აფეთქება ათენში – ბოლო ცნობებით დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის არიან ტურისტები

საბერძნეთის დედაქალაქში, ათენში, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას ბოლო ცნობებით 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბერძნული მედიის თანახმად, ორსართულიანი სახლის ჩამონგრევა ათენის ტურისტულ ზონაში, პლაკაზე, შესაძლოა, გაზის აფეთქებას მოჰყვა. ხელისუფლება აცხადებს, რომ სპეციალისტები მიზეზის დასადგენად მუშაობენ. შემთხვევა პარასკევს, 25 სექტემბერს მოხდა. დღეს, 26 სექტემბერს, ბოლო ცნობების თანახმად, სახლის ჩამონგრევის შედეგად 4 ამერიკელი ტურისტი და 2 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. …

ძლიერი ხანძარი საბერძნეთში, თესალონიკთან – პოლიციამ 76 წლის კაცი დააკავა

4 ივლისს, ღამით, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკთან. ცეცხლი საცხოვრებელ ადგილებთან და ინფრასტრუქტურულ ზონაში გავრცელდა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ევაკუირებული იქნა დაწესებულება, სადაც 157 სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანი იყო განთავსებული. ბერძნული მედიის ცნობით, გამოძიების ფარგლებში, ხანძრის გაჩენის ბრალდებით 76 წლის საბერძნეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც სახანძრო სამსახურის ცნობით, „შესაძლოა ფხიზელი არ იყო“.  საბერძნეთში …

საბერძნეთი ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას ფოსტით მისცემს

საბერძნეთის მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ საბერძნეთის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ეროვნულ არჩევნებში ფოსტით ხმის მიცემა შეძლონ. ბერძნული მედია წერს, რომ საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თეოდოროს ლივანიოსმა აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას წარადგინა და აღნიშნა, რომ მთავრობა რეფორმის განხორციელებას უახლოეს პერიოდში გეგმავს. ლივანიოსმა თქვა, რომ მოქალაქეებს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ …

საბერძნეთში ხანძრებს ებრძვიან

საბერძნეთში ებრძვიან ერთდროულად რამდენიმე ხანძარს, რომელიც 26 ივლისს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაჩნდა. ბერძნული გამოცემა „ტო ვიმა“ წერს, რომ მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრეების მუშაობის მიუხედავად, ატიკაში, ხანიაში, ევიასა და ქვეყნის სხვა რეგიონებში ხანძარმა სეროზული ზიანი მიაყენა გარემოს და მოსახლეობას, დაიწვა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ხანძარია კუნძულებზე – ევიასა და კითერაზე, სადაც ქარიანი ამინდი …

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე 1500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა ძლიერი ხანძრის გამო

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. დღეს, 3 ივლისს, კრეტის სამხრეთ სანაპიროზე გაჩენილი ხანძრის გამო სასტუმროებიდან ტურისტებისა და მოსახლეობის, 1500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძრის ჩაქრობას ართულებს ძლიერი ქარი, რის გამოც ცეცხლი მთის ფერდობებზე ტყეებს მოედო. ბერძნულ მედიაში ინფორმაცია არ ვრცელდება მსხვერპლის შესახებ, თუმცა არის შემთხვევები, როცა რამდენიმე ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო კვამლის შესუნთქვის …

საბერძნეთში დააკავეს ქართველი, რომელიც კუნძულზე ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი

მედიის ცნობით, საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელიც ეჭვმიტანილია კუნძულ ხიოსზე [ქიოსი] ხანძრის გაჩენაში. ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულ ხიოსზე ხანძარი 22 ივნისს გაჩნდა და 40-ზე მეტი კვადრატული კილომეტრი, ძირითადად ბუჩქნარი და საძოვრები გაანადგურა. ქართველი ქალი სამშაბათს ღამით დააკავეს. მედიის ცნობით, 35 წლამდე ასაკის ქალი დამხმარედ მუშაობდა ოჯახში და მან აღიარა, რომ გზაზე ანთებული სიგარეტი გადააგდო. ეს, …

