მგზავრის თქმით, ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები: „აქ ამბობენ, რომ მამაკაცი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა 60-65 წლის იქნებოდა და სავარაუდოდ, გარდაიცვალა… მგზავრებს ჯერ გვითხრეს, რომ მატარებელი ნახევარი საათის შემდეგ დაიძვრება ადგილიდან, ახლა …

საქართველოს რკინიგზა: მატარებელში ხანძრის გაჩენის შედეგად არავინ დაშავებულა

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით ქუთაისი-ბათუმის მატარებელში ცეცხლის გაჩენის შედეგად არავინ დაშავებულა. მატარებელს ცეცხლი დღეს, 18 დეკემბერს, ლანჩხუთის მიმდებარედ, სოფელ ხაჯალიასთან გაუჩნდა. მატარებელი ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა. „აალების დაფიქსირებისთანავე მოხდა მგზავრების უსაფრთხო ევაკუაცია. ხანძარი ლიკვიდირებულია. მოხდა მგზავრების გადაყვანა დანიშნულების ადგილებზე და მოძრაობა რკინიგზაზე აღდგენილია. ინციდენტისას არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი დგინდება“ – განუცხადეს „ბათუმელებს“ „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურში.

მატარებლის დაჯახებით დაღუპული რკინიგზელის ოჯახი სიცოცხლის დაზღვევის თანხას ვერ იღებს

როსტომ მამულაძეს სამი წლის წინ ბათუმში მატარებელმა გადაუარა. მისი სიცოცხლე დაზღვეული იყო, თუმცა როსტომის ოჯახს დაზღვევით გათვალისწინებული თანხა არ მიუღია. სადაზღვევო კომპანიიდან გარდაცვლილის მემკვიდრეებს უთხრეს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როსტომ მამულაძის გარდაცვალება ნამდვილად უბედური შემთხვევა იყო თუ არა. გამოძიება დღემდე გრძელდება. „18 წელი რკინიგზაში მუშაობდა ჩემი ქმარი, მეისრე იყო,“ – გვიყვება დარიკო გაბროშიძე, რომელსაც პროკურატურამ დაზარალებულის …

რკინიგზელები „საქართველოს რკინიგზას“ შეუსრულებელ პირობებს ახსენებენ და გაფიცვით იმუქრებიან

დღეს, 11 აგვისტოს, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პირველადი ორგანიზაციის წევრებმა, სადგურ „ბათუმის“ წინ გამაფრთხილოებელი აქცია გამართეს. როგორც „ბათუმელებს“ სადგური ბათუმის რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გელა გოგელიამ უთხრა, დღეს მცირე აქციით შეახსენეს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას იმ ვალდებულებებისა და რვაპუნქტიანი შეთანხმების შესახებ, რომელიც 2014 წლის გაფიცვის დროს დაიდო. „გაფიცვიდან მერვე დღეს შემოგვთავაზეს ლამაზი სიტყვებით დაწერილი რვაპუნქტიანი …

ორსართულიანი, ნაწილობრივ ადაპტირებული მატარებლები

39 მილიონ ევროდ შეძენილი შტადლერის ფირმის მატარებლების პრეზენტაცია „საქართველოს რკინიგზამ“ უკვე გამართა. პრეზენტაციის დროს განაცხადეს  რომ მატარებლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პრეზენტაციაზე იმყოფებოდა  თომა კაკაბაძეც, რომელიც ეტლით მოსარგებლეა და ამბობს, რომ ახალი მატარებლები ნაწილობრივ ადაპტირებულია და არა სრულად. 400 ადგილიან მატარებელში, ადაპტირებული მხოლოდ ორი ადგილია. „როცა აანონსებენ რომ სრულიად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზეო, …

ორსართულიანი მატარებელი მგზავრებს შემდეგი კვირიდან მოემსახურება

ამ წუთებში,  “ბათუმი ცენტრალში” შვეიცარული კომპანია Standler Bussnang AG-ის ორსართულიანი, ელექტრო მატარებლის პრეზენტაცია მიმდინარეობს. ახალი მატარებელი ბათუმის სადგურში დღეს 17:00 საათზე შემოვიდა. ახალი ელექტრომატარებლები თბილისიდან შავი ზღვის სანაპიროსკენ მიმავალ მგზავრებს შემდეგი კვირიდან მოემსახურებიან. ელექტრომატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით გაჩერების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში – ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება. მატარებლით მგზავრობის საფასური შავი ზღვის კურორტების …

