1 მილიონი ლარი დაიხარჯება აჭარაში პროკურატურის ოფისისა და აპარტამენტების რემონტისთვის

აჭარისა და ბათუმის პროკურატურის „ადმინისტრაციული შენობის“, ასევე აჭარის პროკურატურის „ბალანსზე რიცხული ფართობების“ [ბინების/აპარტამენტების] სარემონტო სამუშაოებისთვის ჯამში 1 მილიონ 169 ათასი ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხით სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე საქართველოს პროკურატურას ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული. აჭარის და ბათუმის პროკურატურის „ადმინისტრაციული შენობის“ რემონტისთვის ტენდერი 926 ათასი ლარითაა გამოცხადებული. ეს უწყებები ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის N7-ში მდებარე იუსტიციის სახლშია განთავსებული …

ორი მაკლერი დააპატიმრეს, მათ ბინების „დაგირავებით“ მილიონზე მეტი ლარი იშოვეს

თაღლითობის მუხლით თბილისში ორი მაკლერი გასაამართლეს. მათ 7 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მაკლერებმა 36 პირი მოატყუეს და ჯამში მილიონზე მეტ ლარს დაეუფლნენ. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულებს ეცნობოდნენ როგორც მაკლერები და კონკრეტული თანხების სანაცვლოდ თბილისში მდებარე ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ. ისინი დაზარალებულებს წინასწარ აჩვენებდნენ ბინებს, შემდგომ კი ორგანიზებული …

პირი საქმის შეწყვეტას დაჰპირდა ბრალდებულს, რაშიც 100 000 დოლარი გამოართვა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. უწყების თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ბრალდებულმა დაარწმუნა, თითქოს იგი დაახლოებული იყო როგორც საქართველოს პროკურატურის, ისე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ცალკეული თანამდებობის პირებთან და შეეძლო დახმარება მიმდინარე გამოძიების მის სასარგებლოდ დასრულებაში: „აღნიშნულის სანაცვლოდ ბრალდებულმა სისხლის სამართლის …

„არაფერს გამოვრიცხავ“ – სალაძე TV პირველში პროკურატურის „პროპორციული ძალის“ გამოყენებაზე

„ეს არის ცუდი და უკანონო გადაწყვეტილება, არაპირდაპირ სურთ წყაროს გაგება,“ – მიიჩნევს იურისტი, საია-ს ყოფილი ხელმძღვანელი, სულხან სალაძე მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის მიერ დღეს, 11 მარტს გამოტანილი განჩინების შესახებ. განჩინების მიხედვით, პროკურატურას შეუძლია TV პირველიდან ამოიღოს „ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საკუთრების ამსახველი ჩანაწერები“. „პროკურატურა ითხოვს ყველაფერს, რაც ამ ჩანაწერებთან არის …

მოქალაქემ პროკურატურას სასამართლო დავა მოუგო

ბათუმელმა ნინო ბასილაძემ საქართველოს მთავარ პროკურატურას სასამართლო დავა მოუგო. მოსამართლე დავით წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაადგინა, რომ პროკურატურა უკანონოდ მოიქცა. ნინო ბასილაძე 2011 წლიდან მუშაობდა აჭარის პროკურატურაში. მან ეს სამსახური 2019 წელს საკუთარი სურვილით დატოვა მას შემდეგ, როცა ჯერ უფასო დეკრეტული შვებულებით, შემდეგ კი, შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა არ მიეცა. ნინო ბასილაძემ უკანონოდ მიიჩნია მისი, როგორც …

რატომ აღმოჩნდა სუს-ის ავტომანქანები ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან – პროკურატურის განცხადება

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ. ოჯახი და ოჯახის ადვოკატი ასევე გაეცნენ 18 ივლისს, დაახლოებით 10:09-დან თამარ ბაჩალიაშვილის საცხოვრებელი სახლიდან მისი კუთვნილი ავტომობილით, რუსთავი-თბილისის გზატკეცილით, შემდეგ თბილისი-მარნეულის გზატკეცილით, მარნეულის მიმართულებით, თელეთის და კოდას გავლით, მარნეული-თეთრიწყარო-წალკის გზატკეცილით, მარნეულის რაიონის სოფელ ხაიშამდე გადაადგილების ვიდეოსათვალთვალო კამერებით გადაღებულ მასალას. აღნიშნული ვიდეომასალა დაფიქსირებულია შსს-ს საზოგადოებრივი …

