მთავარი,სიახლეები

მატარებელში რუსულ ენაზე ინფორმაციას აღარ აცხადებენ

02.07.2019
მატარებელში რუსულ ენაზე ინფორმაციას აღარ აცხადებენ

სტანდარტულ ინფორმაციას ბათუმი-თბილისის მატარებელში ვეღარ მოისმენთ. ინფორმაცია უკვე მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე ცხადდება.

„საქართველოს რკინიგზის“ ამ სიახლის შესახებ „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მგზავრმა შეატყობინა.

„ეს გადაწყვეტილება რკინიგზამ ოთხი თვის წინ მიიღო,“ – ირწმუნებიან „საქართველოს რკინიგზის“ პრესცენტრში. პრესცენტრის ინფორმაციით, რუსულ ენაზე ინფორმაციის გამოუცხადებლობა არ უკავშირდება 20 ივნისის მოვლენებს და ოკუპაციის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს. პრესცენტრში ვერ გვითხრეს, რატომ ცხადდებოდა მანამდე ინფორმაცია რუსულ ენაზე  და რის გამო მიიღეს ეს გადაწყვეტილება რკინიგზაში.

მიუხედავად საქართველოს რკინიგზის პრესცენტრის განცხადებისა, ადამიანებმა, რომლებმაც ბათუმი-თბილისის მატარებლით მაისსა და ივნისის დასაწყისში იმგზავრეს, გვითხრეს, რომ ინფორმაცია სამ ენაზე მოისმინეს: ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. კონკრეტულად 4 ივნისს ბათუმიდან თბილისისკენ მოძრავ მატარებელში ინფორმაცია სამ ენაზე გამოცხადდა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: