საქართველო-რუსეთის საზღვარზე, კერძოდ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირების განთავსებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. სამუშაოებისთვის 300 ათასამდე ლარია გამოყოფილი, რაც „გადაუდებელი აუცილებლობით“ ტენდერის გარეშე დაიხარჯება. შესაბამისი თანხმობის მისაღებად შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. სასაზღვრო პოლიციის განმარტებით, ასეთი ინფრასტრუქტურის შექმნას 2025 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ …
Tag Archives: საზღვარი
ქვეყანაში არ შემოუშვეს ლიეტუველი უფლებადამცველი, რომელიც 15 წელია საქართველოში ცხოვრობს
საქართველოში არ შემოუშვეს ლიეტუველი უფლებადამცველი, რომელიც აქ 15 წელია ოჯახთან ერთად ცხოვრობს. რეგინა ეგოროვა-ასკეროვა ქალთა უფლებების დამცველი შვედური ორგანიზაციის Kvinna till Kvinna-ს („ქალები ქალებისათვის“) სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი და ყოფილი ჟურნალისტია. ინფორმაციას ამის შესახებ რეგინა ეგოროვა-ასკეროვა ფეისბუქგვერდზე ავრცელებს, მისთვის საზღვარზე გადაცემული დოკუმენტის ფოტოსთან ერთად, რომელშიც საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარის თქმის მიზეზი არ არის დაკონკრეტებული. „არ …
აღარ არის დავით გარეჯი „ოცნებისთვის“ საქართველო? – ინტერვიუ ივერი მელაშვილთან
„დავით გარეჯი საქართველოა“ – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში „ქართული ოცნების“ მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი ეს იყო. მაშინ „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ წინა ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორია, მათ შორის, დავით გარეჯის ისტორიული მონასტერი აზერბაიჯანს გადასცა. არჩევნებამდე რამდენიმე დღის ადრე ამ საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს… თუმცა „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას ამ განცხადებებიდან 4 წლის თავზეც …
Continue reading “აღარ არის დავით გარეჯი „ოცნებისთვის“ საქართველო? – ინტერვიუ ივერი მელაშვილთან”
ბეშუმში ახალი სათხილამურო ტრასები გაზრდის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის რისკებს – პოლიცია
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მომზადებულია დოკუმენტი, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კურორტ ბეშუმის, შქერნალის უბნისა და გოდერძის უღელტეხილის განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციას მოიცავს. ამ კონცეფციით კურორტ ბეშუმში გათვალისწინებულია ორი სათხილამურო ტრასის მოწყობა, რომელთაგან, სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ერთის საბოლოო წერტილი დაშორებულია საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან დაახლოებით 1 250 მეტრით, ხოლო მეორეს საბოლოო წერტილი – სახელმწიფო საზღვრის …
მესაზღვრე ნასვამი იყო და ისროდა – რა მოხდა ვაშლოვანის ნაკრძალში
ფოტოგრაფი ნანუკა ავალიანი „ბათუმელებთან“ ჰყვება, რომ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ლაშქრობის დროს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ერთ-ერთი მესაზღვრე ტურისტებს დამამცირებლად მოექცა და კარვის მიმართულებითაც გაისროლა. „ლაშქრობაზე ვიყავით 27-28 მაისს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე, აქ რეინჯერებიც არიან და მესაზღვრეებიც. ვფიქრობდი, რომ ყველაზე დაცულად უნდა ვყოფილიყავით. რეალურად კი ისეთი ადამიანებისგან შეიქმნა საფრთხე, ახლაც შოკში ვარ“- გვითხრა მან. „კარვებში ვიყავით, როცა …
Continue reading “მესაზღვრე ნასვამი იყო და ისროდა – რა მოხდა ვაშლოვანის ნაკრძალში”
სასაზღვრო ზონაში საშვის გარეშე ყოფნისა თუ საქმიანობისთვის დაგაჯარიმებენ – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით სასაზღვრო პოლიციამ, სასაზღვრო რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიასთან მიახლოებისას ან აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნისას პირთა ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო საზღვართან გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, გამაფრთხილებელი ნიშნები სახელმწიფო საზღვრის ზონაში არაუმეტეს 5 კილომეტრში, სასაზღვრო ზოლში კი, 500 მეტრის სიგანის ნაწილში დამონტაჟდება. სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გადაადგილების ნებართვასთან დაკავშირებით, როგორც ფიზიკურმა, ასევე, იურიდიულმა პირმა …
Continue reading “სასაზღვრო ზონაში საშვის გარეშე ყოფნისა თუ საქმიანობისთვის დაგაჯარიმებენ – შსს”
ქვეყნები, რომელთა მოქალაქეები საქართველოში მხოლოდ PCR ტესტის საფუძველზე შემოვლენ
იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ, ემატება იაპონია, კანადა, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანი. ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, დღეს, 25 მაისს, განაცხადა. პირველი ივნისიდან საქართველო სახმელეთო საზღვარს ხსნის და საზღვრის …
Continue reading “ქვეყნები, რომელთა მოქალაქეები საქართველოში მხოლოდ PCR ტესტის საფუძველზე შემოვლენ”
დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნებულებს საქართველოში შემოსვლისას კარანტინი აღარ სჭირდებათ
დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის მქონე პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, დღეიდან, 23 აპრილიდან, სავალდებულო კარანტინში აღარ გადავლენ. მათ სასაზღვრო პუნქტზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უნდა უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება. ამ დრომდე, „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მიხედვით, პირები, რომლებსაც ჰქონდათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი …
Continue reading “დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნებულებს საქართველოში შემოსვლისას კარანტინი აღარ სჭირდებათ”
