საჯარო სკოლებში აბიტურის საათები აღარ ტარდება. როგორც საქართველოს განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, აბიტურის საათების გაუქმება სკოლის საატესტატო გამოცდების გაუქმებას უკავშირდება. სამინისტროში ამბობენ, რომ აბიტურის საათები იმ საგნებში ტარდებოდა, რომლებსაც საატესტატო გამოცდაზე აბარებდნენ. აბიტურის საათი საგნის მიხედვით კვირაში მხოლოდ ერთხელ იყო გათვალისწინებული და მასწავლებელს დამატებითი საათი უნაზღაურდებოდა. თუმცა, როგორც სკოლის მოსწავლეები „ბათუმელებთან“ ამბობდნენ, აბიტურის საათები სკოლებში …
Tag Archives: საატესტატო გამოცდები
ლადო აფხაზავა განათლების რეფორმაზე: თუ სწავლას ძირი მწარე ექნება, არავინ აღარ ისწავლის
მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ნომინანტი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, პრაქტიკოსი პედაგოგი ლადო აფხაზავა „ბათუმელებთან“ განათლების სფეროში განხორციელებულ ბოლო ცვლილებებზე საუბრობს. პედაგოგის აზრით, ახალმა რეფორმამ სისტემაში გაურკვევლობა და ბუნდოვანება შემოიტანა. თუმცა, ცვლილებები, მისი აზრით, მაინც აუცილებელი იყო. ბატონო ლადო, ბოლო ცვლილებებთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ, მათ შორის საუბარია იმაზე, რომ საატესტატო გამოცდების ერთი ხელის მოსმით გაუქმება, მოსწავლეებს …
შალვა ტაბატაძე: უხერხულია რეფორმა დავარქვა იმ პრეზენტაციას, რაც სამინისტრომ წარმოადგინა
განათლების სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრობს და ეტაპობრივად სიახლეების პრეზენტაციებსაც სთავაზობს საზოგადოებას. ბოლო პრეზენტაციის დროს ითქვა, რომ უმაღლესი განათლება უნდა დაუახლოვდეს ევროპულ საგანმანათლებლო სისტემას. ამის პარალელურად, ჯერ მეთერთმეტეკლასელების საატესტატო გამოცდები გააუქმეს, ცოტა მოგვიანებით კი მეთორმეტეკლასელებსაც მოუხსნეს გამოცდები. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები განათლების სისტემაში და რა შეიძლება მივიღოთ ამ ცვლილებით? „სამოქალაქო ინტეგრაციისა და …
მეთორმეტეკლასელები წელს გამოსაშვებ გამოცდას აღარ ჩააბარებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მე-12 კლასელები წელს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს აღარ ჩააბარებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს, პირველ თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გამოცდების ახალი მოდელის შესახებ ინფორმაცია 28 იანვარს გახდა ცნობილი. „მივიღე გადაწყვეტილება სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორც მეთერთმეტე, ისე მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს. აქვე მინდა განვმარტო, რომ წელს აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ისევ ჩააბარებენ მისაღებ …
Continue reading “მეთორმეტეკლასელები წელს გამოსაშვებ გამოცდას აღარ ჩააბარებენ”
„ჭორი მეგონა ჯერ, სახტად დავრჩი“, – რეპეტიტორები საატესტატო გამოცდების გაუქმებაზე
„გახარებული დამხვდნენ ბავშვები – რომ გვეუბნებოდით, ისწავლეთ, თორემ გამოცდაზე გაგიჭირდებათო, აღარ გვჭირდება, ბატონოო… დღესაც მქონდა გაკვეთილი მეთერთმეტეში და გამიკვირდა: მომზადებული დამხვდნენ. იცით, როგორ არის, მგონი, ინერციით მივდივართ. მეთერთმეტეში უხარიათ, რომ რაღაც შეძლეს და ისწავლეს. მეათე კლასში უფრო გახარებული არიან. მათ უკვე აღარ უნდოდათ წიგნის გადაშლა,“ – ამას ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, ნუკრი კობახიძე …
Continue reading “„ჭორი მეგონა ჯერ, სახტად დავრჩი“, – რეპეტიტორები საატესტატო გამოცდების გაუქმებაზე”
ბათუმში მეთორმეტეკლასელებმა ისევ გამართეს საპროტესტო აქცია