მატარებლის დამატებითი რეისები „Maroon5“-ის კონცერტისთვის

“საქართველოს რკინიგზამ” დამატებითი რეისები დანიშნა „Maroon 5“-ის კონცერტთან დაკავშირებით. ცნობილი ამერიკული ბენდის კონცერტი ბათუმში, ანბანის კოშკთან, 7 ივნისს გაიმართება. მატარებლები დამატებითი რეისს შეასრულებენ 6, 7 და 8 ივნისს. თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ორი მატარებელი გამოვა 07:20, ასევე 10:25 საათზე. ბათუმიდან თბილისის მიმართულებით კი მატარებელი გავა 14:00 და 16:35 საათზე. „ეს ცვლილება ფასზე არ ასახულა და ბილეთების …

მწვანე კონცხზე სამუშაოების დასრულება რკინიგზაზეა დამოკიდებული

მწვანე კონცხზე, ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან და პლაჟის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულება კითხვით ნიშნის ქვეშ დგას. პრობლემას წარმოადგენს რკინიგზა, რომელიც დასახლებას [იმ ადგილს, სადაც N31 სამარშრუტო მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებაა] პლაჟისგან ჰყოფს. რკინიგზაზე შლაგბაუმი არ არის, ავტომანქანებისთვის დროებითი გადასასვლელის მოწყობაზე კი „საქართველოს რკინიგზამ” უარი განაცხადა. „რკინიგზას რომ ნებართვა მიეცა კომპანიისთვის, ახლა სანაპირო ზოლში მეტი სამუშაო …

ჩქაროსნული მატარებლების მიმოსვლა ბათუმიდან დროებით შეჩერებულია

„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, „2016 წლის 25 თებერვლის 06:00 სთ-დან 26 თებერვლის 05:59 სთ-მდე მსვლელობიდან იხსნება ჩქარი ელექტრომატარებლები თბილისი-ბათუმი-თბილისი №852/851 და №858/857, აგრეთვე საგარეუბნო მატარებელი ბათუმი-ქუთაისი-ბათუმი№683/684, რაც საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება [სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებულ ლითონის ხიდზე მალის ნაშენის შეცვლის სამონტაჟო სამუშაოები].  25 თებერვალს თბილისის, ქუთაისი I-სა და ოზურგეთის მიმართულებაზე მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთის №12/11 და …

41 ავტომობილი საჩუქარად უსაფრთხოების სამსახურს „საქართველოს რკინიგზისგან“

15 ერთეული „suzuki swift“, 16 ერთეული „toyota corolla“ და 10 ერთეული „hyundai tucson“ – ის ავტომობილებია, რომლებიც „საქართველოს რკინიგზამ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის საჩუქრად შეიძინა. უსაფრთხოების სამსახურისთვის საჩუქრად გადასაცემი ავტომობილების საერთო ღირებულებამ კი ჯამში 509 ათას 800 აშშ დოლარი და 144 ათასი ევრო შეადგინა. „საქართველოს რკინიგზამ“ 10 ერთეული „hyundai tucson“ სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოსგან“ 257 …

ჩხაიძეს მილიონების მითვისებაში ადანაშაულებენ

შპს. „საქართველოს რკინიგზის“  ყოფილ გენერალურ დირექტორს აკაკი ჩხაიძის შსს-მ გადასახადების დიდი ოდენობით დამალვის გარდა,  ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და  სახელმწიფო ქონების განადგურება – მითვისების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებაშიც წაუყენა ბრალი. როგორც ჟურნალისტებს შს სამინისტროში აცნობეს, საუბარი ეხება შს საგამოძიებო ორგანოებში, საექსპლუატაციოდ ვარგისი 996 ვაგონის დაჭრისა და ამ გზით 4 403 599 ლარის მითვისების ფაქტზე აღძრულ სისხლის …

Exit mobile version