პროკურატურას დისკრიმინაციისთვის უჩივიან – საჩივარს დავების საბჭო განიხილავს

საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებული ერთ-ერთი ტენდერის პირობას სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დავების საბჭოში ასაჩივრებს. კომპანია საჩივარში აღნიშნავს, რომ ტენდერებში მხოლოდ ბანკის მიერ გაცემული გარანტიის მოთხოვნა არის „საბანკო სექტორის მონიპოლიზაცია, სადაზღვევო კომპანიებს აყენებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, ზღუდავს მათთვის კანონით მინიჭებული გარანტიების გაცემის უფლებას და ამგვარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გაგრძელება ძალიან მძიმე ფინანსური რისკის წინაშე აყენებს სადაზღვევო ორგანიზაციებს“. საქართველოს პროკურატურამ …

100 000 ლარი ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულია ადვოკატი – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის მიცემის ფაქტზე ადვოკატი გ.ჩ. დააკავა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ადვოკატმა გ.ჩ.-მ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელთან ა.ლ.-სთან ერთად, შუამავალს შესთავაზა ერთ-ერთი თანამდებობის პირისათვის ქრთამის სახით 100 000 ლარის გადაცემა, რის სანაცვლოდაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული უნდა გათავისუფლებულიყო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. „აღნიშნულის თაობაზე შუამავალმა …

არ ვფლობთ ინფორმაციას მინდია ლავასოღლის ბელორუსიაში ექსტრადიციაზე – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია მინდია ლავასოღლის ბელორუსის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ. მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვის არის გასამართლებული 2018 წელს. განაჩენის გამოტანის დროისთვის იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. ლავასოღლი თურქეთში 2018 წლის ბოლოს დააკავეს და ამ დრომდე საექსტრადაციო პატიმრობაში იყო გაურკვეველი მიზეზით. ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით პირველი ივნისიდან ბათუმში აქციება იმართებოდა. გუშინ, 20 ივნისს, გავრცელდა …

4 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედებისა და ცივი იარაღის ტარებისთვის პირს 17 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ორ ეპიზოდზე და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული ა.ლ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის სექტემბერში ქუთაისში ქურდობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ა.ლ-მ მეზობლის 4 წლის გოგონას მიმართ ორჯერ განახორციელა გარყვნილი ქმედება. ასევე ა.ლ. ატარებდა …

დააკავეს კომპანიის დირექტორი, რომელიც ხიხაძირი-ბაკოს გზის რეაბილიტაციაზე მუშაობდა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით,  დააკავეს შპს „ორბიტას“ დირექტორი, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით  საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავებიან. „გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ, ხულოს მუნიციპალიტეტში „ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ორბიტას“ დირექტორმა მ.კ.-მ, სახელმწიფო შესყიდვის …

რა მიუსაჯეს პირს, რომელიც მოქალაქეებს აშშ-სა და ავსტრალიაში დასაქმებას ჰპირდებოდა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული ო.გ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, ო.გ თანამზრახველთან ერთად, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და მისაკუთრების მიზნით, საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრების მსურველ თერთმეტ პირს არწმუნებდა, თითქოსდა შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამუშაო ვიზების მიღებაში დახმარებოდნენ, ხოლო ადგილზე ჩასვლისას სამსახურით უზრუნველყოფდნენ. „ნდობის მოპოვების მიზნით …

6 წელი მიუსაჯეს მამას, რომელიც ფსიქოლოგიურად და სექსუალურად ძალადობდა შვილებზე

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებული ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ.ა., რომელიც 2013 წლიდან არასრულწლოვან ქალიშვილებთან ნ.ა-სთან და ბ.ა-სთან ერთად საქართველოში ცხოვრობს, 2018 წლიდან მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და ლანძღავდა, აიძულებდა ემუშავათ …