ბათუმელი მეთორმეტეკლასელები ევროპის მოედანზე დღესაც შეიკრიბნენ. მოთხოვნა უცვლელია – საატესტატო გამოცდების გაუქმება. „ჩვენ აქ გამოვალთ, ვიდრე განათლების სამინისტრო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ჩვენ ვაპროტესტებთ არათანაბარ და უსამართლო გარემოს,“ – ამბობს ზუკა ნემსაძე, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე. მეთორმეტეკლასელებმა შეძახილებით მემედ აბაშიძის გამზირი ჩაიარეს. მოსწავლეების თქმით, ისინი ამ დღეებში რეპეტიტორებთან აღარ დადიან. მეთორმეტეკლასელებმა მასშტაბური აქცია შაბათს, 2 თებერვალს, …
Continue reading “ბათუმში მეთორმეტეკლასელებმა ისევ გამართეს საპროტესტო აქცია”
„უსამართლო სისტემის მსხვერპლი არ უნდა ვიყოთ“ – მეთორმეტეკლასელების აქცია ბათუმში
სიტყვა „უსამართლობას“ დღეს, 29 იანვარს, ყველაზე ხშირად ახსენებდნენ ევროპის მოედანზე შეკრებილი ბათუმელი მეთორმეტეკლასები. ტრანსფარანტებზეც ასე ეწერათ: „სამართალი სახლში დაგრჩათ?“. იყო გაშარჟებული ვარიანტიც: „სამართალი თუ დაგრჩათ, თავი რატომ არ დაგრჩათ?“. ნახავდით შეფასებასაც – „სამინისტროში ოროსნები არიან“… აქციაზე შეკრებილი მოსწავლეები მთავარ აქცენტს გამოცდის ჩაბარებაზე კი არა, უთანასწორო გარემოზე აკეთებდნენ. ზოგიერთი მათგანის აზრით, საატესტატო გამოცდა უნდა იყოს კიდეც, …
Continue reading “„უსამართლო სისტემის მსხვერპლი არ უნდა ვიყოთ“ – მეთორმეტეკლასელების აქცია ბათუმში”
მარიამ ჯაში გამოცდების გაუქმებაზე: მეთორმეტეკლასელებს არათანაბარ პირობებში ვაყენებთ
დღეს ბათუმსა და ქვეყნის სხვა ქალაქებშიც მეთორმეტეკლასელებმა აქციები გამართეს და საატესტატო გამოცდების გაუქმება მოითხოვეს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წელს მეთერთმეტეკლასელები საატესტატო გამოცდებს აღარ ჩააბარებენ. მაგრამ გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, საატესტატო გამოცდების ჩაბარება მოუწევთ მე-12- კლასელებს არსებული ფორმატით. ამ ეტაპზე არ შეიცვლება ატესტატის გაცემის წესი. განათლების სამინისტროს დაანონსებულ ცვლილებებს დღეს გამოეხმაურა საქართველოს …
მეთერთმეტეკლასელები საატესტატო გამოცდას აღარ ჩააბარებენ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018-2019 წელს მეთერთმეტეკლასელები საატესტატო გამოცდებს აღარ ჩააბარებენ. გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, საატესტატო გამოცდების ჩაბარება მაინც მოუწევთ მე-12-კლასელებს არსებული ფორმატით და ამ ეტაპზე არ შეიცვლება ატესტატის გაცემის წესი. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, იმ პირებს, რომლებმაც წინა წლებში ვერ გადალახეს ბარიერი თუნდაც ერთ საგანში და ვერ აიღეს ატესტატი, უფლება აქვთ, დარეგისტრირდნენ შესაბამის …
Continue reading “მეთერთმეტეკლასელები საატესტატო გამოცდას აღარ ჩააბარებენ”
მარიამ ჯაში: საატესტატო გამოცდები არის ხისტი, შესაძლოა დუბლირებული გამოცდები გაუქმდეს
საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ საატესტატო გამოცდების არსებული სისტემა არის ძალიან ხისტი და მისი ცვლილება აუცილებელია. „ბათუმელებთან“ მარიამ ჯაში ასევე საუბრობს თავის პირად რეკომენდაციაზე, რომელიც საატესტატო გამოცდაში ჩაჭრილ მოსწავლეს, მისი გადაბარების შესაძლებლობას აძლევს, ეროვნული გამოცდების დაწყებამდე. თუმცა, როგორც დეპუტატი ჯაში ამბობს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაცია, გადაწყვეტილება …
რომელ საგანში ჩაიჭრა ყველაზე მეტი მეთერთმეტეკლასელი
ამ წუთებში სკოლებში მეთერთმეტეკლასელები ფიზიკაში საატესტატო გამოცდას აბარებენ. მეთერთმეტეკლასელებმა უკვე ჩააბარეს გამოცდა გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გეოგრაფიის გამოცდაზე მოსწავლეების 2 პროცენტი ჩაიჭრა, ბიოლოგიაში კი – 5 პროცენტი. მეთერთმეტეკლასელები ხვალ, 15 ივნისს, ბოლო გამოცდას ქიმიაში ჩააბარებენ.