ძლიერმა წვიმამ საბერძნეთის კუნძულებზე წყალდიდობა გამოიწვია

პირველ აპრილს ძლიერმა წვიმამ საბერძნეთის კუნძულებზე წყალდიდობა გამოიწვია, წყლის ძლიერმა ნაკადმა ქუჩებში ავტომანქანები წაიღო. „როიტერსი“ წერს, რომ საბერძნეთის რამდენიმე კუნძულზე, მათ შორის პაროსსა და მიკონოსზე, ძლიერი წვიმის, წყალდიდობისა და სეტყვის გამო დაიხურა სკოლები და საბავშვო ბაღები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, თავი აარიდონ მგზავრობას. პაროსის ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობდა ტალახიან წყლებში ჩარჩენილი ავტომანქანების ევაკუაციას მას შემდეგ, რაც …

საბერძნეთში ძლიერი ხანძარია, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საბერძნეთში, ატიკის რეგიონში, ათენის მახლობლად, ტყის ძლიერი ხანძარია, ათასობით ადამიანია ევაკუირებული ხანძრის საფრთხის გამო. საქართველოს საელჩო საბერძნეთში ტყის ხანძართან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს განცხადებით მიმართავს: „ძვირფასო თანამემამულეებო! ატიკის ტერიტორიაზე, კერძოდ ვარნავას, როდოპოლის, სტამატასა და ამიგდალეზაზე არსებულ ხანძართან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს: საელჩოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს საბერძნეთის კლიმატური კრიზისებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების სამინისტროსთან. ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, საელჩოში 24 …

ფეიერვერკმა ხანძარი გამოიწვია საბერძნეთში, კუნძულ ჰიდრაზე – დააკავეს 13 ადამიანი

საბერძნეთში, კუნძულ ჰიდრაზე ხანძარი გამოიწვია ფეიერვერკმა, რომელიც ჰიდრას სანაპიროსთან, კერძო იახტიდან გაისროლეს მგზავრებმა. შემთხვევა პარასკევს, 21 ივნისს მოხდა. გასროლილი ფეიერვერკის შედეგად სანაპიროსთან ახლოს მდებარე ტყეს ცეცხლი მოედო, მეხანძრეებისთვის რთულად მისადგომ ადგილას. ბერძენი მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას სანაპირო დაცვის გემებიდან ცდილობდნენ. 22 ივნისს საბერძნეთის პოლიციამ 13 ადამიანი დააკავა ხანძრის გაჩენის ბრალდებით. ხმელთაშუა ზღვის რეგიონი, მათ შორის საბერძნეთის …

ძლიერი ქარიშხალი საბერძნეთს ერთ თვეში ორჯერ დაატყდა თავს

ცენტრალური საბერძნეთის ნაწილი მეორედ დაიტბორა უკანასკნელ ერთ თვეში. ამჯერად თესალიის რეგიონს ქარიშხალი „ელიასი“ დაატყდა თავს, კოკისპირული წვიმით. ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქი ვოლოსი თესალიაში და ჩრდილოეთ ევია. ბერძნული მედიის ცნობით, ქარიშხალმა დატბორა გზები, სარდაფები, სახლები და მაღაზიები. ქარიშხალ „ელიასს“ წინ უსწრებდა ქარიშხალი „დენიელი“, რომელმაც თესალიაში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარ სასოფლო-სამეურნეო რეგიონში, დატბორა ხეხილის ბაღები, ყანები, დაიხოცა 200 …

საბერძნეთში ცხვრის ფარამ 100 კგ კანაფი შეჭამა – მედია

ბერძნული რეგიონული მედია thenewspaper.gr-ი წერს, რომ თესალიაში, ქალაქ ალმიროსთან ახლოს, ცხვრის ფარა შეიჭრა სათბურში, სადაც სამკურნალო კანაფი მოჰყავდათ და 100 კილოგრამზე მეტი მცენარე შეჭამა. მედიის ცნობით, ცხვრები თესალიაში წყალდიდობის შემდეგ საძოვარ ბალახს ეძებდნენ. „არ ვიცი, ვიტირო თუ ვიცინო. გვალვისა და წყალდიდობის დროს დიდ და კარგ მოსავალს ვკარგავთ, ამ ყველაფრის შემდეგ კი შემოვიდა ცხვრის ფარა და …