პროკურატურა კერზაიას საქმეზე სახალხო დამცველს პასუხობს

საქართველოს გენერალური პროკურატურა სახალხო დამცველის განცხადებას პასუხობს ია კერზაიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ არ იზიარებს სახალხო დამცველის შეფასებას ამ საქმეზე. პროკურატურას მიაჩნია, რომ სამართლებრივ  რეაგირებასთან  დაკავშირებული შეფასებები არაობიექტურია და ზოგ შემთხვევაში სახალხო დამცველისთვის კანონით მინიჭებულ კომპეტენციასაც  სცდება. „სახალხო დამცველის  განცხადება არ შეიცავს არც ერთ კონკრეტულ შემთხვევას, სადაც პროკურატურის მოქმედებით დაირღვა პროცესში მონაწილე რომელიმე …

პროკურატურის პასუხი მედეა ვასაძის განცხადებაზე, რომ მას ქრთამად 30 000 დოლარი შესთავაზეს

საქართველოს პროკურატურაში კითხვას, დაიწყება თუ არა მოკვლევა ან გამოძიება აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის, მედეა ვასაძის განცხადებაზე, რომელიც მან ფეისბუქზე გააკეთა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური პროვოკაციაში დაადანაშაულა, კონკრეტულად არ პასუხობენ. უწყებაში მხოლოდ ზოგადი პასუხით შემოიფარგლნენ. „თუ კი პროკურატურაში შემოვა კონკრეტული განაცხადი დანაშაულზე, ამას პროკურატურის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება,“ – მოგვწერეს პროკურატურიდან. პრესსამსახურში უპასუხოდ …

7 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 22 წელი მიუსაჯეს

საქართველოს პროკურატურის ცნობით, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და გაუპატიურების, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებული რ.ვ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა რ.ვ.-მ, რომელიც მეგობარ ქალთან მ.მ-სთან ერთიან …

12 წელი – ლავასოღლის სასჯელი სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ძალაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია ლავასოღლი [ბრალის წარდგენის ეტაპზე გორაძე] დამნაშავედ ცნო. „სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ მას შემდეგ, რაც …

რისი გამოძიება შეუძლია პარლამენტის საგამოძიებო კომისიას

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისია შეიქმნა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში გუშინ, 31 მაისს მიიღეს. როგორ მუშაობს საპარლამენტო კომისია და რისი უფლება აქვს მას? ამ საკითხზე „ბათუმელები“ ყოფილ პარლამენტარს, იურისტ თამარ კორძაიას ესაუბრა. იურისტის თქმით, კომისიამ უნდა გამოავლინოს „დამნაშავე საჯარო მოხელეები, დამნაშავეები პროკურატურაში, საგამოძიებო ორგანოებში. ერთი სიტყვით, ხელისუფლებაში მყოფი დამნაშავეები, ვინც ხელს …

#ნუმომკლავ – სოლიდარობის აქცია ევროპის მოედანზე [ფოტოამბავი]

დღეს, 31 მაისს, ბათუმში ევროპის მოედანზე საზოგადოების ნაწილი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის სოლიდარობის ნიშნად შეიკრიბა. სოლიდარობის აქციები დღეს, ბათუმს გარდა, ქუთაისსა დაზუგდიდშიც გაიმართა. მოქალაქეებმა ევროპის მოედანზე, გამოძიების პროცესის არაობიექტურობაზე ისაუბრეს და ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს. „ჩვენ გამოგიყვანთ კაბინეტებიდან, პარლამენტიდან და ნებისმიერი კაბინეტიდან, სადაც ზიხართ თბილად, რადგან არცერთი ახალგაზრდის სისხლი არ შეგრჩებათ“, …

პროკურატურა ათ ახალ სედანს ყიდულობს

საქართველოს პროკურატურა პრემიერის თანხმობით ათ  სედანს შეიძენს, რაშიც ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. შესყიდვის შესახებ საქართველოს პროკურატურამ პრემიერს უკვე შეათანხმა და ტენდერიც გამოაცხადა. საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, „საქართველოს პროკურატურისათვის დაკისრებული მოვალეობებისა და ფუნქციების შეუფერხებლად და ეფექტიანად წარმართვის, ასევე მის წინაშე მდგარი გამოწვევების წარმატებით დაძლევის უზრუნველსაყოფად“ –  შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის შესახებ განკარგულება უკვე გასცა. განკარგულება ათი …

Exit mobile version