მეთერთმეტეკლასელებისთვის საატესტატო გამოცდები ხვალ დაიწყება
ხვალ, 12 ივნისს, მეთერთმეტეკლასელებისთვის საატესტატო გამოცდები იწყება, დღეს კი, მოსწავცლეები პრეტესტს გაივლიან. პირველ გამოცდას მეთერთმეტეკლასელები გეოგრაფიაში ჩააბარებენ, 13 ივნისს ბიოლოგიაში გამოცდა ჩატარდება, 14 ივნისს კი – ფიზიკაში. საატესტატო გამოცდები 15 ივნისს ქიმიის გამოცდით დასრულდება. მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან.
საატესტატო გამოცდებში 49 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა, 11 ათასზე მეტმა ზღვარი ვერ გადალახა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და საატესტატო გამოცდებზე რეგისტრირებულთა 2 410-მა აბიტურიენტმა ზღვარი ვერ გადალახა. აქედან, მეთორმეტეკლასელია 1983 პირი. ცენტრის ინფორმაციით, იმ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა, ვინც ერთ საგანში მაინც ვერ გადალახა ზღვარი ერთ ან რამდენიმე გამოცდაში, 11 ათასზე მეტია, რაც წინა წლების მონაცემების ანალოგიურია. საატესტატო გამოცდებში წელს 49 ათასამდე …
უცხო ენებში მეთორმეტეკლასელების 11 პროცენტი ჩაიჭრა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ენის გამოცდაშიც მეთორმეტეკლასელთა დაახლოებით 11 % ჩაიჭრა. უცხო ენის გამოცდა მეთორმეტეკლასელებმა გუშინ ჩააბარეს. დღეს, 22 მაისს კი, ისინი ისტორიის გამოცდას ჩააბარებენ. როგორც ცენტრში გვითხრეს, საატესტატო გამოცდებს წელს ის პირებიც აბარებენ, ვინც გასულ წელს რომელიმე საგანი ვერ ჩააბარა. „ამიტომ, ჯერჯერობით, დაზუსტებით ვერ გეტყვით, წლევანდელი მეთორმეტეკლასელებიდან რამდენია ჩაჭრილი და რამდენი, …
Continue reading “უცხო ენებში მეთორმეტეკლასელების 11 პროცენტი ჩაიჭრა”
მეთორმეტეკლასელების დაახლოებით სამი პროცენტი ქართულის გამოცდაზე ჩაიჭრა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეთორმეტეკლასელთა დაახლოებით 3 პროცენტი ქართული ენისა და ლიტერატურის საატესტატო გამოცდაზე ჩაიჭრა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი წელს ატესტატს ვერ მიიღებენ. შესაბამისად, აღნიშნული პირები ვერც ეროვნულ გამოცდებს ვერ ჩაბარებენ. დღეს, 21 მაისს კი, მეთორმეტეკლასელები საატესტატო გამოცდას უცხო ენებში აბარებენ. სკოლებში საატესტატო გამოცდები გუშინ, 20 მაისს, დაიწყო.