საბერძნეთში 46 ადამიანი დაიღუპა მატარებლების შეჯახების შედეგად

საბერძნეთში გაიზარდა 28 თებერვალს, ღამით, მატარებლის კატასტროფის გამო დაღუპულთა რიცხვი. ბოლო ცნობებით, ორი მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 46 ადამიანი დაიღუპა და ათობით პირი დაშავდა. რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. დაღუპულთა შორის არიან რკინიგზის თანამშრომლები და უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც თესალონიკში მიდიოდნენ ათენიდან და ქალაქ ლარისადან. საბერძნეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ქვეყანაში პოლიტიკურმა პარტიებმა შეაჩერეს საარჩევნო …

38 მგზავრი დაიღუპა მატარებლების შეჯახების შედეგად საბერძნეთში – ბოლო ცნობები

საბერძნეთში გაიზარდა მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპული მგზავრების რაოდენობა – ბოლო ცნობებით დაიღუპა სულ მცირე 38 ადამიანი, 85 კი დაშავდა. საბერძნეთში, ქალაქ ლარისასთან სამგზავრო მატარებელი სატვირთოს წუხელ შეეჯახა. სამგზავრო მატარებელი სალონიკიდან ათენის მიმართულებით მიდიოდა. მატარებელში 350-მდე მგზავრი იმყოფებოდა. ამჟამად შემთხვევის ადგილას 150 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მატარებლების შეჯახების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთის პროკურატურამ …

„რაც ჩვენ გადავიტანეთ, მტერსაც არ ვუსურვებ“ – 7 ქართველი ქალის ისტორია ემიგრაციაზე

2000-იანების საქართველოში, როცა ქვეყანაში ტოტალური სიღარიბე, კრიმინალი და უმუშევრობა იყო, საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარი თავისა და ოჯახების გადარჩენის გზა ემიგრაციაში იპოვეს. ბევრი მათგანის დანიშნულების ქვეყანა იყო საბერძნეთი. წასვლა პირად კავშირებზე იყო დამყარებული – უკვე წასულები დარჩენილებს ეხმარებოდნენ მიზნის მიღწევაში. ორი საუკუნის მიჯნაზე საქართველოში გაჩნდნენ ე.წ. გადამყვანები, რომლებიც მოქალაქეებს საბერძნეთში არალეგალურად შესვლაში ეხმარებოდნენ თანხის სანაცვლოდ. გზა საქართველოდან …

ათენთან ტყის ძლიერ ხანძარია

საბერძნეთში, ათენის გარეუბნის მახლობლად ტყის ძლიერი ხანძარია. ბერძნული მედიის ცნობით, თითქმის 500 მეხანძრე ებრძვის ხანძარს, ასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა ხანძრის მიმდებარე ტერიტორიიდან. ბერძნული გამოცემა ekathimerini-ის ცნობით, სულ მცირე ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს სუნთქვის პრობლემებით და მცირე დამწვრობებით, ოფიციალური პირების თქმით, რამდენიმე სახლი დაიწვა პენტელის მთის მიდამოებში, საბერძნეთის დედაქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 25 კილომეტრში. მეხანძრეები ცეცხლს უკვე მეორე …

საბერძნეთმა სანქციების ფარგლებში რუსული ტანკერი დააკავა

საბერძნეთის სანაპირო დაცვის განცხადებით, საბერძნეთმა  კუნძულ ევიასთან დააკავა რუსული ნავთობის ტანკერი,  ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ აქვეყნებს. რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღებასთან ერთად, მიმდინარე თვის დასაწყისში ევროკავშირმა აკრძალა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების შესვლა ევროკავშირის 27 ქვეყნის პორტებში, გარკვეული გამონაკლისების დაშვებით. რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი „პეგასი“, ბორტზე მყოფი …

საბერძნეთმა 12 რუსი დიპლომატი გააძევა

საბერძნეთი, ევროკავშირის სხვა ქვეყნების მსგავსად, 12 რუს დიპლომატს აძევებს ქვეყნიდან. აკრედიტებული 12 დიპლომატი საბერძნეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ბერძნული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკვე ეცნობა რუსეთის საელჩოს საბერძნეთში. რუსეთის წარმომადგენლებს გაუუქმდებათ პრივილეგიები და იმუნიტეტები და მოეთხოვებათ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება. გუშინ, 5 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ ბრიუსელმა ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 დიპლომატი გამოაცხადა პერსონა ნონ …

