„ბსუ-მ კონტრაქტი აღარ გამიგრძელა“ – როლანდ შავაძე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ინგლისური ენის პედაგოგი როლანდ შავაძე ამბობს, რომ ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მას სამუშაო კონტრაქტი აღარ გაუფორმა. შავაძე ამ ფაქტს, მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. „ექვსწლიანი უწყვეტი თანამშრომლობის შემდეგ შრომითი ხელშეკრულება აღარ გამიგრძელა ბათუმის უნივერსიტეტმა და, ფაქტობრივად, ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. მიზეზები არ არის საძებარი – რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში აქტიურად ვიყავი ჩართული …

პედაგოგმა განათლების მინისტრს 41 ლარი გადაურიცხა – პროტესტი სახელფასო პოლიტიკას

განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს, კიდევ ერთმა პედაგოგმა გადაურიცხა თანხა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა როლანდ შავაძემ, სიმბოლური „41“ ლარი გადაურიცხა განათლების მინისტრს და ამ ფორმით გამოხატა პროტესტი მასწავლებლების ახალი სახელფასო პოლიტიკის მიმართ, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლის პედაგოგების ნაწილს, ზრდის ნაცვლად, ხელფასები დააკლდათ. „განათლების მინისტრს სიმბოლურად „41“ ლარი გადავურიცხე. მინდა გაიაზროს, რომ ძალაუფლების სათავეში ყოფნის სანაცვლოდ …

ამ კანონმა რუსებს მონური მორჩილება მოუტანა, ქართველი ერი მონობას არ შეეგუება – პედაგოგი

რა ზიანს მოუტანს „ქართული ოცნების“ რუსული კანონი საქართველოს დემოკრატიას, სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის ევროინტეგრაციას – ამ თემაზე „ბათუმელები“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელს, როლანდ შავაძეს ესაუბრა. როლანდ შავაძე, გასული წლის მარტის აქციებზეც აპროტესტებდა რუსულ კანონს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს კანონი ქვეყნის უკუსვლისკენ არის მიმართული და საფრთხეს უქმნის მთელ ქვეყანას. „ამ კანონის წინააღმდეგ …

რა უფლებების დაკარგვაზე წუხან მასწავლებლები – ინტერვიუ პედაგოგთან

„ჩვენ ვინ დაგვიცავს, ყველანაირად უფლებააყრილ პედაგოგებს?“, „ბარემ გაკოჭეთ მასწავლებელი“, „საზიზღარი, ინტრიგანი ბავშვები“- ასეთი კომენტარებით გამოეხმაურა მასწავლებლების ნაწილი სოციალურ ქსელში ამბავს, რომ ბავშვებმა მოსწავლეზე ძალადობის ფაქტი კლასში ტელეფონით გადაიღეს, შემდეგ კი ინტერნეტში ატვირთეს. რა უფლებების დაკარგვაზე წუხან მასწავლებლები და აქვთ თუ არა მათ რეალურად უფლებები შეზღუდული? – ამ თემაზე „ბათუმელები“ 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ …

„ეს სიყალბეა“ – რატომ შექმნა სამინისტრომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ანალოგი

საქართველოს განათლების სამინისტრომ 27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნულ დღედ გამოაცხადა და „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ანალოგი კონკურსი დააარსა. სამინისტროს ცნობით, „ღვაწლმოსილი პედაგოგები“ ჯილდოს სახით სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშნის გარდა 10 ათას ლარსაც მიიღებენ. რატომ დასჭირდა სამინისტროს უკვე არსებული მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ანალოგის დაწესება? – მასწავლებლების ნაწილმა სამინისტროს ინიციატივას სიყალბე უწოდა, ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ჯილდოს დაწესების მიზანი …

რუსული კანონით ხელისუფლებას კრიტიკული აზრის ჩაკვლა სურს – მასწავლებელი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი აჭარიდან როლანდ შავაძე, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებში ინგლისურ ენას ასწავლის ბავშვებს, მიიჩნევს, რომ რუსული კანონი, რომლის მიღებასაც მმართველი პარტია აპირებს, მთელ საზოგადოებას დააზიანებს, რადგან კანონი მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა და თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ. „ვფიქრობ, რომ ამ კანონის იდეა კრიტიკული, თავისუფალი სიტყვის, გამოხატვის ჩახშობაა და მსგავსი ტიპის კანონი არ უნდა …

რა არის სკოლების მთავარი პრობლემა – ინტერვიუ ხულოს სოფლის ინგლისურის პედაგოგთან

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვენდოთ სკოლებს“ – მიიჩნევს როლანდ შავაძე, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია. მას ვესაუბრეთ ბარიერებზე, რაც აფერხებს სკოლების გაძლიერებას, კრიტიკული აზრის ქონასა და მის გაჟღერებაზე. როლანდ შავაძეს ოპტიმისტური მოლოდინი აქვს. ის დარწმუნებულია, რომ დეცენტრალიზაცია და სკოლების ავტონომიურობა გარდაუვალი პროცესია და ეს იმიტომ, რომ ახალი თაობის დაკვეთის გარდა, აქტიურ მასწავლებლებს სხვადასხვა სკოლიდან უკვე …

მოსწავლე მდგომარეობის მიხედვით არ უნდა განასხვავო – ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი მასწავლებელი ხულოდან

„მე, ჩემი პროფესიით, საზოგადოებას ვეკუთვნი, საზოგადოება მიხდის ჰონორარს და იქ უნდა ვიყო, სადაც საზოგადოებას სჭირდება“, – ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების  საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი როლანდ შავაძე, რომელიც 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია. რას მიიჩნევს ის „კარგ მასწავლებლობად“ და რა შეუძლია გააკეთოს მოსწავლეებისთვის? –  ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს დღეს როლანდ შავაძე პასუხობს. ბატონო როლანდ, …

„ფულბრაიტის“ სტიპენდიანტი მასწავლებელი ხულოდან, რომელიც აშშ-ში ისწავლის

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა როლანდ შავაძემ, პრესტიჟული სტიპენდია მოიპოვა და ფულბრაიტის პროგრამით 6 კვირით, პედაგოგის კვალიფიკაციას აშშ-ში აიმაღლებს. აღნიშნული პროგრამა საშუალებას აძლევს ინგლისურის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად აშშ-ში გაემგზავრონ. წელს საქართველოდან სულ სამი პედაგოგი წავა, ერთ-ერთი როლანდ შავაძეა. „პროგრამა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ 6 კვირის განმავლობაში ვრჩებით აშშ-ში, …

პედაგოგი: 1 კრედიტქულის გამო რომ მიენიჭა სტატუსი, ის მასწავლებელი კლასში ვერაფერს შეცვლის

რა შეიცვალა სკოლებში მასწავლებლების სტატუსის ცვლილების შემდეგ? რატომ მიიჩნევს მასწავლებელი სისტემის მსხვერპლად თავს? – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა „ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების ინგლისური ენის მასწავლებელს როლანდ შავაძეს, რომელიც პროგრამის – „ასწავლე მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში ასწავლის. ბატონო როლანდ, სტატუსის ცვლილებას ერთგვარი აჟიოტაჟი ახლავს ხოლმე, პედაგოგები ულოცავენ ერთმანეთს და ბევრი ამაყობს კიდეც ამით. თქვენ, …

Exit mobile version