საატესტატო გამოცდებზე მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 19 მარტს, სკოლის საატესტატო გამოცდებზე მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო. როგორც ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რეგისტრაციის დაწყების შესახებ სკოლის დირექტორებმა უკვე მიიღეს ინფორმაცია. „2017-2018 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მოსწავლეები 19 მარტის 12:00 საათიდან 2 აპრილის 18:00 საათამდე უნდა დაარეგისტრირონ სკოლებმა“. რაც შეეხება გამოცდების განრიგს, ჯერ დამტკიცებული არ არის. „განრიგი დამტკიცებისთანავე …
Continue reading “საატესტატო გამოცდებზე მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო”
რატომ აღარ დაიწერება საატესტატო გამოცდებზე ქულები – ცენტრის განმარტება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სკოლებში საატესტატო გამოცდების ფორმატი შეცვალა. ცვლილების თანახმად, მოსწავლე კომპიუტერის ეკრანზე ვეღარ დაინახავს, რამდენი ქულა მიიღო საგამოცდო საგანში. მოსწავლეთა ჯგუფები ცენტრის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში კრიტიკულად ეხმიანებიან – ამბობენ, რომ ქულა მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ასე თავიანთი ცოდნის ხარისხის შემოწმება შეეძლოთ. რა იყო გამოცდების ფორმატის შეცვლის მიზეზი? -„ბათუმელებთან“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული …
Continue reading “რატომ აღარ დაიწერება საატესტატო გამოცდებზე ქულები – ცენტრის განმარტება”
საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წელს, სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები. დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – www.naec.gov.ge თითოეული საგანისთვის დამატებითი ნიმუშები …
Continue reading “საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება”
იგეგმება თუ არა სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში ცვლილება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებთან“ აცხადებენ, რომ მუშაობენ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო საკითხზე. თუმცა ამ დროისთვის ცენტრში ვერ აზუსტებენ, შეიცვლება თუ არა გამოსაშვები გამოცდების ბარიერი. აიწევა თუ არა საგამოცდო ბარიერი, რაზეც განათლების ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობდა? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თეიკო ანჯაფარიძე ამბობს, რომ დაზუსტებულ ინფორმაციას …
Continue reading “იგეგმება თუ არა სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში ცვლილება”
გამოცდების შედეგები – 12 803 მოსწავლე ატესტატს ვერ აიღებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც „ბათუმელებს“ წერილობით მოგვაწოდეს, 2017 წლის საატესტატო გამოცდების საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია. ამ შედეგების მიხედვით, წელს ატესტატს 12 803 მოსწავლე ვერ აიღებს. 2017 წლის საატესტატო გამოცდებზე 48 434 მოსწავლე იყო რეგისტრირებული. აქედან, რეგისტრაციის შემდეგ გამოცდებზე არ გავიდა 1371 მოსწავლე, გამოცდები წარმატებით დაძლია 34 260 მოსწავლემ. ერთ საგანში მაინც …
Continue reading “გამოცდების შედეგები – 12 803 მოსწავლე ატესტატს ვერ აიღებს”
ექვსი მე-12 კლასელი და ერთი ატესტატი – რა შედეგებით დასრულდა საატესტატო გამოცდები ხულოში
ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, საატესტატო გამოცდებში წელს მოსწავლეთა 28% ჩაიჭრა. ყველაზე მეტი ჩაჭრილი მოსწავლე ხულოს სკოლებს უცხო ენებში ჰყავს. დაუძლეველ ბარიერად მოსწავლეებისთვის აქ კვლავ უცხო ენები რჩება. საატესტატო გამოცდებში რეგისტრირებული 356 მოსწავლიდან უცხო ენის გამოცდაში ბარიერი 87-მა მოსწავლემ ვერ გადალახა, ცხრა მოსწავლით ნაკლებია ჩაჭრილი მათემატიკის საატეტსატო გამოცდაში. 41 მოსწავლისთვის აღმოჩნდა გადაულახავი ბარიერი ფიზიკის გამოცდა, რაც …
ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საატესტატო გამოცდებზე 11 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა
