დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა.
არჩილ ხაბაძის პრესსამსახურის ცობით, „22-წევრიანი დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლებასა და რელიგიათა წარმომადგენლებთან მეგობრული თანამშრომლობის დამყარებაა. საუბარი შეეხო საქართველოში ანგლიკანური ეკლესიასთან მუსლიმთა და ქრისტიანთა ურთიერთობების, ორ მონოთეისტურ რელიგიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“.
პრესსამსახურის ცნობით, სტუმრები ბათუმში ქართველ მუსლიმთა კავშირმა მოიწვია. დელეგაციის წევრები გაეცნენ ქართველი მუსლიმების ცხოვრებასა და ბათუმის ორთაჯამეს ისტორიას.