ხვალიდან საბერძნეთში შესვლის წესი იცვლება საქართველოს მოქალაქეებისთვის

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, საბერძნეთმა შეამსუბუქა ქვეყანაში შემოსვლის რეგულაციები საქართველოსთვის და ევროკავშირის არაწევრი სხვა 32 ქვეყნისთვის. 2022 წლის 7 თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საბერძნეთში გამგზავრება თუ: საბერძნეთში მიმავალი მგზავრი ფლობს ევროპულ ციფრულ სერთიფიკატს ან აკმაყოფილებს ამ პირობებიდან ერთ-ერთს: ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო ცხრა …

მიწისძვრა კუნძულ კრეტაზე – დაიღუპა 1, დაშავდა 11 ადამიანი

5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დღეს, 27 სექტემბერს. ბერძნული მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 1, 11 ადამიანი კი დაშავდა. ბერძნული გამოცემა ta nea-ს ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაღუპული მამაკაცი ეკლესიაში აღდგენით სამუშაოს ასრულებდა. დაზიანებულია შენობებიც. _______________ ფოტო: cretalive.gr  

საბერძნეთის კუნძული ევია ცეცხლის ალში – ათამდე სოფელი ევაკუირებულია

ათასობით ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი სახლი საბერძნეთის კუნძულ ევიაზე. საბერძნეთის დედაქალაქის აღმოსავლეთით, ატიკის  მდებარე კუნძულ ევიაზე გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა ათასობით ჰექტარი ტყე. მოხდა ათობით სოფლის ევაკუაცია, 2500-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს კუნძულიდან და გაარიდეს ცეცხლს. უკვე მეექვსე დღეა საბერძნეთი ებრძვის ტყის ხანძრებს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. ორი ადამიანი დაიღუპა ხანძრის შედეგად, მათ შორის ერთი მოხალისე-მეხანძრე იყო. საბერძნეთში ჩავიდნენ …

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან, ასობით ადამიანია ევაკუირებული | ფოტო

თითქმის ერთი კვირაა საბერძნეთში ხანძარი მძვინვარებს. ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო ათენთან ახლოს მდებარე კუნძულიდან. ხანძრის შედეგად ათამდე ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება, არის ქარიანი ამინდი, რაც ხელს უშლის ტყის ხანძრის ჩაქრობას. ხანძრის შედეგად დაიწვა სახლები და ავტომანქანები. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას 5 აგვისტოს მოუწოდა, მაქსიმალურად შეზღუდონ არამიზნობრივი გადაადგილება.

6-თვიანი აკრძალვის შემდეგ საბერძნეთში კაფეები და რესტორნები გაიხსნა

დღეს, 3 მაისს, ბერძნული მედიის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყანაში გახსნილი კაფეები და რესტორნებია. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან ექვსი თვის შემდეგ ბერძნებს უკვე შეუძლიათ კაფეში წასვლა, თუმცა ქვეყანაში კაფეები და რესტორნები მუშაობს მხოლოდ ღია სივრცეში და მუსიკის გარეშე. მაგიდასთან დაშვებულია მხოლოდ 6 ადამიანის განთავსება. მიმტანებმა უნდა ატარონ პირბადე და კვირაში ერთხელ გაიარონ ტესტირება კოვიდზე. რესტორნები და …

საბერძნეთში, თესალონიკში ქართველი ბავშვებისათვის საკვირაო სკოლის გახსნა იგეგმება

საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში მდებარე საქართველოს გენერალური საკონსულოს ცნობით, მიღწეულია შეთანხმება ქალაქის მერთან თესალონიკში საკვირაო სკოლისთვის შენობის გამოყოფასთან დაკავშირებით, სადაც ქართველი ბავშვები შეძლებენ ქართული ენისა და ისტორიის შესწავლას. შეხვედრა თესალონიკის მერთან, კონსტანტინოს ზერვასთან თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ 11 მარტს გამართა. „ნოდარ კომახიძემ თხოვნით მიმართა თესალონიკის მერს საკვირაო სკოლისთვის შენობის გამოყოფასთან დაკავშირებით, სადაც ქართველი ბავშვები …