დღეს, 25 მაისს, საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ საატესტატო გამოცდებზე 11 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა. თუმცა, როგორც „ბათუმელებს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უთხრეს, ეს ციფრი არ არის საბოლოო. „ეს არის დაახლოებითი ციფრი, დეტალური ინფორმაცია, რამდენი იყო აქედან ის, ვინც ხელმეორედ აბარებდა გამოცდას, რამდენიმე დღეში დაიდება, როცა ყველა მონაცემი შეჯამდება“, – განაცხადეს ეროვნულ ცენტრში. …
Continue reading “ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საატესტატო გამოცდებზე 11 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა”
საატესტატო გამოცდები აჭარის მაღალმთიანეთში
აჭარის მაღალმთიანეთში საატესტატო გამოცდებზე წელს 1056 მე-12 კლასელი დარეგისტრირდა, აქედან 187 მოსწავლე გამოცდებს ხელმეორედ აბარებს. საატესტატო გამოცდებზე ქედაში 261, შუახევში – 346, ხულოში კი 449 მეთორმეტეკლასელია დარეგისტრირებული. ოთხ საგანში – ქართულ ენაში, გეოგრაფიაში, ინგლისურსა და ისტორიაში საატესტატო გამოცდა ჩატარდა, მათემატიკაში კი დღეს, 24 მაისს, ტარდება. ოთხი გამოცდის მონაცემებით, შუახევის მუნიციპალიტეტის ნიგაზეულის საჯარო სკოლაში 16 მოსწავლიდან …
Continue reading “საატესტატო გამოცდები აჭარის მაღალმთიანეთში”
ცხრა ჩაჭრილი ერთ სკოლაში – როგორ მიმდინარეობს საატესტატო გამოცდები
ბათუმის საჯარო სკოლებში საატესტატო გამოცდებზე 1650 მე-12 კლასელი დარეგისტრირდა, 300 მოსწავლე კი გამოცდებს ხელმეორედ აბარებს. ორი გამოცდა – ინგლისურსა და ქართულ ენაში უკვე ჩატარდა, ისტორიაში კი საატესტატო გამოცდები დღეს, 23 მაისს, მიმდინარეობს. ზოგიერთ სკოლაში შედეგი ცნობილია, გარკვეულ სკოლებში კი ისტორიის გამოცდა ამ წუთებში მიმდინარეობს. გამოცდების შედეგების თაობაზე „ბათუმელები“ ბათუმის რამდენიმე საჯარო სკოლას დაუკავშირდა. ბათუმის მე-13 …
Continue reading “ცხრა ჩაჭრილი ერთ სკოლაში – როგორ მიმდინარეობს საატესტატო გამოცდები”
სამინისტრომ სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები და წესი დაამტკიცა
საქართველოს განათლების სამინისტრომ 2017 წლის სკოლის საატესტატო გამოცდების პროგრამები დაამტკიცა. პროგრამები დამტკიცდა შემდეგ საგნებში: მათემატიკაში, ფიზიკაში, ბიოლოგიაში, ისტორიაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენებში, გეოგრაფიასა და ქიმიაში. სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები და გამოცდების ჩატარების წესი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
მათემატიკა – ქართული სკოლების „აქილევსის ქუსლი“
2016 წლის საატესტატო გამოცდებზე მათემატიკაში 5 600 მოსწავლე ჩაიჭრა. მათემატიკაში ჩაჭრილთა რაოდენობა აჭარაში წინა წელთან შედარებით 7-დან 12 პროცენტამდე გაიზარდა. დირექტორების აზრით, ის, რომ მასწავლებელმა შედეგი ვერ მიიღო, მისი სკოლიდან გაშვების საფუძველი ვერ გახდება. რაში ხედავენ მათემატიკის მასწავლებლები და დირექტორები წარუმატებლობის მიზეზებს? უფროსი კატეგორიის მასწავლებელი ქემალ ხიმშიაშვილი ბათუმის 22-ე საჯარო სკოლაში მათემატიკას ასწავლის. წელს ამ …
Continue reading “მათემატიკა – ქართული სკოლების „აქილევსის ქუსლი“”
რატომ ჩაიჭრა 5 600 მოსწავლე მათემატიკაში
2016 წლის საატესტატო გამოცდებზე გაცილებით მეტი მოსწავლე ჩაიჭრა, ვიდრე გასულ წელს. შარშან მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაიჭრა 2 200 მოსწავლე, წელს კი 5 600 მოსწავლე მარტო მათემატიკაშია ჩაჭრილი. ეროვნულ ცენტრს გამოცდებზე ჩაჭრილთა საბოლოო, დაჯამებული ციფრი ჯერ არ აქვს. მას არც იმ კითხვაზე აქვს პასუხი, თუ რატომ გაიზარდა ჩაჭრილთა რაოდენობა მიმდინარე წელს – მიზეზებზე ვერც საჯარო სკოლებში …
ისტორიაში საატესტატო გამოცდა 2 100-მა მოსწავლემ ვერ ჩააბარა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ისტორიაში საატესტატო გამოცდაზე 42 ათასი მოსწავლე დარეგისტრირდა. ცენტრის ინფორმაციით, საატესტატო გამოცდა 95-მა პროცენტმა ჩააბარა, 5-მა პროცენტმა კი ბარიერი ვერ დაძლია. დღეს, 24 მაისს, ქართულენოვან სკოლებში საატესტატო გამოცდები მათემატიკის გამოცდით დასრულდება. მათემატიკის გამოცდის შედეგები, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ისტორიაში გამოცდები გუშინ, 23 მაისს ჩატარდა.