საქართველოში შემოვა ის უცხოელიც, ვისაც johnson&Johnson-ის ვაქცინის 1 დოზა აქვს გაკეთებული
უცხოელს, რომელიც johnson&Johnson-ის ვაქცინის ერთი დოზა აქვს გაკეთებული, საქართველოში შემოსვლა თავისუფლად შეუძლია, თუმცა მხოლოდ საჰაერო გზით, ვინაიდან საქართველოს სახმელეთო საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კვლავ ჩაკეტილია. საქართველოს მთავრობამ იზოლაციისა და კარანტინის წესებში კორექტირება 17 მარტს შეიტანა. აქამდე [2021 წლის პირველი თებერვლიდან] საქართველოში შემოსვლა შეეძლო იმ უცხოელს, რომელიც საზღვარზე ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის [ორი დოზა] დამადასტურებელ …
ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა PCR ტესტის საფუძველზე შეუძლიათ
იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც საჰაერო გზით საქართველოში შემოსვლა PCR ტესტის საფუძველზე შეუძლიათ, შუა აზიის 4 რესპუბლიკა – უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და თურქმენეთი დაემატა. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 5 მარტს მიიღო. მანამდე, პირველ მარტს კი, ამ ჩამონათვალს 6 ქვეყანა დაემატა – სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში PCR ტესტის …
რა შემთხვევაში შემოვა რუსეთის მოქალაქე საქართველოში
2021 წლის პირველი თებერვლიდან რუსეთის მოქალაქეს შეუძლია საქართველოში შემოსვლა მხოლოდ საჰაერო გზით, თუ ის წარადგენს ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს. „სახმელეთო გზით კი საქართველოში შემოსვლა [გარკვეული გამონაკლისის გარდა] არც ერთი ქვეყნის მოქალაქეს არ შეუძლია“, – გვითხრეს საქართველოს სამთავრობო ცხელ ხაზზე – „გამონაკლისია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში ბრუნდება, უცხოელი ბიზნესმენი, საერთაშორისო გადაზიდვის მძღოლი …
Continue reading “რა შემთხვევაში შემოვა რუსეთის მოქალაქე საქართველოში”
შსს საზღვარზე ქცევის წესებს აქვეყნებს – კორონავირუსის პრევენცია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსულ მგზავრებს ამოწმებს. საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას კი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო უზრუნველყოფ. სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია 4 სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. ასევე, რისკ ჯგუფად …
Continue reading “შსს საზღვარზე ქცევის წესებს აქვეყნებს – კორონავირუსის პრევენცია”
ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობა სარფსა და სხვა საზღვრებზე
28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, ,,ნინოწმინდა”და ,,ქუთაისის აეროპორტი“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, სომხეთის, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, 114 აბი და 55 კაფსულა -ფსიქოტროპული, 64 აბი და 26 კაფსულა …
ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის მცდელობა სარფში, ქუთაისის აეროპორტში, წითელ ხიდსა და სადახლოში
17-19 აპრილს საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „ქუთაისის აეროპორტი“, „სადახლო-საავტომობილო“, „წითელ ხიდი“ და „სარფი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და ბრიტანეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილებისა და ფიზიკური დათვალიერებისას, 38 აბი ნარკოტიკული, …
ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის მცდელობა სარფში, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში
10-16 აპრილს საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „ქუთაისის აეროპორტი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „ბათუმის აეროპორტი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაცია ამის შესახებ შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის, ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს, ისრაელისა და ბრიტანეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილებისა და ფიზიკური …
7000 ლარამდე ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები სარფში
13 აპრილს საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის, ლ.ყ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. ნაკეთობათა წონამ 105.29 გრამი, საქონლის საბაჟო ღირებულებამ კი, 6 440.6 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა – 6,440.6 ლარის ოდენობით.
შეფერხების მიუხედავად თურქეთიდან საქართველოს 400-მდე მოქალაქის საზღვარზე გადმოყვანა მოხერხდა
თურქეთის მხარეს არსებული ტექნიკური შეფერხების გამო, თურქეთის საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით ორი დღეა შეფერხებებია. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობა თურქულ მხარესთან თანამშრომლობით მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების პირადობის მოწმობების იდენტიფიცირებას. მათი ინფორმაციით, 400-მდე მოქალაქე საზღვარზე უკვე გადმოყვანილია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის განმარტებით, ქართულ მხარეს მექანიკურად გადმოაქვს პასპორტები საქართველოს მხარეს, ქართული ბაზებით ხდება მათი შემოწმება, …
სარფის საზღვარი თურქეთის მოქალაქეების გარდა სხვებისთვის მესამე დღეა ჩაკეტილია
სარფის საბაჟოზე, საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროგრამული ხარვეზი, შესაძლოა დღეს საღამომდე მოგვარდეს, ამის შესახებ „ბათუმელებს“ თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში, იასინ თემიზქანმა უთხრა. „პრობლემა ტექნიკურ საკითხს ეხება, ამიტომ შესაძლებელია მალევე – ერთ საათშივე მოგვარდეს, ან შეიძლება საღამომდე, დაზსუტებით ვერ გეტყვით“- თქვა იასინ თემიზქანმა. თურქეთის კონსული ამ დროისთვის სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმყოფება. მისი განმარტებით ეს პრობლემა არა …
Continue reading “სარფის საზღვარი თურქეთის მოქალაქეების გარდა სხვებისთვის მესამე დღეა ჩაკეტილია”