საბერძნეთი მაღალი რისკის ზონებში, მათ შორის ათენში, კომენდანტის საათს აწესებს – covid19

იმ მხარეებში, სადაც ყველაზე მეტად დაზარალდნენ Covid19-ით, კომენდანტის საათი დაწესდება. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა დღეს, 22 ოქტომბერს, სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. „აკრძალვების მიზანია შეამციროს საღამოობით შეკრებები, რაც ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას“, – წერს ტვიტერზე პრემიერ-მინისტრი. მიცოტაკისის თქმით, გადაადგილება 00:30-დან დილის 5 საათამდე აიკრძალება იმ ადგილებში, რომლებიც კოვიდ19-ის გავრცელების თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველად მიიჩნევა და …

ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა, ზომები გამკაცრდა – კორონავირუსი საბერძნეთში

საბერძნეთის მთავრობა კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით ზომებს ამკაცრებს. გუშინ, 15 სექტემბერს, საბერძნეთში კორონავირუსის 310 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 პაციენტი გარდაიცვალა. ახალი რეგულაციები ამოქმედდა ატიკის რეგიონში, რომელშიც შედის ქვეყნის დედაქალაქი, ათენი. ახალი შეზღუდვების თანახმად, იკრძალება პირბადის გარეშე გადაადგილება დახურულ და ღია სივრცეებში, საჯარო თავშეყრის ადგილას, მაღაზიებში, ოფისებში და ა.შ. ბერძნული მედიის ცნობით, 14 დღით …

საბერძნეთის რესპუბლიკას ისტორიაში პირველად ქალი პრეზიდენტი ჰყავს

63 წლის მოსამართლე, ეკატერინი საკელაროპულუ საბერძნეთის რესპუბლიკის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. იგი საბერძნეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, 294-დან 261 ხმით აირჩია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კირიოაკოს მიცოტაკისმა აღნიშნა, რომ საკელაროპულუს არჩევა საბერძნეთის ახალ ეპოქაში გადასვლის სიმბოლური ნაბიჯია, ხოლო ოპოციის ლიდერმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ციპრასმა განაცხადა, რომ ეკატერინი საკელაროპულუ „განსაკუთრებული მოსამართლე“ და ადამიანის უფლებათა დამცველი იყო. საბერძნეთის ახალი …

ქართველ ქალს, რომელმაც ბავშვი სანაგვეში გადააგდო, სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა

ბერძნული მედიის ცნობით, 24 წლის ქართველ ქალს, რომელმაც 18 დეკემბერს საბერძნეთში, ქალაქ კალამატაში, ბავშვი ნაგავში გადააგდო, საბერძნეთში სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა. ახალგაზრდა ქალი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მეგობრის სახლში რჩება და მას გარეთ გასვლა აკრძალული აქვს. პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა დაუდევრობით მკვლელობის მცდელობისათვის. შემთხვევა ქალაქ კალამატაში 18 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა. ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა ქალმა, რომელიც ნაგავს ყრიდა. …

გიფებით გაცოცხლებული არქიტექტურა – ძველი საოცრებები

არქიტექტურის ძველი საოცრებები, როგორიც ათენას პართენონი  და ლუქსორის სასახლეa ეგვიპტეში, ძველი კულტურების დიდებას გვახსენებენ. თუმცა ძველი არქიტექტურული ძეგლები იმდენადაა განადგურებული, რომ ჭირს წარმოდგენა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მათი თავდაპირველი სახე. ინტერნეტში არსებობს არაერთი პლატფორმა, რომელთა  საშუალებითაც ნებისმიერი იდეის ვიზუალიზაციაა შესაძლებელი. Expedia, NeoMam-ი და This is Render-ი ასეთი პლატფორმებია, რომლებზეც მსოფლიო საოცრებების არქიტექტურულ სიძველეებს გიფების საშუალებით დაუბრუნეს თავდაპირველი სახე.   …

Exit mobile version